The Guardian: ქართველები დაბადებულნი არიან რაგბისთვის, გენეტიკურად და კულტურულად

AutoSharing Option
The Guardian-მა სტატია მიუძღვნა ქართულ რაგბის სათაურით "საქართველო ჩვენს გონებაში, მაგრამ არა ექვსი ერის ელიტაში".

ჟურნალისტი მაიკლ ეილვინი მოგვითხრობს იმაზე, თუ, როგორ არ უშვებენ ევროპული რაგბის ელიტაში სწრაფად განვითარებად სარაგბო ერს:

"რაგბის ყველაზე დიდ ფორუმზე - მსოფლიოს თასზე, ისინი ყოველთვის გვახსენებენ თავს, მაგრამ "ექვსი ერის" ხელმძღვანელობას კვლავ ის ადარდებს, როგორ წარმოჩინდებიან ევროპული ელიტის "გადაღლილი" ნაკრებები "ექვს ერზე".

თუ ვინმეს გასული შემოდგომიდან სიახლის ინტერესი შემორჩენია, აღმოსავლეთ ევროპას, თბილისს უნდა მიაშუროს, უფრო ზუსტად კი მის ჩრდილო გარეუბან ავჭალას.

საქართველოს ნაკრები, მსოფლიოს თასის
ერთ-ერთი აღმოჩენა, ავჭალაში გერმანიის ნაკრებს მასპინძლობს რაგბი ევროპის ჩემპიონატში ანუ, როგორც ამ ტურნირს ხშირად უწოდებენ, "მეორე ექვს ერში".

სტადიონი გაივსება, მაგრამ იქ სულ 3 ათასი სკამია და საქართველო აუცილებლად დიდი ანგარიშით მოიგებს.

სულ ახლახან ქართველებს ტაშს მთელი მსოფლიო უკრავდა და ამის შემდეგ შესაძლოა, მათ ჩათვალონ, რომ დიდ ღონისძიებაზე, დილითვე კარზე მიუთითეს.

თუმცა ქართველები არ ტყდებიან: "აქ ნაღდი ბრძოლები იმართება, რაგბი საქართველოს ყველაზე პოპულარული სპორტის სახეობაა", - ამტკიცებს საქართველოს ნაკრების ზელანდიელი მწვრთნელი მილტონ ჰეიგი.

ამ განცხადებას მაინც კარგი ტესტი სჭირდება, ავჭალის სტადიონი საამისოდ არ გამოდგება, მაგრამ მერე საქართველო ესპანეთს 27-ათასიან "ლოკომოტივზე" მასპინძლობს, ხოლო რუმინეთს - 55-ათასიან "დინამო არენაზე".

ქართველები დაბადებულნი არიან რაგბის სათამაშოდ, გენეტიკურად და კულტურულად. სპორტის ეს სახეობა მათთან სრულ იდილიაშია, იმის მიუხედავად, რომ ერს ეკონომიკურად უჭირს.

ისინი არიან ევროპული რაგბისთვის, როგორც წყნარი ოკეანის კუნძულელები ზელანდიისა და ავსტრალიისთვის.

"ეს იყო პირველი, რაც აქ ჩამოსვლისას შევამჩნიე. ვარჯიშებზე ეს ბიჭები საოცარ რამეებს აკეთებენ. მაშინვე მივხვდით, რომ მათ სჭირდებოდათ პასის კულტურის დახვეწა. აქედან კი უკვე იწყება რაგბის, როგორც თამაშის უკეთ გაგება, სწორი გადაწყვეტილებების მიღება მაშინ, როცა ზეწოლაა.

პრინციპში, ქართველები არიან წყნარი ოკეანის კუნძულელი ბიჭები აღმოსავლეთ ევროპაში", - აცხადებს ჰეიგი.

ქართველები დიდი ხანია, ამარაგებენ მრისხანე მორკინალებით ფრანგულ საკლუბო რაგბის. ჰეიგის გუნდმა დიდ პროგრესს მიაღწია ბოლო მსოფლიოს თასზე. საკლუბო რაგბი საქართველოში სანახევროდ პროფესიონალურია. ჰეიგს აქვს საშუალება კვირაში ორჯერ საქართველოში მოთამაშე ბიჭებთან იმუშაოს.

"აქაური ბიჭების ოსტატობა მგონი, "ფრანგებისაზე" მეტად დაიხვეწა, რადგან ჩვენ უფრო მეტს ვმუშაობთ ერთად", - აცხადებს ზელანდიელი მწვრთნელი.

პროგრესი უფრო კარგად იგრძნობა ახალგაზრდულ დონეზე. საქართველომ შარშან მსოფლიოს ტროფეი მოიგო და წლეულს სამოას შეცვლის მსოფლიოს თასზე. იცით, ალბათ, რომ ინგლისში კარგად თამაშით დიდების გუნდმა უკვე დაიბევა 2019 წლის მსოფლიოს თასის საგზური.

ამან კი ერთი დიდი პრობლემა შექმნა - ვინ ეთამაშება მათ?

საქართველოს ნაკრებისთვის 3 წლის განმავლობაში არ იქნება თუნდაც ერთი საკვალიფიკაციო შეხვედრა. რაგბი ევროპა მათ ნოემბრის ტესტებით დაეხმარება - წლეულს შოტლანდია უმასპინძლებს საქართველოს.

მსოფლიოს თასის ბოლოს რაგბი ევროპის პრეზიდენტმა ოქტავიან მორარიუმ მოუწოდა "ექვსი ერის" ქვეყნებს, ეთამაშონ ხშირად საქართველოსა და რუმინეთს, სურთ მათ ეს თუ არა.

"ექვსი ერი" არ აპირებს არც გუნდების რაოდენობის გაზრდას, არც გავარდნა-შემოსვლის პრინციპის შემოღებას. ამის შესახებ უკვე განაცხადა "ექვსი ერის" შეფმა ჯონ ფიენმა.

"ჩვენი დანიშნულება სულაც არ არის საქართველოსა და რუმინეთში რაგბის განვითარება", - აცხადებს იგი.

ეკონომიკურად "ექვსი ერი" მძლავრია, იმის მიუხედავად, რომ მათი გუნდები მსოფლიოს თასზე ცუდად გამოვიდნენ. თუმცა ასეთი მოქმედება სპორტს სახელს უფუჭებს და წინააღმდეგობაში მოდის მსოფლიო რაგბის მიზანთან - მთელ მსოფლიოში რაგბის განვითარებასთან.

მორარიუ ამბობს: "ჩვენ არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ "ექვსი ერი" მაინც კომერციული ტურნირია. ამიტომ ჩვენ რაგბი ევროპის ჩემპიონატი უნდა ავიყვანოთ მაღალ დონეზე. გერმანია დიდი ბაზარია, ასევე პოლონეთი, რომლის რაგბისაც ტრადიციები აქვს", - ამბობს რუმინელი.

ასევე დიდი ბაზარია მისი რუმინეთი, სადაც 20 მილიონი ადამიანი ცხოვრობს - მეტი, ვიდრე შოტლანდიაში, ირლანდიაში და უელსში ერთად. საქართველო 4-მილიონიანია, როგორც ახალი ზელანდია. რუმინეთსა და საქართველოს ლამაზი დედაქალაქები აქვთ, დიდი და კარგი სტადიონებით.

ახალგაზრდა, ნიჭიერი ერის დაბლოკვით, რაგბი ჩიხში შედის. გავიხსენოთ, რა სიმაღლეებს მიაღწია არგენტინულმა რაგბიმ. საქართველოს კი ხანგრძლივი ბრძოლა ელის, რათა მსოფლიოში ყველაზე ძველი შეჯიბრების კარი გაიღოს და ეს მხოლოდ მინდორზე მეტოქის წინააღმდეგ ბრძოლა არ გეგონოთ.

დიახ, ისინი ევროპის კუნძულელები არიან".
მკითხველის კომენტარები / 9 /
6 ერს რაგბის განვითარება არ აინტერესებთ ჩაკეტილი სტურქტრრაა და თავისი ბიზნეს მოდდელით. ასე რო ვთქვათ რაც კარგად მუშაობს არ ცვლიან.

მათლა ჯობია "რაგბი ევროპა" უფრო მაგალ დონეზე ავიდეს. თუ რაგბი პოპულარული გახდება ისეთ ქვეყნებში როგორც გერმანია, ესპანეთი და თუნდაც რუსეთი პოლონეთი და რუმინეთი. ამ ქვეყნებს უდიდესი რესურსი აქვთ და თუ სწორად განვითარდა ყველაფერი ექვს ერს რაგბი ევროპა ჯერ დაეწევა დონით და შეიძლება კიდეც გავასწროთ;).მგონი 10 წელი დასჩირდება ამას. მერე პირიქით იქნება, 6 ერი თვითინ მოვა და გვთვოვს გაერთიანებას.
Vato
15 თებერვალი 2016 15:23
0
მთავარია რეგიონებში აღორძინდეს რაგბი. განსაკუთრებით მთაში და მერე მართლა გვექნება ზელანდიასთან ფინალი.
dito
11 თებერვალი 2016 23:51
0
თუ თამაშის შესაძლებლობას მოგვცემენ შეიძლება :D
mamuka
11 თებერვალი 2016 20:09
0
10 წლის განმავლობაში მსოფლიოზე მაგარ ფინალს ვნახავთ. ახალი ზელანდია - საქართველო. მერე ვახვეწოთ აქეთ
222
09 თებერვალი 2016 19:20
0
რამე ახალი ტურნირი უნდა შეიქმნას, ან ფორმატი შეიცვალოს თორე ასე ერთ ადილზე გავიჭედებით და წინ ვერ წავალთ. ამ გუნდებთან თამაშიც მარტო ახალგაზრდების გამოსაცდელად თუ გამოგვადგება უკვე. ამ ტურნირსაც მერამდენეჯერ ვიგებთ უკვე სლემით და მერე რა? სამადლოდ თუ გადმოგვიგდებენ 1 ან 2 ტესტს და ეგ არის.
ჩემი აზრით კარგი იქნებოდა რაგბი ევროპამ ევროპის ჩემპიონატის დაარსებაზე რო იფიქროს. მეტი თამაშის საშუალება გვექნება და მარტო მსოფლიოს ჩემპიონატზე არ ვიქნებით ჩამოკიდებულები 4 წელიწადში ერთხელ
mamuka
05 თებერვალი 2016 14:27
0
ჩვენ რა არ ვძლიერდებით? რა ბიჭები მოდიან.... მიდით გენაცვალეთ და ყველას დაუმტკიცედ, რომ ძალიან ძლიერები, შრომისმოყვარეები და ჭკვიანები ხართ. აუცილებლად უნდა მოვუგოთ არამარტო რუსეთს, არამედ ყველას ჩვენს ქვეჯგუფში. მე მჯერა რომ ეს ნამდვილად ასე იქნება.
beqa
05 თებერვალი 2016 12:22
0
მურთაზს ვეთანხმები, რუსეთმა მართლა დიდი ნაბიჯები გადადგა რაგბში. ვფიქრობ წელს დიდ წინააღმდეგობას გაგვიწევს! ამ წერილის ავტორს სხვებიც რომ დაეთანხმონ, დიდი ანგარიშით უნდა დავამარცხოთ ყველა მოწინააღმდეგე ერთა თასზე.... წარმატებები ჩვენ ბიჭებს!!!
zaza
04 თებერვალი 2016 21:31
0
მიდით ბიჭებო ყველას დავუმტკიცოთ, რომ დიდი ერი ვართ. დიდი შრომით და მონდომებით, მალე მოვა დრო ბობოლებსაც გაუჭირდებათ ჩვენთან თამაში.
tttt
04 თებერვალი 2016 20:41
0
ფრთხილად-ძალიან სწრაფად ძლიერდება რუსეთის როგორც ნაკრები ისე საკლუბო გუნდები
მურთაზი
04 თებერვალი 2016 20:30
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული