რაგბი ევროპის ჩემპიონატის I ტურში გერმანიის ნაკრების განადგურება (59:7) "ბორჯღალოსნებს" რეიტინგში ვერაფრით შეეწია, რადგან მეტოქე საკმაოდ დაბლაა სიაში.
ანალოგიური მდგომარეობაა პორტუგალიასთან დაკავშირებითაც, რომელსაც საქართველოს ნაკრები II ტურში შეხვდება. გერმანელები თუ 26-ე ადგილზე არიან, პორტუგალიელები კიდევ უფრო დაბლა, 27-ე ადგილს იკავებენ.
არადა, ჩვენს გუნდს მე-13 ადგილზე მყოფ ტონგასთან, რომელსაც მილტონ ჰეიგის გუნდმა მსოფლიოს თასზე მოუგო, სულ ცოტა აშორებს - 0,15 ქულა.
ათეულში ორი ცვლილებაა - ინგლისის ნაკრებმა საფრანგეთს გაუსწრო
შოვინიზმი და რასიზმი რა შუაშია, ეტყობა ამ სიტყვების განმარტება არ იცი. უბრალოდ ჩამოთვლილ ქვეყნებში სპორტული მედიცინა (საერთოდ მედიცინა) ნამდვილად არ არის ჩვენზე მეტად განვითარებული, მაგრამ მაინც ჩვენზე წინ დგანან სარაგბო რეიტინგში. არც კუნძულელების რაგბში იხარჯება ჩვენზე მეტი თანხები, ტონგას კი საერთოდ საერთაშორისო სათამაშო სტადიონიც არ გააჩნია. ასე, რომ ბევრი კეთდება რაგბის დასახმარებლად და წინაც წავიწიეთ და არა მარტო ქართული გენის ხარჯზე. ბუნებრივია საკმარისი არაა და მეტი უნდა გაკეთდეს. სახელმწიფო თუ მეტს დაეხმარება შედეგიც მეტი იქნება. დღეს რა სახსრებიც აქვს ქართულ რაგბს იმასთან შედარებით უფრო მეტია გაკეთებული. თორემ გასაკეთებელი რომ ბევრია ეგ ყველამ ვიცით....