გამოკითხვა: "რომელია დღეს საქართველოში სპორტის ნომერ პირველი სახეობა?" ჩვენს ვებგვერდზე სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ამ ხნის განმავლობაში გამოკითხვაში მონაწილეობა 1505-მა ადამიანმა მიიღო.
გამოკითხულთა 50.4% (759) ფიქრობს, რომ დღეს საქართველოში სპორტის ნომერ პირველი სახეობა რაგბია, 30%-ის (452) აზრით კი, ფეხბურთი.
რაგბისა და ფეხბურთის შემდეგ გამოკითხულთა 13.8%-მა (207) სპორტის ნომერ პირველ სახეობად საქართველოში ძიუდო დაასახელა.
შემდეგ მოდის კალათბურთი - 3.5% (52) და ჭიდაობა - 2.3% (35).
რაგბი???
ეგ არის ზუსტად განსხვავება ამ ორ სპორტს შორის!!!!!
კალათბურთი და ძიუდოც ნორმალურ დონეზე გვაქვს. მოკლედ, დავათასოთ რასიჩ ძლიერები ვართ, და გავაძლიეროთ რაშიც გვინდა რომ ვიყოთ! ნეტა როდესმე ეხბურთის მსოფლიოზე გვეთამაშა ან ევროპაზე, ან რომელიმე ქართულ კლუბს პირველ მეორე რაუნდში არ გამოვარდნილიყო ევროთასებზე.....