პირველად 1981 წლის შემდეგ - ირანში ქალებს მატჩზე დასწრების უფლება მისცეს [PHOTO]

AutoSharing Option
პირველად 1981 წლის შემდეგ, ირანში საფეხბურთო სტადიონზე მატჩის საყურებლად ქალები შეუშვეს.

ქალები კამბოჯასთან მსოფლიოს 2022 წლის ჩემპიონატის შესარჩევი ეტაპის მატჩს დაესწრნენ.

ქალებს ცალკე ტრიბუნა გამოუყვეს, სადაც ისინი ეროვნულ გუნდს გულშემატკივრობდნენ.

ირანმა კი კამბოჯა 14:0 დაამარცხა.

Sportall.Ge

აღსანიშნავია, რომ ირანის მთავრობა ქალებს მატჩების დროს სტადიონზე შესვლას უკრძალავდა, თუმცა გადაწყვეტილების გადახედვა ფიფას ზეწოლის შედეგად მოუწია.

ირანში ქალებს სტადიონზე დასწრება 1981 წლის მერე ეკრძალებოდათ, მას შემდეგ, რაც ქვეყანაში 1979 წელს ისლამური რევოლუცია მოხდა.

შესარჩევ ეტაპზე ირანი ასევე ერაყთან, ბაჰრეინთან და ჰონკონგთან ითამაშებს.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული