"ეს მუხტი სოჭში მიგვაქვს რუსეთთან სათამაშოდ"

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა და გუნდის კაპიტანმა შალვა სუთიაშილმა, ევროპის ერთა თასის გათამაშების მესამე ტურში, ესპანეთთან მოპოვებული გამარჯვების (38:7) შემდეგ, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონის მედია-დარბაზში თამაშის შესახებ ისაუბრეს.
საქართველო-ესპანეთი 38:7 - "ბორჯღალოსნების" გამარჯვება ბონუს-ქულით

მილტონ ჰეიგი:
"31 ქულით მოვიგეთ და ეს კარგია, მაგრამ შეცდომები ბევრი იყო და ამიტომ ვერ ვიტყვი, რომ თამაშის ხარისხით ბოლომდე კმაყოფილები ვართ.

წლების განმავლობაში ვამბობდი, რომ არ გვსურს ჩვენი თამაში მხოლოდ შერკინებაზე იყოს აგებული. დღეს ისეთი ბურთის ფლობა გვქონდა და იმდენი ხნის
მანძილზე, არც კი ვიცოდით, რა უნდა გვექნა. ამაზეც აუცილებლად ვიმუშავებთ.

ძალიან მნიშვნელოვანი თამაშები გველის წინ. ამ ტურნირში ჩვენი მიზანი გამარჯვებაა და არა ექსპერიმენტების ჩატარება.

შემდეგ თამაშში გუნდს რამდენიმე წამყვანი მოთამაშე დაუბრუნდება და გავძლიერდებით. ყოველ შემთხვევაში, "ტულონს" ვესაუბრე და მინიმუმ 2 მოთამაშე ნამდვილად წამოვა. დანარჩენები ვნახოთ...

სოჭში რუსეთთან გამარჯვება სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია და არანაკლებ მნიშვნელოვანია თბილისში, "დინამო არენაზე" ჩვენი მაყურებლის წინ რუმინელთა დამარცხება".

შალვა სუთიაშვილი:
"გუშინაც ვთქვი, რომ ახალი ტაქტიკები შევიმუშავეთ და დღეს მათი განხორციელება ვცადეთ. დიახ, შეცდომები იყო, მაგრამ ეს ყველაფერი ლოგიკურია და უახლოეს მომავალში აუცილებლად გამოსწორდება.

მსურს გულშემატკივრებს მადლობა გადავუხადო, დიდი მუხტი შეგვძინეს და ეს მუხტი სოჭში მიგვაქვს რუსეთთან სათამაშოდ".

ესპანელების თქმით, თავიანთი თამაშის ხარისხითა და შედეგით უკმაყოფილონი არიან. მათ კიდევ ერთხელ გაუსვეს ხაზი იმას, რომ საქართველოს ნაკრები ესპანეთისაზე 3-4 თავით მაღლა დგას, შესაბამისად, ანგარიში, რომელიც ტაბლოზე დაფიქსირდა, სავსებით ლოგიკურია. პრესკონფერენციის ბოლოს ჩვენმა სტუმრებმა "ბორჯღალოსნებს" გამარჯვება მიულოცეს და სამომავლოდ წარმატებები უსურვეს.
მკითხველის კომენტარები / 5 /
tnghუსეთი რომ გაძლიერდა საიდან დაასკვენი, წინა ტურში რუმინეთთან 30:0 რომ წააგო ? :D :D :D :D
xvici
21:44 28-02-2016
0
იმედია, რუსეთთან გამარჯვებების ტრადიციას სოჭშიც გავაგრძელებთ, მიუხედავად იმისა, რომ რუსეთი ბოლო წლებში საგრძნობლად გაძლიერდა. მაქსიმალური მობილიზაციაა საჭირო, მძიმე თამაში გველის.
tngh
18:53 28-02-2016
0

სიახლეები პოპულარული