დავით ზირაქაშვილი: "ნაკრების კაპიტნობა მძიმე, მაგრამ სასიამოვნო ტვირთია"

AutoSharing Option
დღეს, 15:00 სთ-ზე საქართველოს მორაგბეთა ნაკრები წლევანდელ სეზონს უკრაინის ნაკრებთან ერთა თასის გათამაშების მატჩით გახსნის. თავიდანვე უნდა ითქვას, რომ მეტოქე ტურნირს წლეულს შემოუერთდა და ფავორიტად არ მიიჩნევა. მით უფრო, რომ უკრაინის რაგბის ფედერაციას სერიოზული პრობლემები აქვს.

მატჩისწინა პრესკონფერენცია გუნდების წარმომადგენლებმა "ქორთიარდ მერიოტში" ცალ-ცალკე გამართეს. საქართველოს ნაკრების მწვრთნელისა და მოთამაშეების შემდეგ ჟურნალისტების წინაშე უკრაინის დელეგაციის წარმომადგენლები წარსდგნენ. სტუმრებმა სიურპრიზი შემოგვთავაზეს, უკრაინის ნაკრების კონსულტანტად საქართველოს ნაკრების ყოფილი მოთამაშე, ზაზა ლეჟავა დაუნიშნავთ, რომელიც მანამდე ოდესის "კრედოს" უკრაინის შვიდკაცა რაგბის ნაკრებს წვრთნიდა.

ზაზა ლეჟავა:
"ეს დანიშვნა ჩემთვისაც მოულოდნელი იყო. ორი დღის წინ დამირეკეს და მითხრეს, უნდა დაგვეხმაროო. დავთანხმდი. უკრაინაში დღეს რაგბის ძალიან უჭირს. დაახლოებით ისეთი ვითარებაა საქართველოში გასული საუკუნის ოთხმოცდაათიან წლებში რომ იყო. აბსოლუტურად იდენტური პრობლემებია. ეს ყველაფერი მე უკვე გავლილი მაქვს და, ვფიქრობ, უკრაინელებს სასარგებლო რჩევებით დავეხამრები.

რაც მთავარია, უკრაინას პოტენციალი აქვს. საკმაოდ მდიდარი ადამიანური რესურსი გააჩნია. უბრალოდ, საქმეს ორგანიზება და სწორი მიმართულებით წარმართვა სჭირდება."

ვალერი კოჩანოვი, უკრაინის ნაკრების მწვრთნელი: "ჩვენს ნაკრებში ძირითადად ორი წამყვანი უკრაინული კლუბის ოდესის "კრედოსა" და ხარკოვის "ოლომპის" მორაგბეები არიან. გვყავს რამდენიმე ქართველიც, მაგრამ მათგან საქართველოს ნაკრების წინააღმდეგ მხოლოდ ერთი, ცხრა ნომერი ზურაბ კიკაჩეიშვილი ითამაშებს. მესამეხაზელი ჯაბა მალაღურაძე და უკანახაზელი გიორგი გეგიძე კი ტრავმირებულნი არიან.

საქართველოს ნაკრებთან მატჩში რაღაცას წავაგებთ, მაგრამ რაღაცით მაინც მოგებული დავრჩებით. ასეთი მაღალი დონის გუნდთან თამაში, ცხადია, საპატიოცაა და სასარგებლოც. ვფიქრობ, თქვენ გუნდთან თამაშით ბევრს ვისწავლით, გავიზრდებით.

საქართველოს ნაკრები ევროპის ერთ-ერთი წამყვანი გუნდია. ჩვენ ასეთი დონის მისაღწევად საკმაოდ გრძელი გზა გვაქვს გასავლელი. საამისოდ უკრაინაში, უწინარესად, საჭიროა ადამიანებმა მენტალიტეტი შეიცვალონ. ეს პრობლემა საქართველოში არ არის და ის ადამიანები, ვინც რაგბის განვითარებისთვის იღვწიან, უდიდეს საქამეს აკეთებენ."

რიჩი დიქსონი, საქართველოს ნაკრების მწვრთნელი: "ქართული რაგბისთვის წლევანდელი სეზონი უმნიშვნელოვანესია. ის ერთა თასის გათამაშებით იწყება, რომელსაც საკმაოდ დიდი დატვირთვა აქვს. ამასთან ეს შეჯიბრება საშუალებას გვაძლევს თავის გამოჩენის შესაძლებლობა მივცეთ ახალ მოთამაშეებს.

ჩვენი ამოცანაა, ერთა თასზე მეტოქეებს მათი ძალით ვეთამაშოთ და, ვეცადოთ, მსოფლიო თასისთვის ნაკრების საუკეთესო შემადგენლობა შევარჩიოთ. თუ შემადგენლობას თვალს გადავავლებთ, ვნახავთ, რომ უკანა ხაზში ბევრი ახალი მოთამაშე გვყავს, თუმცა, სამაგიეროდ, მორკინალები არიან საკმაოდ გამოცდილები, რომლებიც მათთვის უპირატესობას შექმნიან და გაშლილად თამაშის საშუალებას მისცემენ.

უკრაინის ნაკრებთან ორი დებიუტანტი გვეყოლება, ფულბეკი ბექა ურჯუკაშვილი და მეორეხაზელი ვახტანგ მაისურაძე, ისინი ეროვნული გუნდისთვის სრულიად ახალი მოთამაშები არიან, სათადარიგოთა შორის იქნებიან და თავის გამოჩენის საშუალებას აუცილებლად მივცემთ.

გუნდის მუშაობით მოსამზდებელ პერიოდში ძალიან კმაყოფილნი ვართ. ახალი და ძველი მოთამაშეები მალე შეეწყვნენ ერთმანეთს. ძველები დიდი ენთუზიაზმით უზიარებენ გამოცდილებას და ისინიც ყველაფერს კარგად ითვისებენ.

ბექა ურჯუკაშვილს სიცხე ჰქონდა და გადავწყვიტეთ ცოტა ხნით დაესვენა. ანტონ ფეიქრიშვილმა მიკრო ტრავმა მიიღო, თედო ზიბზიბაძემ თბილისში ჩამოსვლამდე ოპერაცია გაიკეთა, თუმცა სერიოზული არაფერი სჭირთ და, ვფიქრობ, მომდევნო თამაშისთვის, ესპანეთის ნაკრებთან, ჯანმრთელად იქნებიან.

რაც შეეხება მეტოქეს, უკრაინამ ბევრი იბრძოლა, რომ ერთა თასზე თამაშის უფლება მიეღო. ის ახლა ჩვენ დონეზეა, ჩვენი თანაბარი გუნდია და შესაბამისი პატივისცემით უნდა მივუდგეთ.

ვინაიდან ირაკლი აბუსერიძე სათადარიგოთა შორისაა, გადავწყვიტეთ, გუნდს დავით ზირაქაშვილმა უკაპიტნოს. ნაკრებს, რაც შეიძლება მეტი ლიდერი სჭირდება და, ვფიქრობ, რომ ის ასეთია."

დავით ზირაქაშვილი: "ეროვნული ნაკრების კაპიტნობა მძიმე ტვირთია. ეს უდიდესი პასუხისმგებლობაა. როცა კაპიტნად დამასახელეს, მოთამაშეებს მივმართე. ლიდერი მარტო მე არ ვარ, ყველა ლიდერია, ყველა გვერდში დამიდგება. მძიმე ტვირთია, მაგრამ უნდა ვაღიარო, რომ სასიამოვნო ტვირთია."

გია ლაბაძე: "აქამდე სულ დროის უკმარობა გვქონდა. თამაშამდე მოსამზადებლად სულ რაღაც სამი დღე გვაქვს და ამასაც სათანადოდ ვერ ვიყენებდით. ამჯერად მივაღწიეთ იმას, რომ მოკლე დროში ვახერხებთ, როგორც ინდივიდუალურად ტექნიკურ დეტალებზე ვარჯიშს, ისე გუნდურად სხვადასხვა კომბინაცეიების დამუშავებას. ეს ჩვენი მწვრთნელების მაღალი პროფესიონალიზმის დამსახურებაა.

უკრაინის ნაკრებთან მატჩს მთელი სერიოზულობით ვეკიდებით. ერთა თასის ეს გათამაშება კარგი საშუალებაა მსოფლიოს თასზე ასპარეზობისთვის მოსამზადებლად. კომბინაციები, ტაქტიკურ მონახაზები, რასაც ვარჯიშისას ვამუშავებთ, უკრაინასთან თამაშისას უნდა გამოვიყენოთ. შესაბამისად, დამოკიდებულება არ შეიძლება არასერიოზული იყოს. ეს ყველას კარგად აქვს გაცნობირებული და, გარწმუნებთ, თავს არავინ დაზოგავს."

შეგახსენებთ, რომ ტრავმების გამო ეროვნულ ნაკრებს ვერ დაეხმარებიან მამუკა გორგოძე (მონპელიე), ილია ზედგინიძე (სენ რაფაელი), აქვსენტი გიორგაძე (კასტრი) და გიორგი ნემსაძე (მონტობანი).

საქართველო-უკრაინა
საქართველო
15. ბესიკ ხამაშურიძე, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. ირაკლი გიორგაძე, 11. ლექსო გუგავა, 10. მერაბ კვირიკაშვილი, 9. ბიძინა სამხარაძე. 1. დავით ხინჩაგიშვილი, 2. ირაკლი ნატრიაშვილი, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. ლევან დათუნაშვილი, 5. შალვა სუთიაშვილი, 6. გია ლაბაძე, 7. გიორგი ჩხაიძე, 8. ბესო უდესიანი.
16. ჯაბა ბრეგვაძე, 17. ვასილ კაკოვინი, 18. ვახტანგ მაისურაძე, 19. ზვიად მაისურაძე, 20. ირაკლი აბუსერიძე, 21. ლაშა მალაღურაძე, 22. ბექა ურჯუკაშვილი .
უკრაინა
15. დენის მასიუკოვი, 14. რომან კულაკივსკი, 13. ვადიმ მასიკი, 12. ოლექსანდრ ცაპენკო, 11. ოლეგ კოსარიევი, 10. სერგეი მონასტიროვი, 9. ზურაბ კიკაჩეიშვილი. 1. სერგეი სუხიი, 2. მიკოლა კირსანოვი, 3. ივან ზალიზნიაკი, 4. ოლექსანდრ ლომაკინი, 5. ვიაჩესლავ კრასილნიკი, 6. ოლექსანდრ მიშინოვი, 7. ვიაჩესლავ პონამარენკო, 8. სერგეი გარკავი
16. ევგენი ჩაიკა, 17. ოლექსანდრ პოლიანსკი, 18. სერგეი ცერკოვნი, 19. ოლექსი ნოვოკრეშჩენოვი, 20. ბოგდან ვოლოშინი, 21. სერგეი იანჩი, 22. ანდრი გოლიშჩევი.


პორტუგალია-რუმინეთი
პორტუგალია
პირველი ხაზი: ჟოაო ჟუნიორი (კდული), ჟორჟე სეგურადო (დირეიტო), კრისტიან სპაშუკი (კოლომიე), ჟუან მურე (ელ სალვადორი), ენტონი ალვესი (მონტობანი), ჟოაო მატეუში (კოიმბრა), ჟოაო კორეია, ნუნო ტაფული (დირეიტო), ლიონელ კამპერნე (პო), ბერნარდო დუარტე (აგრონომია).
მეორე ხაზი: გონსალო უვა (მონპელიე), ჟუან სევერინო (აგრონომია), ედუარდო აკოსტა, რუი დორეი (დირეიტო).
მესამე ხაზი: ჟუკიენ ბარდი (კლერმონი), ლორან ბალანგო (კოლომიე), ვასკო უვა (დირეიტო), ტიაგო გირაუ (კდული), ჟაკ ლე რუ (აგრონომია).
#9: ჟოზე პინტი (დირეიტო)
#10: ჯო გარდნერი (ობენა), ლედრო კაბრალი (კდული)
#12-13: პერდო სილვა (ბელენენსეში), ფრანსისკო მირა (აგრონომია), ფრანსისკო სერა (კოიმბრა), ფრედერიკო ოლივეირა, კარლ მურეი (ორივე-კდული).
#11-14: გონსალო ფორო, ბერნარდო სილვეირა (ორივე-კდული), ჟოზე ლიმა (აგრონომია), ადერიტო ეშტევეში (დირეიტო).
#15: პედრო ლეალი, ანტონიო აგილარი (ორივე-დირეიტო).
რუმინეთი
პირველი ხაზი: ცეზარ პოპესკუ (მაკონი), ბოგდან ბალანი (ლიონი), მიჰაი ლაზარი (ექსი), სამუელ მარისი (ტიმიშოარა), კატალინ ბეკა (ბუქარესტი), ბოგდან ზებეგა (სტიაუა).
მეორე ხაზი: კრისტიან პეტრე (სენტ ეტიენი), მარიან დრენკეანუ (ტიმიშოარა), ვალენტინ პოპირლანი (ბუქარესტი), მარიუს სირბე (ტარბი)
მესამე ხაზი: სტელიან ბურეა (ტიმიშოარა), დანიელ კარპო (ფარული), მიჰაი მაკოვეი (ბაია მარე), ოვიდიუ ტონიცა (პერპინიანი), დანიელ იანუსი (სტიაუა), ვიორელ ლუკაკაი (სტიაუა).
#9: ვალენტინ კალაფეტეანუ (ტიმიშოარა), ფლორინ სურუგუი (ბუქარესტი).
#10: დან დუმბრავა (სტიაუა), გაბრიელ კონაკე (ტიმიშოარა)
#12-13: ჩაბა გალი (ბაია მარე), რობერტ დესკალუ (სტიაუა), კონსტანტინ გეარა (ფარული), იონელ კაზანი (სტიაუა).
#11-14: კატალინ ფერკუ, მადალინ ლემნარუ (ორივე-ტიმიშოარა), კატალინ ნიკოლაე (ფარული), იონუც ბოტეზატუ (ბაია მარე).
#15: ფლორინ ვლაიკუ (სტიაუა), იულიან დუმიტრაში (ლურდი).


ესპანეთი-რუსეთი
ესპანეთი
მარტინ ერედია (კოსტა დელ სოლ), ალეხანდრო კრუსი, ლეანდრო არამბურუ (კახასოლი), იგნასიო გუტიერსი, ალეხანდრო გუტიერსი, ანიბალ ბონანი (ენტრპინარესი), ვიქტორ გომესი (მადრიდი), რაფაელ მატი (კისენეროსი), რამონ ნარვაესი (მახადაჰონდა), ხავიერ ასევედო (სანტაბოიანა), ხაიმე კუკი, როდრიგო მარტინესი, მარკოს პოჯი (ლა ვილა), ედუარდო რამირესი (ვალენსია), ფედერიკო ნეგრილო (ბიზკაია), მატიას ტუდელა, პედრო მარტინი (ორდიზია), ანდონი ხორახურია, ადრიენ აიესტარანაი (ბიარიცი), მარტინ ეტჩეპარე (დაქსი), სტეფან ლა პუასოტე, რემი დელგადო (ოლორონი), ბენატ ეტჩეპარე, მაქსიმ სამსონი (ტიროსი), დამიენ სანჩესი (სენ მედარი), სებასტიან პიფარდი (ლურდი), დავით გურგენიძე, სილვაინ ანტეკუერა (ორტეზი), მატიო ამორო (ბეზიე), სერხიო სევილია (კლერმონი), გაუტიერ გიბუინი (ბორდო).
რუსეთი
შერკინება: კარლო მაღლაკელიძე, ვალერი ცნობილაძე, ალექსანდრ ვოიტოვი, ანდრეი გარბუზოვი, ვიქტორ გრესევი, ვლადისლავ კორშუნოვი, კირილ კუშნარიოვი, ევგენი მატვეევი, ანდრეი ოსტრიკოვი, ევგენი პრონენკო, ალექსეი ტრავკინი, არტიომ ფატახოვი, ალექსანდრ ხროკინი.
უკანა ხაზი: ალექსანდრ იანუშკინი, ალექსანდრ შაკიროვი, კონსტანტინ რაჩკოვი, ვლადიმირ ოსტროუშკო, ალექსეი მაკოვეცკი, იური კუშნარიოვი, ანდრეი კუზინი, იგორ კლუჩნიკოვი, იგორ გალინოვსკი, მიხაილ ბაბაევი, ვასილი არტემევი.


ერთა თასი
I ტური, 5 თებერვალი: საქართველო-უკრაინა; ესპანეთი-რუსეთი, პორტუგალია-რუმინეთი.
II ტური, 12 თებერვალი: საქართველო-ესპანეთი; რუსეთი-პორტუგალია; უკრაინა-რუმინეთი.
III ტური, 26 თბერევალი: პორტუგალია-საქართველო; რუმინეთი-რუსეთი; ესპანეთი-უკრაინა.
IV ტური, 12 მარტი: საქართველო-რუმინეთი; ესპანეთი-პორტუგალია; უკრაინა-რუსეთი.
V ტური, 19 მარტი: რუსეთი-საქართველო; რუმინეთი-ესპანეთი; პორტუგალია-უკრაინა.







.


მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული