რატომ არ გვეყოლება მამუკა გორგოძე რუსეთთან [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებისა და ფრანგული "ტულონის" წევრმა მამუკა გორგოძე ტელევიზია "რუსთავი 2"-თან ეროვნულ გუნდში მის არყოფნაზე ისაუბრა.

"რუსთავი 2"-ის ინფორმაციით, გუშინ, 11 მარტს, გავრცელდა მცდარი ინფორმაცია, თითქოს გორგოძე კლუბის ინტერესებს ნაკრებისაზე უფრო წინ აყენებს, რაც სინამდვილეს არ შეესაბამება.

"მითქმა-მოთქმა, თითქოს რუსეთთან მატჩისთვის არ ჩამოვიდა, უარი თქვა და რაღაცა, ინფორმაცია მომდის, რომ ხალხი ძალიან გაბრაზებულია. მსოფლიოს ჩემპიონატის შემდეგ საქართველოს რაგბის კავშირსა და კლუბს შორის შეთანხმება იყო, რომ მე არ მაქვს იმ შეხვედრებზე წამოსვლის უფლება, რომლებიც გუნდის მატჩებს დაემთხვევა.

არასდროს მითქვამს საქართველოს
ნაკრებზე უარი და მსგავს რაღაცებს მოეშვან. ეს ლამაზი არ არის. 11 წელია ნაკრებში ვთამაშობ და უკვე გამიცნეს, როგორი პიროვნებაც ვარ და ამაზე საუბარი ზედმეტია", - განაცხადა გორგოძემ "რუსთავი 2"-თან.

შეგახსენებთ, რომ 12 მარტს სოჭში, ევროპის ერთა თასი 2016-ის ფარგლებში, საქართველო რუსეთის ნაკრებს შეხვდება.

- "ბორჯღალოსნების" ღია ვარჯიში და სამატჩო რაზმი რუსეთთან შეხვედრისთვის [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 32 /
მამუკას კრიტიკოსებს გეხებათ. რომელს გიყვართ ეს ქვეყანა მამუკაზე მეტად და რომელს გაგიკეთებიათ მამუკაზე მეტი ამ ქვეყნისთვის გამოდით უნდა დაგთვალოთ.
beeq
12 მარტი 2016 13:04
0
ნუ პროფესორობთ რაგბის ვითომ მცოდნეები.
1) მამუკა ამ თამაშში არ გვჭირდება
2) მეტ ახალგაზრდას აძლევს შანსს ჰეიგი
3) მეორე ნაკრებითაც გადავუვლით რუსებს
3) და ბოლოს არ ხართ რაგბის ნამდვილი ქომაგები თორემ მამუკაზე არ იტყოდით აუგს(ეს ყველას არ ეხება)
გურჯი
12 მარტი 2016 11:32
0
რუსეთს რომ მოაგებიონ 6 ერს კიარა ასი ერს არუნდა გააკარო ბორჯღალოსნები....გორგოძეს რაც შეეხება ი ს ნამდვილი პროფესიონალი და ნაღდი ქართველი ვაჯკაცია....გორგოძის გარეშეც არუნდა გაგვიჭირდეს წესით...
z.u
11 მარტი 2016 23:02
0
rati-ს ვეთანხმები 100%. სწორად აზროვნებს.
gizog
11 მარტი 2016 22:55
0
რა გჩირთ, მსოფლიო როცა დამთავრდა ყველა იმას გავიძახოდით რომ საჭიროა ეს ჩემპიონატი გამოვიყენოთ ახალგაზრდებისთვისო და ეხლა გახდა მამუკა საჭირო, რუსეთს მამუკას გარეშეც რომ უნდა მოვუგოთ ხო ფაქტია და არ გინდათ ასეთი ლაპარაკები.. შემოგევლე მამუკა სულში ნეტა ეს ქართველობა შენისთანებით იყოს უმრავლესობაში, ზუსტად მაშინ გვეშეველება მანამდე არაფერიც არ გვეშველება!!! მადლობა მამუკა ყველაფრისთვის იმ წუთებისთვის რაც შენ ჩემ სამშობლოს აჩუქე!!!!
mitro
11 მარტი 2016 21:23
0
თუ 12-მარტს რუსეთთან წავაგეთ, მატჩი გაყიდული იქნება.
ამის მერე არასდროს არ ვუყურებ რაგბის.
ჩვენი გუნდი 2თავით უფრო ძლიერია ვიდრე რუსეთი, ეს ბოლო თამაშებში კარგად ჩანდა.
გია
11 მარტი 2016 20:36
0
რას ხედავტ საგანგაშოს?რაც გააკეთა იმ კაცმა ის დაუფასეთ.ცუდია რომ ვერ შემოუერთდება მაგრამ არაუშავს.მადლობა მამუკა ყველაფრისთვის
giorgi
11 მარტი 2016 20:07
0
აღარ ეკადრება "დაბალ დონეზე"თამაში?! გამოდის რომ რუსთავი2 მართალი ყოფილა სანამ ეს ხელშეკრულება კლუბდან დაიდებოდა არ იფიქრეს რომ სამშობლო კლუბზე მაღლა უნდა იდგეს?!
vova
11 მარტი 2016 17:48
0
რა იყო ბიჭო რა ყველაფერში ცუდს ხედავთ და რა ყველაფერში ღალატს და პროჭობას ხედავთ! თქვა კაცმა რაც არი და როგორც არი! ან ეგრეც რო არ იყოს რა მერე?! ზოგიერთი ისეთია უკვე ჩვევად აქვთ რომ ვიღაცას ვინც ცნობილია ან ხალხს ევასება რაღაცა ... მომენტი დაიჭიროს და ჩირქი მოცხოს და ხალხის და ქვეყნის მტრად გამოიყვანოს და კაროჩე რა მართლა ... გორგოძეს თუ კიდე რამის დამტკიცება ჭირდება და მართლა აღარაა საშველი
1232
11 მარტი 2016 17:39
0
რა თქმა უნდა, ჩვენი გამარჯვების შანსი დიდია, ჩემი აზრით, 90-10-ზე, მაგრამ მაინც თავის დაზღვევა არ გვაწყენდა შეხვედრის პრინციპულობიდან გამომდინარე.
levani kaxeti
11 მარტი 2016 16:43
0

სიახლეები პოპულარული