"ბორჯღალოსნებმა" სოჭში რუსეთის ნაკრები დაამარცხეს [VIDEO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
საქართველოს მორაგბეთა ნაკრებმა სოჭში რუსეთის ნაკრებთან ევროპის ერთა თასის მატჩი გამართა.

შეხვედრაში ანგარიში ქართველებმა გახსნეს - მერაბ კვირიკაშვილმა ჯარიმა ზუსტად შეასრულა 0:3.

მე-18 წუთზე ლევან ხმალაძემ ოსტატურად გადაჰკიდა ბურთი მეტოქეს და თამაზ მჭედლიძეს ლელოს დადება არ გასჭირვებია. ლელოს კვირიკაშვილმა გარდასახვა მიამატა და "ბორჯღალოსნებმა" ანგარიშში უპირატესობა კიდევ უფრო გაზარდეს - 0:10.

49-ე წუთზე ლელოს გატანა უკვე ანტონ ფეიქირშვილმა შეძლო, ამას დამატებული ზუსტი გარდასხვა და ანგარიში - 0:17 გახდა.

62-ე წუთზე საკუთარ ანგარიშზე ლელო გიორგი ნემსაძემ ჩაიწერა, კვირიკაშვილმა კი გარდასხვა კვლავ ზუსტად
შეასრულა - 0:24.

71-ე წუთზე მეტოქემ შეძლო ლელოს დადება, რასაც ზუსტი გარდასახვა მიამატეს და ანგარიშში სხვაობა შეამცირეს - 7:24.

ამის შემდეგ ანგარიში არ შეცვლილა და საბოლოოდ "ბორჯღალოსნებმა" ანგარიშით 24:7 იმარჯვეს.
მკითხველის კომენტარები / 32 /
ქართული რაგბი მართლაც ვერაფერიშვილი საყურებელია, მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე ვაჟკაცური რაგბია მსოფლიოში. აიღე ბურთი დაარტყი, მიაწექი. ლელობურთიდან და ჭიდაობიდან მოდის ეგ ყველაფერი. ბრძოლისთვის ვარჯიში იყო ლელობურთიც და ჭიდაობაც. ხოლო ბურთი გადაეცი სწრაფად და გაიქეცი ეგ ბრძოლისთვის ვარჯიში არაა ეგ თამაშაა ჩვეულებრივი. მაგიტოა ლელოს ბურთი მძიმე რო ეგრე ვერ აპასავო და ნამდვილად ვაჟკაცურად მოიპოვო და გაიტანო.
dito
13 მარტი 2016 23:28
0
ითამაშეს ისე, რომ რუსეთი დაამარცხეს. თანაც სოლიდური უპირატესობით. ვისაც გგონიათ, რომ აუცილებელია ყველა თამაში ერთნაირი სტილით ვითამაშოთ, გთხოვთ აცადოთ მწვრთნელთა საბჭოს გადაწყვეტილებების მიღება. ისე, თუ გადაავლებთ თვალს ბოლოდროინდელ შედეგებს, დარწმუნდებით, რომ რუსეთი რუმინეთზე ნაკლები აღარ არის.
tngh
13 მარტი 2016 13:41
0
საუბარი იმაზეა რომ ამ შემადგენლობითაც და იმის გათვალისწინებით რომ თამაშის სტილი იცვლება, მიუხედავად ყველაფრისა უფრო კარგი ანგარიშით შეეძლოთ მოგება და უფრო გარგი ანგარიშით,უბრალოდ სხვა თამაშებზე განსხვავებით რუსეთტან ადრე ხო მახსოვს როგორ თამაშობდნენ რა მონდომებით, მონდომება არ იყო უბრალოდ, ასე თუ ისე მაგრება არიან და რუმინეთი განადგურდება მჯერა ერთ კვირაში, ადრე შვიდი რვა ქულით მოგება ძალიან გვიხაროდა, ახლა ნახევრად მეორე სასტავით და არც თუ ისე გარგი თამაშით 24:7 არ მოგვწონს, ეს კარგია, ეს იმას ნიშნავს რომ იზრდება დონე და გულშემატკივრების მოთხოვნებიც.
გიორგი
13 მარტი 2016 12:51
0
მოდი ჯერ მართლა ელემენტარულად რაგბის წესები ისწავლეთ და მერე დაიწყეთ უადგილო კომენტარების წერა. ძალიან ბევრი რაგბის გაგებაში არ არის, ზედიზედ 2 ჯერაც არ ექნებათ თამაში ნანახი და ასეთებისგან კრიტიკა ნაღდად მიუღებელია. თუ იმას იძახით რომ რატომ ვერ მოვუგეთ 60-0. იმასაც დააკვირდით რომ ახალი სქემით ვცდილობთ თამაშს რომ მომავალში ცოტა წინ წავიწიოთ. იმასაც დააკვირდით რომ აღარ ვთამაშობთ გაუთავებელი მოლებით და მიძალებებით. ხაზზე ვათამაშებთ უფრო მეტად. მართალია ზელანდიასავით არ გამოგვდის, მაგრამ ნელნელა უკეთესად გამოგვივა. ერთ დღეში ვერ ისწავლი თამაშს. კლასით რომ ბევრად წინ ვართ ეს უკვე ყოველ ტურში მტკიცდება. მეორე შემადგენლობით უპრობლემოდ ვიგებთ უკვე თამაშებს. წლების წინ პირველით გვიჭირდა. ასე რომ სანამ რამეს დაწერთ კარგად დაფიქრდით და უმადურები ნუ იქნებით
mamuka
13 მარტი 2016 12:25
0
თუ ვინმე ვერ ხვდება რო ბოლო თამაშები საქართველოს ნაკრებისთვის მხოლოდ ვარჯიში იყო და სხვა არფერი ის რაგბის გაგებაში არ არის თამაში იქნება 19 მარტს.
მერაბი ლოლომაძე
13 მარტი 2016 08:50
0
მოკლედ ყველა ეხლა გახდა რაგბის ექსპერტი,არადა კარგად მახსოვს15-17წლის წინ ერთ ტრიბუნას ძლივს ვავსებდით ხოლმე, ჯერ მოდი გულშემატკივრობა ისწავლოს ბევრმა და მერე თქვას რამე ბიჭებზე, ბევრი ფაქტორი იყო დღეს რამაც განაფირობა და გავლენა იქონია დღევანდელ თამაშზე და თუნდაც ხარისხზე,
sandro
13 მარტი 2016 03:09
0
დათო მართალია. ქართული რაგბი მართლაც ვერაფერიშვილი საყურებელია, მაგრამ ჩემი აზრით ყველაზე ვაჟკაცური რაგბია მსოფლიოში. აიღე ბურთი დაარტყი, მიაწექი. ლელობურთიდან და ჭიდაობიდან მოდის ეგ ყველაფერი. ბრძოლისთვის ვარჯიში იყო ლელობურთიც და ჭიდაობაც. ხოლო ბურთი გადაეცი სწრაფად და გაიქეცი ეგ ბრძოლისთვის ვარჯიში არაა ეგ თამაშაა ჩვეულებრივი. მაგიტოა ლელოს ბურთი მძიმე რო ეგრე ვერ აპასავო და ნამდვილად ვაჟკაცურად მოიპოვო და გაიტანო.
dito
13 მარტი 2016 02:27
0
ქართველები ძნელად ვთანხმდებით ერთ რამეზე ხოლმე, მაგრამ ამ კომენტატორებზე უმრავლესობას ერთი აზრი გვაქვს: რაგბის გაგებაში არ არიან;) ლომებმა ითამაშეს როგორც საჭირო იყო და მაიც დიდი ანგარიშით მოუგეთ. და საერთოდ ამ ტურნირით დავადასტურეთ რომ საქართველოს ნაკრების კლასი გაიზარდა. რუმინეთთან ალბათ კარგად მოვიგებთ!
vato
13 მარტი 2016 01:18
0
საქართველო ყველაზე უშნო რაგბს თამაშობს მსოფლიოში
dato
13 მარტი 2016 00:28
0
komentatorebo tu ase sheizleba gewodot.eg tingici da arapropesionslizmi tqventvis roca uyurebt mashin..tuarshegizliat sircxvils msinc nuimkit da bevr kaxur milicvas..gasinbindit tqvenit...
666
13 მარტი 2016 00:26
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული