რეკორდი: მერაბ კვირიკაშვილი მსოფლიო ათეულს უახლოვდება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების ფულბეკმა მერაბ კვირიკაშვილმა გასულ უქმეებზე, რუსეთის ნაკრებთან მატჩში ცხრა ქულა დააგროვა და 700-ქულიანი ბარიერი გადალახა.

"მეკოს" ანგარიშზე ახლა 705 ქულა აქვს და ყველა დროის საუკეთესო მექულეთა შორის მე-14 ადგილზეა. მოქმედი მორაგბეებიდან მას იაპონელი აიუმი გორომარუ უსწრებს, რომელმაც დღემდე ეროვნულ ნაკრებში თამაშისას 708 ქულა დააგროვა. კვირიკაშვილს სამი ქულით ჩამორჩება რუმინელი შუამარბი ფლორინ ვლაიკუ.

აღსანიშნავია, რომ ყველა მორაგბეს, რომლებიც კვირიკაშვილს უსწრებენ, სარაგბო კარიერა დასრულებული აქვს. ქართველ მორაგბეს კარგი შანსი აქვს, საუკეთესო მექულეთა ათეულში შევიდეს.

ყველაზე მეტი, 1 598 ქულა ახალზელანდიელ
დენ კარტერს
აქვს. მას კვალში უდგას ინგლისელი ჯონი ვილკინსონი - 1 246 ქულა. მესამე ნეილ ჯენკინსია - 1 090, მას შვიდი ქულით ჩამორჩება ირლანდიელი რონან ოგარა.

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 8 /
მეკო ის კაცია, რომელიც თუ მიხვდა რომ შესაბამის ფორმაში აღარაა თავისით წავა ნაკრებიდან, წავა თან თავ აწეული და ამაყი..ასე რომ ჭკუას ნუ ასწავლით, ის ჯერ ნაკრებს ჭირდება
giorgi1984
19 მარტი 2016 14:54
0
როგორც ვატყობ ჟურნალისტებს ლუბიმჩიკები გყავთ ქართულ სპორტში,კიდევ ვათამაშოთ 10 წელი და იქნებ ხუთეულსაც მიუახლოვდეს. ჩემი აზრით მეკო სუსტი წერტილია ჩვენი ნაკრების. მადლობა მეკოს ნაკრებში გაწეული შრომისთვის დროა, მის პოზიციაზე ახალგაზრდები დავაწინაუროთ!!!
torino
18 მარტი 2016 11:24
0
მეც თქვენს დღეში ვარ; ძაან დებილური სტატისტიკა დადეს,აგრამ ჩემი ვარაუდით 800 ქულა ათეულსი იოლად შევა
მერაბი გ.
17 მარტი 2016 16:13
0
და რატომ ამოჭერით ჩემი კომენტარიდან ბოლო ნაწილი, მწარე იყო სიმართლე???
gia
17 მარტი 2016 15:50
0
ავტორო, ხელში რომ ჩაგივარდა იმ სიაში ათეულის სხვა წევრები არ წერია?
nikata
17 მარტი 2016 15:48
0
რა ოგარა, ოჰარად უნდა გამოთქვა, ბარემ ღრუსულ ენაზე დაგეწერა.
giga
17 მარტი 2016 15:00
0
სტატიის სათაურია - "რეკორდი: მერაბ კვირიკაშვილი მსოფლიო ათეულს უახლოვდება".
და ამ დროს ნახსენებიც არაა რამდენით ჩამორჩება მეათე ადგილს და ვინაა მეათეზე!!!!!
მესამე ადგილი რაში მაინტერესებს, თუ მეათეს ვუმიზნებთ?? ....
gia
17 მარტი 2016 14:08
0
კარტერს არ დაუნებებია... თუ სანაკრებო კარიერას გულისხმობდით შეასწორეთ. ხალხს შეცდომაში შეიყვანთ ასე
giorgi
17 მარტი 2016 14:04
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული