"ბორჯღალოსნები": ეს შანსია, ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ჩვენც შეგვიძლია!

AutoSharing Option
დღეს, 18 მარტს, ევროპის ერთა თასის ბოლო ტურის მატჩის წინა დღეს, რომელშიც ერთმანეთს საქართველოს და რუმინეთის ეროვნული ნაკრებები დაუპირისპირდებიან, გუნდების მთავარმა მწვრთნელებმა და კაპიტნებმა პრესკონფერენცია გამართეს.

"დინამო არენის" მედიადარბაზში "ბორჯღალოსნების" მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა და გუნდის კაპიტანმა შალვა სუთიაშვილმა ისაუბრეს. პრესკონფერენციას ესწრებოდნენ რუმინელთა მწვრთნელი და კაპიტანიც.

შეგახსენებთ, რომ ხვალ, 19 მარტს, საქართველო-რუმინეთის მატჩი "დინამო არენაზე" 17:00 საათზე დაიწყება, თამაშზე დასასწრები მატჩის ბილეთების ფასი კი 3-5 ლარს შეადგენს.

მილტონ ჰეიგი:
"რუმინეთთან სეზონის
უმნიშვნელოვანესი და ყველაზე რთული მატჩი გველის. ამით, რა თქმა უნდა, ახალს არაფერს ვამბობ.

ამ 4 წლის მანძილზე რუმინელთა თამაშის ხარისხი გაუმჯობესდა. მათი ძლიერი მხარე შერკინებაა, მაგრამ რამდენიმე კარგი უკანახაზელიც ჰყავთ დამატებული. ამასთან, ვეთამაშებით ტურნირზე სიძლიერით მეორე გუნდს, რომელიც ჩვენთან ერთად მონაწილეობდა მსოფლიოს ჩემპიონატზე. ასე რომ, წინ რთული მატჩი გველის!

რაც შეეხება ჩვენს ბიჭებს, როცა ეროვნულ სტადიონზე სავსე ტრიბუნის წინ თამაშობენ და ზურგს საკუთარი კედლები უმაგრებთ, განსაკუთრებული მუხტი და მოტივაცია აქვთ".

შალვა სუთიაშვილი:
"ამ ტურნირის დასაწყისში ვთქვი, რომ ჩვენ და გულშემატკივარი ერთად უნდა განვვითარდეთ. ხვალინდელი თამაში შანსია, ვაჩვენოთ მსოფლიოს, რომ ჩვენც შეგვიძლია სტადიონი გავავსოთ, კარგად ვითამაშოთ და დიდი იმედი მაქვს, რომ ასეც იქნება.

სანახაობრივად კარგი თამაში უნდა გამოდგეს, რადგან ორივე გუნდი გახსნილ თამაშს აპირებს და გულშემატკივარი აუცილებლად დიდ სიამოვნებას მიიღებს".

რუმინელების თქმით კი, თუ საქართველო უკვე გასულია მსოფლიოს ჩემპიონატზე, მათ ეს გზა ჯერ კიდევ გასავლელი აქვთ და ამ ტურნირს სწორედ საამისოდ განიხილავენ. ახალი გუნდის მშენებლობის გამო რამდენიმე შეხვედრაში არ გამოიძახეს გამოცდილი მოთამაშეები და თავის წარმოჩენის საშუალება ახალბედებს მისცეს.

რუმინელებს "ექვს ერზეც" ჰკითხეს. მათი თქმით, "ექვს ერში" გაწევრიანების პრობლემა ამ ტურნირის საორგანიზაციო კომიტეტია, თორემ "მსოფლიო რაგბი" მათ და ქართველებსაც მხარს უჭერს.
მკითხველის კომენტარები / 11 /
რახან ქართული ფეხბურთი ჭაობშია და რაგბიში ყველაფერი კარგადაა, ეგ იმას არ ნიშნავს რო ფეხბურთი უნდა დაიკიდო, რაგბის გულშემატკივარი ვარ მარა ფეხბურთი პირველი სპოტია და ასე იქნება ყოველთვის, მარტივად გეტყვი რაც ქართულ ფეხბურთს საქართველოსთვის და ქათველი ხალხისთვის სიხარული აქ მოტანილი ყველა დანარჩენ სპორტს ერთად აღებულს არ აქვს მოტანილი... და საერთოდ რაგბის თემაში არაა მოსაწონი იმის განხილვა ფეხბურთი როგორ მდგომარეობაშია და რამდენით ფინანსდება...რო უჭირს იმიტო სჭირდება დაფინასება და არც 265 მილონია ასტრონომიული თანხა 4 წელზე ...
levans
19 მარტი 2016 06:31
0
რა ფეხბურთი რის ფეხბურთი. ფეხბურთის რესურსი არ აქვს ამ ქვეყანას. ის 265 მილიონი წყალში გადაყრილი ფულია. უმაქნისი ფეხბურთელები, არაფრის მიმღწევი გუნდები და ათასი წურბელა დაინაწილებს იმ ფულს და შედეგი იქნება ნული. რაგბს კი ძალზე წაადგება ეს ფული. რაიონებში გავა და მინიმუმ 7-8 გუნდში მოვხვდებით. შეეშვით აფერისტ ფეხბურთელებს და სხვა წურბელებს და მაგ წუმპეში ფულს ნუ ყრით
დიმიტრი
19 მარტი 2016 01:36
0
რაგბი სუფთა და რაინდული თამაშია, ერს რომელსაც რუსთაველი ჰყავს, ფეხბუურთის და რაგბის შედარება ასე შეიძლება ჩამოვუყალიბოთ: იგი სხვაა, სიძვა სხვაა შუა უდევს დიდი ზღვარი. ვისაც რაგბის წესები არ ესმის, მას თამაშიც არ მოსწონს! ვაჟკაცვობასთან მენეჯმენტი რა მოსატანია.
Gio
18 მარტი 2016 20:12
0
რაგბი არა კვახი
გიო
18 მარტი 2016 19:41
0
ახალგაზრდულის რუსეთთან თამაშს თუ უყურეთ ნახავდით თუ სად ჯანდაბაშია დღეს ფეხბურთი საქართველოში
ლევანს-ს
18 მარტი 2016 19:29
0
რომელ ფეხბურთზეა მეგობრებო ლაპარაკი,ჩვენს 17 წლამდელებს რო ვუყურე გული შემიწუხდა ასეთი არასწორი ინდივიდუალური და გუნდური თამაშით გვინდა რამის მიღწევა?!სადაც პასია საჭირო იქ ბურთის თრევა,სადაც ბურთის შენარჩუნებაა საჭირო იქ უაზრო პასი,არასწორი მოძრაობა და გადაადგილება სტადიონზე,სისწრაფე 0 შემოქმედება და იმპროვიზაცია 0, რაღა ფეხბურთია ეს ?! ამას გულისტკივილით ვსაუბრბ გულღრძო და დაუნახავი რო არ მიწოდონ ! აგერ ჩვენმა რაგბისტებმა დღს კი ძალიან გამახარეს და რუმინეთს მოუგეს დიდი ანგარიშით!გაუმარჯოთ მათ!
ლევანი
18 მარტი 2016 19:19
0
ჯერ ერთი მეგობარო უცხო ადამიანთან დიალოგი ისწავლე მითუმეტეს ინტერნეტ სივრცეში,მეორე ჯერ ისეთი მენეჯმენტი მოვიდეს ფეხბურთში როგორიც რაგბს ჰყავს,საქმე აკეთონ და მერე 265 კი არა 500 მილიონიც არ დამენანება არც ფეხბურთისთვის და არც ნებისმიერი სხვა სპორტისთვის!მე ფეხბურთი უფრო მეტად მიყვარს მაგრამ რეალობა ასეთია ჩემი აზრით, რომ დღეს რაგბს უფრო ჭირდება თანადგომა! ზრდილობა უპირველეს ყოლისა და ერთმანეთის პატივისცემა ვიქონიოთ პირველ რიგში !!!
ლევანს
18 მარტი 2016 19:10
0
ვეთანხმები fan-ს! საერთოდ დღეს მსოფლიო ფეხბურთი არის ბინძური ფულის ერთი დიდი წუმპე. ფეხბურთში სადღაა სპორტი, სუფთა გლადიატორების სისტემაა ჩვენს წლთაღრიცხვამდე რომის იმპერიაში რომ იყო!
არჩილ ხოფერია
18 მარტი 2016 19:04
0
ქართულ საიტებზე დადებული არც ერთი კომენტარი ისე არ მომწონებია როგორც ლევანის. საერთოდ რას დაფოფინებთ ამ ფეხბურთს, ქართული ფეხბურთი უკვე დიდ ხნის მკვდარია. (გარდაიცვალა 1983 წელს). და საერთოდ დღეს მსოფლიო ფეხბურთი არის ბინძური ფულის ერთი დიდი წუმპე. რაგბი ქართველების თამაშია
fan
18 მარტი 2016 18:49
0
მოდი რა თუ რაგბი გიყვარს უქომაგე და შეეშვი ფეხბურთის კბენას!ფეხბურთელებსაც ეკუთვნით მხარდაჭერა განსაკუთრებით ახალგაზრდებს და ეს პროგრამა შეუწყობს ხელს განვითარებას.რატომ უპირისპირებ რაგბს და ფეხბურთს ერთამანეთს?მემისიც არ მომწონს შენნაირი გულღრძოები რომ არსებობენ,აკკრძალო ამ ქვეყანაში და გადაგაშენო?
ლევანს
18 მარტი 2016 18:32
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული