"ბორჯღალოსნები" ნოემბერში 2 ტესტ-მატჩს სამშობლოში გამართავენ

AutoSharing Option
დღეს, 24 მარტს, სტადიონ "შევარდენის" მედიაცენტრში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე უძღვებოდა.

შეკრებაზე განხილული თემებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გახლდათ "ბორჯღალოსანთა" ნოემბრის ტესტ-მატჩები.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბერში ორ ტესტ-მატჩს ჩაატარებს და ორივეში მასპინძლის სტატუსი ექნება. ერთ-ერთი მეტოქე იაპონიის ნაკრები იქნება, რომელიც დედაქალაქს 12 ნოემბერს ესტუმრება. 18-ში "ბორჯღალოსნები" სამოას უმასპინძლებენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ 26 ნოემბერს "ბორჯღალოსნები" შოტლანდიას სტუმრად დაუპირისპირდებიან, მანამდე კი, 11 ივნისს, სამოას შეხვდებიან, 18-ში ტონგას, 25-ში კი ფიჯის ეთამაშებიან.
მკითხველის კომენტარები / 9 /
1. ალბათ ყველა დამეთანხმება, რომ ამ ექვსი თამაშიდან, ყველაზე მნიშვნელოვანი შოტლანდიასთან გვაქვს. რომელიმე ექვსი ერელის დამარცხება უსერიოზულესი არგუმენტი იქნებოდა ბობოლებისათვის. ამ კუთხიდან თუ შევხედავთ, ხომ არ აჯობებდა, რომ შოტლანდიასთან ნოემბერში პირველი და არა მესამე შეხვედრა გვქონოდა? ხომ შეიძლება, ვინმე დაგვიზიანდეს წინა ორ თამაშში?

2. ერთი რამ, რაც არ გამეხარდა, ის გახლავთ, რომ არც ერთი ექვსი ერელი არ ჩამოდის თბილისში სათამაშოდ. როგორ ვქნათ, რომ რომელიმე აქ ჩამოვაცუნცულოთ?
ნოდარი
16:34 24-03-2016
0
ბოლო მეტოქეები იმიტომ არიან მნიშვნელოვან-ძლიერები რომ ფორმაში შესვლა მოასწრონ და შეთამაშება
achi
19:37 24-03-2016
0

სიახლეები პოპულარული