"ბორჯღალოსნები" ნოემბერში 2 ტესტ-მატჩს სამშობლოში გამართავენ

AutoSharing Option
დღეს, 24 მარტს, სტადიონ "შევარდენის" მედიაცენტრში პრესკონფერენცია გაიმართა, რომელსაც რაგბის კავშირის პრეზიდენტი გოჩა სვანიძე უძღვებოდა.

შეკრებაზე განხილული თემებიდან ერთ-ერთი უმნიშვნელოვანესი გახლდათ "ბორჯღალოსანთა" ნოემბრის ტესტ-მატჩები.

საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბერში ორ ტესტ-მატჩს ჩაატარებს და ორივეში მასპინძლის სტატუსი ექნება. ერთ-ერთი მეტოქე იაპონიის ნაკრები იქნება, რომელიც დედაქალაქს 12 ნოემბერს ესტუმრება. 18-ში "ბორჯღალოსნები" სამოას უმასპინძლებენ.

აქვე შეგახსენებთ, რომ 26 ნოემბერს "ბორჯღალოსნები" შოტლანდიას სტუმრად დაუპირისპირდებიან, მანამდე კი, 11 ივნისს, სამოას შეხვდებიან, 18-ში ტონგას, 25-ში კი ფიჯის ეთამაშებიან.
მკითხველის კომენტარები / 9 /
მაგარი ჯახები გველის, შესანიშნავი ტესტებია ეს კი მსოფლიო რაგბის მიერ ჩვენი აღიარებაა. ყველა მეტოქე ლამის ერთმანეთის ტოლ სწორია. თბილისში დიდი შანსი გვაქვს ყველა დავამარცხოთ. თამაშები თუ დინამო არენაზე გაიმართა უნდა ვიყოჩაღოთ და შევავსოთ სტადიონი. ერთ რამეზე მწყდება გული რომ საქართველოს სხვა ქალაქებში ვერ ვიხილავთ ამ შესანიშნავ თამაშებს, ქუთაისს ინფრასტრუქტურა არ აქვს, ბათუმს სტადიონი... აი ზაფხული კი ცხელი იქნება მეგობრებო ფიჯი წაგვაქცევინა... ერთი მატჩიც თუ მოვიგეთ ზაფხულში მაგარი შედეგი იქნება, აი შემოდგომაზე კი ორივე უნდა დავაწვინოთ!!!
მდა
11:00 28-03-2016
0
ყველა გუნდი ჩვენზე ძლიერია. თუნდაც ნახევარი თავით გვჯობნიან, ზოგიერთი ერთი თავითაც გვჯობს. ეს ძალიან, ძალიან მაგარი რამეა. მადლობა ყველა იმ ადამიანს ვინც ეს ტესტები მოუპოვა საქართველოს. ცხადია დიიდი მადლობა ჩვენს ლომკაცებს, ჩვენს მორაგბეებს! მათ ეს თამაშები თავიანთი თამაშით, ჯიგრით, კაიკაცობით და თავდადებით მოიპოვეს.
ეხლა რაცშეეხება შედეგს. თუნდაც ყველა თამაში წავაგოთ, ეს სამარცხვინო არიქნება. თუ ორ თამაშს მოვიგებთ ეს კარგი შედეგია. სამი თამაშის მოგება მაგარი შედეგია. ბიჭები პროგრესირებენ და მჯერა 2019- ი წლის მსოფლიო ჩენპიონატის შემდეგ აუცილებლად დაიკავებენ კუთვნილ ადგილს სარაგბო ელიტაში!
kofee11
21:36 24-03-2016
0

სიახლეები პოპულარული