"ბორჯღალოსნები" ესპანელ "ლომებს" სახეცვლილი შემადგენლობით დახვდებიან

AutoSharing Option
ერთა თასის გათამაშებაში საქართველოს ნაკრების მომდევნო მეტოქე, ესპანეთის ეროვნული გუნდი მზადებას შეუდგა. "ლომების" ფრანგმა თავკაცმა რეჟის სონემ 24 მორაგბეს უხმო. მას პირველ ტურში, შინ რუსეთის ნაკრებთან მარცხის შემდეგ, გუნდის შემადგენლობაში ცვლილებები არ განუხორციელებია. ამდენად უნდა ვივარაუდოთ, რომ სწორედ ეს ოცდაოთხეულია ესპანელთა ძირითადი ბირთვი და, მინუმუმ, უახლოეს ორ წელიწადს მათთან მოგვიწევს ჭიდილი.

წლეულს ესპანეთის ნაკრები საგრძნობლად სახეცვლილი გუნდია. ფრანგმა მწვრთნელმა გასაძლიერებლად ათ ფრანგ, ოთხ არგენტინელ, თითო-თითო იტალიელ, ინგლისელ და ქართველ მორაგბეს უხმო. რამდენად წაადგება ასეთი პოლიტიკა ესპანური რაგბის განვითარებას, ძნელი სათქმელია.
იბერიელები ამ ნაბიჯის გადადგმისგან თავს დიდი ხნის მანძილზე იკავებდნენ. როგორც ჩანს, სხვა გამოსავალი ვერაფერი ნახეს და იტალიის მაგალითს მიბაძეს.

"გაძლიერებულმა" ესპანელთა ნაკრებმა პირველი მატჩი, როგორც უკვე ვთქვით, რუსეთის ნაკრებთან წააგო. მეორე ტაიმის დასაწყისისთვის ჩვენი ჩრდილოელი მეზობლები 22:3-ს იგებდნენ. მასპინძლებმა ხელი მხოლოდ ამის შემდეგღა გამოიღეს, მათ სამი ლელო გაიტანეს, თუმცა მატჩის გადარჩენა ვეღარ შეძლეს - 24:28.

საქართველოს ნაკრები ესპანელ "ლომებს" ასევე საგრძნობლად სახეცვლილი დაუხვდება. პირინეელებთან არ ითამაშებენ შერკინების პირველი ხაზის ძირითადი მოთამაშეები: დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), აქვსენტი გიორგაძე (კასტრი) და დავით ხინჩაგიშვილი (ბრივი). მათ ადგილს შედარებით ახალგაზრდა, მაგრამ უკვე საკმაოდ გამოცდილი მოთამაშეები დაიკავებენ, ვასილ კაკოვინი (ბრივი), ანტონ ფეიქრიშვილი (კასტრი) და ბექა შეყლაშვილი (აჟენი) საფრანეგთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში რეგულარულად თამაშობენ.

დანაკლისია ტრავმირებული ბესო უდესიანი. მის ნაცვლად რიჩი დიქსონმა რუმინული "ფარულის" მესამეხაზელი ლაშა თავართქილაძე იხმო. ნაკრებს დაემატა ასევე მეორეხაზელი ილია ზედგინიძეც.

შეგახსენებთ, რომ შარშან საქართველოს ნაკრებმა ესპანეთის ეროვნული გუნდი თბილისში 17:9 დაამარცხა. 2009 წელს კი მადრიდში, ურთიერთშეხვედრებში სარეკორდო ანგარიშით 55:11 მოუგო.

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: ანტონ ფეიქრიშვილი (კასტრი), ვასილ კაკოვინი (ბრივი), ბექა შეყლაშვილი (აჟენი), ირაკლი ნატრიაშვილი (სტიაუა), ჯაბა ბრეგვაძე (ვისოლი/ყოჩები).
მეორე ხაზი: ლევან დათუნაშვილი (ფიჟაკი), შალვა სუთიაშვილი (მასი), ვახტანგ მაისურაძე (სენ ნაზერი), ილია ზედგინიძე (სენ რაფაელი)
მესამე ხაზი: გია ლაბაძე (ლა სეინი), გიორგი ჩხაიძე (მონპელიე), ლაშა თავართქილაძე (ფარული), ზივიად მაისურაძე (ლოკომოტივი).
#9: ბიძინა სამხარაძე (სტიაუა), ირაკლი აბუსერიძე (ოსერი).
#10: ლაშა მალაღურაძე (ბეზიე), მერაბ კვირიკაშვილი (ფიჟაკი)
#12-13: დავით კაჭარავა (ნიცა), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), ირაკლი გიორგაძე (ლავორი).
#11-14: ლექსო გუგავა (ლელო), ირაკლი მაჩხანელი (მაკონი), ბექა ურჯუკაშვილი (ფიჟაკი), ირაკლი ჩხიკვაძე (აია)
#15: ბესიკ ხამაშურიძე (აია).

ესპანეთის ნაკრები
მარტინ ერედია (კოსტა დელ სოლ), იგნასიო გუტიერესი, დიეგო ალვარესი (ენტრეპინარესი), სანტიაგო ფერნანდესი (ალკობენდასი), მარტინ ასენა, მეთიუ კუკი, როდრიგო მარტინესი (სამივე -ლა ვილა), მატიას ტუდელა (ორდისია), ფდერიკო ნეგრილო (ბისკაია), უნაი ლასა (ბერა ბერა), გაუტიერ გიბუინი (ბორდო), სერხიო სევილია (კლერმონო), ხესუს რეკუერდა, ხუან კანო (ორივე -ლილი), სივაინ ანტეკუერა, დავით გურგენაძე (ორივე-ორტეზი), ადრიენ აიესტარანი, ანდონი ხორახურია (ორივე-ბიარიცი), მარტინ აუსკუი (დაქსი), ბენატ აუსკუი (ტიროსი), მატიო ამორო (ბეზიე), მატიო როსა (ორიაკი), ხესუს მორენო (ლიდსი), პიერ ბელსუნი (კოლომიე).

ერთა თასი
II ტური, 12 თებერვალი
საქართველო-ესპანეთი, რუსეთი-პორტუგალია, უკრაინა-რუმინეთი

III ტური, 26 თბერევალი
პორტუგალია-საქართველო, რუმინეთი-რუსეთი, ესპანეთი-უკრაინა

IV ტური, 12 მარტი
საქართველო-რუმინეთი, ესპანეთი-პორტუგალია, უკრაინა-რუსეთი

V ტური, 19 მარტი
რუსეთი-საქართველო, რუმინეთი-ესპანეთი, პორტუგალია-უკრაინა.


სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 1 1 0 0 +59 5
2. პორტუგალია 1 1 0 0 +7 4
3. რუსეთი 1 1 0 0 +4 4
4. ესპანეთი 1 0 0 1 -4 1
5. რუმინეთი 1 0 0 1 -7 1
6. უკრაინა 1 0 0 1 -59 0.







.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული