მართალია, ბოლო წლებია (განსაკუთრებით, 2015 წლის მსოფლიოს თასის შემდეგ) ამის აუცილებლობაზე ბევრი სპეციალისტი ლაპარაკობს, მაგრამ აქამდე "ექვსი ერის" მესვეურთა პოზიცია იყო ხისტი - სისტემა არ შეიცვლება!
გაზეთის თანახმად, სისტემის ამუშავება საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელი კარგი თამაშისა და იტალიელთა არცთუ დამაჯერებელი გამოსვლის გამო შეიძლება მოხდეს.
რა თქმა უნდა, ეს "ექვსი ერის" მთლიანი სტრუქტურის რადიკალურ ცვლილებას
ჯეკსონის ინფორმაციით, ორგანიზატორები განიხილავენ ტურნირში ქულათა დარიცხვის სისტემის შეცვლასაც, ბონუს ქულების შემოღებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, მთავარი სიახლე გავარდნა-შემოსვლის სისტემის ამუშავება იქნება.
ჯეკსონს წყარო ატყობინებს, რომ "ექვსი ერის" მონაწილე ქვეყნებიდან უელსი და შოტლანდია ძირეული ცვლილებების მომხრენი არიან.
"მთავარი საკითხი სტატუს-კვოს შეცვლაა. ახლა, როგორც იქნა, ორგანიზატორები აპირებენ, ყურადღება მიაქციონ საუკეთესო სარაგბო ქვეყნებს "ექვსი ერის" გარეთ, მიეცეთ მათ შანსი, მიიღონ ტურნირში მონაწილეობა", - განუცხადა ინკოგნიტო წყარომ გამოცემას.