სენსაციური ინფორმაცია: "ექვსმა ერმა" სისტემის შეცვლაზე მუშაობა დაიწყო!

AutoSharing Option
ბრიტანული The Rugby Paper-ის მიმომხილველი პიტერ ჯეკსონი სენსაციურ ინფორმაციას ავრცელებს, რომლის თანახმადაც, "ექვსი ერის" ორგანიზაციამ დაიწყო მუშაობა "ექვსი ერის" ტურნირსა და ერთა თასს შორის გავარდნა-შემოსვლის სისტემის შემუშავებაზე.

მართალია, ბოლო წლებია (განსაკუთრებით, 2015 წლის მსოფლიოს თასის შემდეგ) ამის აუცილებლობაზე ბევრი სპეციალისტი ლაპარაკობს, მაგრამ აქამდე "ექვსი ერის" მესვეურთა პოზიცია იყო ხისტი - სისტემა არ შეიცვლება!

გაზეთის თანახმად, სისტემის ამუშავება საქართველოს ნაკრების ბოლოდროინდელი კარგი თამაშისა და იტალიელთა არცთუ დამაჯერებელი გამოსვლის გამო შეიძლება მოხდეს.

რა თქმა უნდა, ეს "ექვსი ერის" მთლიანი სტრუქტურის რადიკალურ ცვლილებას
გამოიწვევს. სხვათა შორის, "მსოფლიო რაგბის" ახალმა შეფმა ბილ ბიმონტმა "ექვს ერს" უკვე ურჩია ტურნირის თებერვლიდან აპრილში გადმოტანა.

ჯეკსონის ინფორმაციით, ორგანიზატორები განიხილავენ ტურნირში ქულათა დარიცხვის სისტემის შეცვლასაც, ბონუს ქულების შემოღებას, მაგრამ, რა თქმა უნდა, მთავარი სიახლე გავარდნა-შემოსვლის სისტემის ამუშავება იქნება.

ჯეკსონს წყარო ატყობინებს, რომ "ექვსი ერის" მონაწილე ქვეყნებიდან უელსი და შოტლანდია ძირეული ცვლილებების მომხრენი არიან.

"მთავარი საკითხი სტატუს-კვოს შეცვლაა. ახლა, როგორც იქნა, ორგანიზატორები აპირებენ, ყურადღება მიაქციონ საუკეთესო სარაგბო ქვეყნებს "ექვსი ერის" გარეთ, მიეცეთ მათ შანსი, მიიღონ ტურნირში მონაწილეობა", - განუცხადა ინკოგნიტო წყარომ გამოცემას.
მკითხველის კომენტარები / 13 /
წინ ძალიან საინტერესო მოვლენები გველის დაველოდოთ.
gia
22 ივნისი 2016 15:07
0
პირველ წელს ნუ გააგდებენ ნურავის და მეშვიდე წევრად მიგვიღონ.შემდეგ კი ჩვეულებრივ,ბოლო ადგილზე გასულს ორმატჩიანი გადათამაშება ქონდეს ერთა თასის გამარჯვებულთან...
dima
30 მაისი 2016 14:51
0
ძალიან კარგია, იტალიას ახლა თუ ვერ მოვუგებთ მომავალში მოტივაციაც მეტი გვექნება და იძულებული ვიქნებით ისე მოვემზადოთ, რომ მოვუგოთ. მე მჯერა ჩვენი ბიჭების ჩვენ აუცილებლად მივაღწევთ
გია
27 მაისი 2016 15:18
0
ისე მე უფრო 6 ერის ნაცვლად 8 ერი გაეხადათ და ისე ეთამაშად. ან 2 ქვეჯგუფი 4 4 ჯგუფიანი
misha
25 მაისი 2016 21:48
0
ტარიელ თუ არ შეგვაჯობრეს როგორ გავიგოთ, სტატისტიკით? თუ მაგით ხელმძღვანელობ, რეიტინგში იტალიაზე წინ ვართ. არ გინდათ ამ ბოლო დროს მოდაში შემოსული ანტიქართველობა... მე მჯერა ჩვენი ბიჭების, თუ ერთ წელიწადს ვერა, მეორე წელიწადს აღვზევდებით, მაგრამ ამის შანსი უნდა გვქონდეს
ქუთათური
23 მაისი 2016 18:38
0
ეგრე რა თქვე კაი ხალხო, მოგვეცით ჩვენც შანსი, მითუმეტეს რომ კარგა ხანია დავიმსახურეთ. 6 ერში ბოლო ადგილზე გასულმა ჩვენთან პაექრობაში გაარკვიოს ღირსია თუ არა 6 ერის. თუ ჩვენ მათზე ძლიერები აღმოვჩნდებით ე.ი. მათ ჩვენი ადგილი უჭირავთ და რატომ არ უნდა დაქვეითდნენ თუნდაც ბელგიასთან და პორტუგალიასთან სათამაშოდ? მოემზადონ უკეთ და მეორე წელს ისევ შეეძლებათ აღზევება. ეგ იქნება სამართლიანობა და არა ის, რომ ყველას ადგილი აქვს დაბევებული და მშვიდად არიან
ქუთათური
23 მაისი 2016 18:36
0
დღეს იტალიას მოვუგებთ ?
ტარიელი
21 მაისი 2016 21:48
0
ძია ლენინი მომკვდარა,არ მჯერა,არა,არაო!
mezgapre
19 მაისი 2016 18:09
0
თუ უნდათ სპორტული წინსვლა ან მინიმუმ ფორმის შენარჩუნება, ვინც გავარდება ის უნდა გავარდეს, თორემ სამხრეთ ნახევარსფერო, მართლა ჯობს ბევრად ახლა ჩრდილოეთს. ყველაზე სწორი და შედეგიანი გზა განვითარებისთვის, ჯანსაღი კონკურენციაა
zura
19 მაისი 2016 13:13
0
... და ნატომ რაო?
X
19 მაისი 2016 12:01
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული