"ბორჯღალოსნებმა" ფიჯისთან სტუმრად ისტორიული გამარჯვება იზეიმეს [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ოკეანიის ტურნე ისტორიული გამარჯვებით დაასრულა - "ბორჯღალოსნებმა" ივნისის ტესტების ბოლო, მესამე მატჩში სტუმრად ფიჯის ნაკრები ანგარიშით 14:3 დაამარცხეს და მსოფლიო რეიტინგში მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვეს.

24 ივნისს, სუვაში, თბილისის დროით დილით გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი თანაბარი გამოვიდა და ფრედ, 3:3 დასრულდა. ჩვენგან საჯარიმო მერაბ კვირიკაშვილმა გაიტანა.

შესვენების შემდეგ "ბორჯღალოსნებმა" პირველივე შეტევა ლელოთი დააგვირგვინეს - ბურთი ფიჯელთა ჩათვლის მოედანში ლაშა ხმალაძემ დადო. "მეკომ" ვერ გარდასახა.
იხილეთ ვიდეო: ლაშა ხმალაძის ლელო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

დარჩენილ დროში ფიჯელებმა სტარტზე მოპოვებულ 3
ქულას ვერაფერი შემატეს, კვირიკაშვილმა კი ორჯერ გაიტანა საჯარიმო და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 14:3.
იხილეთ ვიდეო: ფიჯი-საქართველო 3:14
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ოკეანიის ტურნეში მანამდე ორი ტესტი გამართა - სამოასთან ფრედ, 19:19 ითამაშა, ტონგას კი ანგარიშით 23:20 სძლია.

სამოა-საქართველო 19:19 - ფრე კუნძულებზე [VIDEO]
ტონგა-საქართველო 20:23 - ზღვა სიხარული ოკეანეში [VIDEO]

საქართველოს და ფიჯის ნაკრებები ისტორიაში მეორედ ეთამაშნენ ერთმანეთს - პირველად გუნდები 2012 წლის ნოემბრის ტესტებზე თბილისში დაუპირისპირდნენ და მაშინ ფიჯელებმა ანგარიშით 24:19 გაიმარჯვეს.

საქართველოს ნაკრები:
15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. გიორგი ფრუიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. თამაზ მჭედლიძე, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე, 1. კარლენ ასეიშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ირაკლი მირცხულავა, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ბექა ბიწაძე.
მარქაფა:
16. შალვა მამუკაშვილი, 17. ზურაბ ჟვანია, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. ლაშა ლომიძე, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. საბა შუბითიძე.

იხილეთ სტატიის ინგლისურენოვანი ვერსია
მკითხველის კომენტარები / 99 /
Gaixaret bichebo, es aris xalxi romelta cyalobitac gvaqvs sashualeba chveni qveynit viamayot,icit aq vinmem ra grdznobaa roca uxcoeltan ertad uyureb tamashs da am patara qveynis shvils yvelaze didi ro ggonia tavi, es sascaulia xalxo
Irakli 88
24 ივნისი 2016 11:00
0
საამაყო ხალხი ნეტა ესეთები ვიყოთ ყველა სფეროში.
irakli
24 ივნისი 2016 10:56
0
წყნარი ოკეანის კუნძულები ხომ მივჯირყნეთ?! ახლა ბრიტანეთის კუნძულებამდე სხვა კუნძული დაგვჩა რამე?
ნოდარი
24 ივნისი 2016 10:54
0
გენაცვალეთ
რეზო
24 ივნისი 2016 10:52
0
ბევრ რაგბის მამას დაფიქრება მოუწევს, ნამდვილად შეგვწევს ძალა იტალიას და შოტლანდიას ტოლისწორ ვეთამაშოთ. ყველაზე მაგარი ამ ტურნეში გარდა მოგებისა ის იყო რომ თამაშიდან თამაშამდე უმატებდით და წინა თამაშის შეცდომებს ვასწორებდით. იოლი საქმე არ არის ფიჯის ლელო არ დაადებინო და ფაქტიურად შეტევის საშუალებაც არ მიცე. მჯერა რომ ესეთი მაღალ დონეზე რეგულარული თამაშები და უახლოეს მომავალში ტოტ5-ში გარანტირებული ადგილი გვექნება. გაიხარეთ და მადლობა ბიჭებს რომ დღე ესე კარგ ხასიათზე დაგვაწყებინა
გიო
24 ივნისი 2016 10:49
0
შეანგრიეს ნამდვილად 6 ერის კარები, ეხლა ერთი გზა დარჩენიათ ან უნდა ხელი ჩამოგვართვან და ანაც სირაქლემას პოზა დაიკავონ და თავი მიწაში ჩარგონ ვითომ არაფერი...მაგრამ უკანალი ნამდვილად ზევით დარჩებათ აბზეკილი.......)))))))))))
მებრძოლი ლაზი
24 ივნისი 2016 10:48
0
ჩვენს მორაგბეებს გაუმარ-ჯოს! ბ-ნ მილტონ ჰეიგს გაუმარ-ჯოს! სრულიად საქართველოს სარაგბო თემს გაუმარ-ჯოს! ჯოს! ჯოს!
qomagi
24 ივნისი 2016 10:46
0
დიდი ხანია უკვე ვითხოვ მელიტონას დაჯილდოვებას საქართველოს მიმართ დამსახურებისთვის!!
HOHO!! RAIA ES?!
24 ივნისი 2016 10:46
0
ჯიგრები ხართ ბიჯებო მადლობას გიხდით
gio
24 ივნისი 2016 10:45
0
აწი ჩვენ არ ვიკადრებთ იტალიასთან თამაშს :D
giga
24 ივნისი 2016 10:44
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული