"ბორჯღალოსნებმა" ფიჯისთან სტუმრად ისტორიული გამარჯვება იზეიმეს [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ოკეანიის ტურნე ისტორიული გამარჯვებით დაასრულა - "ბორჯღალოსნებმა" ივნისის ტესტების ბოლო, მესამე მატჩში სტუმრად ფიჯის ნაკრები ანგარიშით 14:3 დაამარცხეს და მსოფლიო რეიტინგში მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვეს.

24 ივნისს, სუვაში, თბილისის დროით დილით გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი თანაბარი გამოვიდა და ფრედ, 3:3 დასრულდა. ჩვენგან საჯარიმო მერაბ კვირიკაშვილმა გაიტანა.

შესვენების შემდეგ "ბორჯღალოსნებმა" პირველივე შეტევა ლელოთი დააგვირგვინეს - ბურთი ფიჯელთა ჩათვლის მოედანში ლაშა ხმალაძემ დადო. "მეკომ" ვერ გარდასახა.
იხილეთ ვიდეო: ლაშა ხმალაძის ლელო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

დარჩენილ დროში ფიჯელებმა სტარტზე მოპოვებულ 3
ქულას ვერაფერი შემატეს, კვირიკაშვილმა კი ორჯერ გაიტანა საჯარიმო და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 14:3.
იხილეთ ვიდეო: ფიჯი-საქართველო 3:14
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ოკეანიის ტურნეში მანამდე ორი ტესტი გამართა - სამოასთან ფრედ, 19:19 ითამაშა, ტონგას კი ანგარიშით 23:20 სძლია.

სამოა-საქართველო 19:19 - ფრე კუნძულებზე [VIDEO]
ტონგა-საქართველო 20:23 - ზღვა სიხარული ოკეანეში [VIDEO]

საქართველოს და ფიჯის ნაკრებები ისტორიაში მეორედ ეთამაშნენ ერთმანეთს - პირველად გუნდები 2012 წლის ნოემბრის ტესტებზე თბილისში დაუპირისპირდნენ და მაშინ ფიჯელებმა ანგარიშით 24:19 გაიმარჯვეს.

საქართველოს ნაკრები:
15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. გიორგი ფრუიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. თამაზ მჭედლიძე, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე, 1. კარლენ ასეიშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ირაკლი მირცხულავა, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ბექა ბიწაძე.
მარქაფა:
16. შალვა მამუკაშვილი, 17. ზურაბ ჟვანია, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. ლაშა ლომიძე, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. საბა შუბითიძე.

იხილეთ სტატიის ინგლისურენოვანი ვერსია
მკითხველის კომენტარები / 99 /
იტალიას სულ სპაგეტები თუ არ აყრევინეს ჩვენმა ლომებმა აგერ ნახავთ, თქვენი ჭირიმე ლომებო თქვენი:-)
mister
24 ივნისი 2016 10:13
0
მადლობა ყველაფრისათვის...
თავს გიხრით...
გაიხარეთ....
ზაზა
24 ივნისი 2016 10:12
0
ეს ბიჭები ნამდვილი ქართველი ერის განახიერებაა.
გიგა
24 ივნისი 2016 10:06
0
მაგარი იყო მაგრად გამიხარდა სულ წარმატებები გვქონდეს ოქროს თაობაა და უკეთესები მოდიან კიდე. ისე ვოლავოლა ჩვენკენ იყო მგონი :D
me
24 ივნისი 2016 10:02
0
ნარიაშვილი, ქუბრიაშვილი, ჩილაჩავა, მიქაუტაძე, გორგოძე, კოლელიშვილი, ლობჟანიძე, თოდუა. ნახევარ გუნდზე მეტი გვეკლდა, თან კვირიკაშვილს თამაში არ წაუვიდა. წარმოგიდგენიათ რა პოტენციის გუნდი გვყავს!
აჯიმე
24 ივნისი 2016 10:00
0
გილოცავთ ყველას ამ დიდ გამარჯვებას!როგორ ამაგლდა ჩვენების კლასი,რაგაც 10ცლის წინ ამას ვინ წარმოიდგენდა,განვიტარების ტემპი არ უნდა შეჩერდეს
ალეკსანდრე
24 ივნისი 2016 10:00
0
ამაყი ვარ თქვენით ბიჭებო! იცოცხლეთ!!!
ზვიადი
24 ივნისი 2016 09:58
0
მასპინძლის პატივისცემა სულ დავკარგეთ)))
z
24 ივნისი 2016 09:49
0
მართლა მაგარი კაცები ხართ ბიჭებო, საქართველოში რაგბი ნომერ პირველი სპორტია. გილოცავთ გაიხარეთ ეს ერთი და სხვა მრავალი.
otari
24 ივნისი 2016 09:47
0
შემდეგი გაჩერება იტალია. შემდეგ შოტლანდია, ირლანდია, უელსი, მალე არგენტინაც და მივუკაკუნებთ იმ დიდ გუნდებსაც... )))
ქართველი
24 ივნისი 2016 09:47
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული