"ბორჯღალოსნებმა" ფიჯისთან სტუმრად ისტორიული გამარჯვება იზეიმეს [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ოკეანიის ტურნე ისტორიული გამარჯვებით დაასრულა - "ბორჯღალოსნებმა" ივნისის ტესტების ბოლო, მესამე მატჩში სტუმრად ფიჯის ნაკრები ანგარიშით 14:3 დაამარცხეს და მსოფლიო რეიტინგში მნიშვნელოვანი ქულები მოიპოვეს.

24 ივნისს, სუვაში, თბილისის დროით დილით გამართული შეხვედრის პირველი ტაიმი თანაბარი გამოვიდა და ფრედ, 3:3 დასრულდა. ჩვენგან საჯარიმო მერაბ კვირიკაშვილმა გაიტანა.

შესვენების შემდეგ "ბორჯღალოსნებმა" პირველივე შეტევა ლელოთი დააგვირგვინეს - ბურთი ფიჯელთა ჩათვლის მოედანში ლაშა ხმალაძემ დადო. "მეკომ" ვერ გარდასახა.
იხილეთ ვიდეო: ლაშა ხმალაძის ლელო
Sportall.Ge

იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

დარჩენილ დროში ფიჯელებმა სტარტზე მოპოვებულ 3
ქულას ვერაფერი შემატეს, კვირიკაშვილმა კი ორჯერ გაიტანა საჯარიმო და მატჩის საბოლოო ანგარიში დააფიქსირა - 14:3.
იხილეთ ვიდეო: ფიჯი-საქართველო 3:14
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ოკეანიის ტურნეში მანამდე ორი ტესტი გამართა - სამოასთან ფრედ, 19:19 ითამაშა, ტონგას კი ანგარიშით 23:20 სძლია.

სამოა-საქართველო 19:19 - ფრე კუნძულებზე [VIDEO]
ტონგა-საქართველო 20:23 - ზღვა სიხარული ოკეანეში [VIDEO]

საქართველოს და ფიჯის ნაკრებები ისტორიაში მეორედ ეთამაშნენ ერთმანეთს - პირველად გუნდები 2012 წლის ნოემბრის ტესტებზე თბილისში დაუპირისპირდნენ და მაშინ ფიჯელებმა ანგარიშით 24:19 გაიმარჯვეს.

საქართველოს ნაკრები:
15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. გიორგი ფრუიძე, 13. დავით კაჭარავა, 12. მერაბ შარიქაძე, 11. თამაზ მჭედლიძე, 10. ლაშა ხმალაძე, 9. გიორგი ბეგაძე, 1. კარლენ ასეიშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ირაკლი მირცხულავა, 4. გიორგი ჩხაიძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. შალვა სუთიაშვილი, 7. გიორგი თხილაიშვილი, 8. ბექა ბიწაძე.
მარქაფა:
16. შალვა მამუკაშვილი, 17. ზურაბ ჟვანია, 18. ნიკოლოზ ხატიაშვილი, 19. ნოდარ ჭეიშვილი, 20. ლაშა ლომიძე, 21. ვაჟა ხუციშვილი, 22. ლაშა მალაღურაძე, 23. საბა შუბითიძე.

იხილეთ სტატიის ინგლისურენოვანი ვერსია
მკითხველის კომენტარები / 99 /
ჯიგრები ხართ გაიხარეთ, წარმატებული გამოსვლა იყო ოკეანეთის ტურნირში
ლაშა- გიორგი
24 ივნისი 2016 09:45
0
გენაცვალეთ!
Lado
24 ივნისი 2016 09:45
0
სასწაული ბიჭები ხართ! გილოცავთ პირველ რიგში ქართველ მორაგბეებს და შემდეგ სრულიად საქართველოს!
jorj
24 ივნისი 2016 09:45
0
+1.66 ქულაა, თუ სკოტებმა საკურა დაამარცხეს მეთერთმეტეზე გადავდივართ.
imereli
24 ივნისი 2016 09:43
0
თქვენ გენაცვალეეეეეეეთ!!!!
Давид
24 ივნისი 2016 09:40
0
ამ ვაჟკაცებმა არა მარტო რაგბი შეაყვარეს მთელ საქართველოს. მათ საქართველოს სიყვარულის მაგალითი გვიჩვენეს და ჩვენი სამშობლოს მიმართ პატივისცემა ჩაუნერგეს სარაგბო სამყაროს!
სიმართლის მოყვარული
24 ივნისი 2016 09:38
0
გილოცავთ ყველას. როგორც იქნა ჩვენც რაღაც გვიხარია
კობა
24 ივნისი 2016 09:38
0
გამოდით იტალიელებო უნდა დაგთვალოთ)))!!!
მებრძოლი ლაზი
24 ივნისი 2016 09:34
0
გ ი ლ ო ც ა ვ თ ! გენაცვალეთ ბიჭებო.
NMN789
24 ივნისი 2016 09:33
0
გაიხარეთ ბიჭებო, ჯანმრთველები იყავით და სულ გამარჯვებით გევლოთ საქართველოს სასახელოდ. მადლობა დიდ ჰეიგს და მის შტაბს. მადლობა ფედერაციას. გაიხარეეეთ!!!
gizog
24 ივნისი 2016 09:33
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული