![](https://sportall.ge/pictures/image31/b7420496791d7f8afd713b95eeeb7149.jpg)
იაპონიის ნაკრებს დააკლდა 0,94 ქულა, ხოლო საქართველოს ნაკრებს ფიჯის დამარცხებისთვის 1,66 ქულა დაემატა. შედეგად, "ბორჯღალოსნებს" 75,23 ქულა აქვთ და მე-11 ადგილზე არიან და მცირედით ჩამორჩებიან ფიჯის, იაპონიას კი უსწრებენ.
საქართველოს ნაკრები არასოდეს ყოფილა რეიტინგში მე-11 ადგილზე, ეს ისტორიული მიღწევაა. მსოფლიო რაგბი ახალ რეიტინგს ორშაბათს გამოაქვეყნებს.