ოფიციალურად: საქართველოს მორაგბეთა ნაკრები მსოფლიოში მე-11 გუნდია

AutoSharing Option
27 ივნისს მსოფლიო რაგბის ორგანიზაციამ ახალი რეიტინგ-ლისტი გამოაქვეყნა, რომელშიც საქართველოს ნაკრები მე-11 ადგილზეა. "ბორჯღალოსნებს" 75,23 რეიტინგით ისტორიული ადგილი უკავიათ. მათ გაუსწრეს იაპონიას, ხოლო ფიჯიმ მე-10 ადგილი შეინარჩუნა.

საქართველოს ნაკრები არასოდეს ყოფილა ასე მაღლა მსოფლიო რეიტინგში.

"არც ისე ბევრ ნაკრებს შეუძლია ფიჯი ლელოს გარეშე დატოვოს. აი, საქართველომ კი ეს შეძლო და წყნარი ოკეანის ტურნე წაუგებლად დაასრულა. "ლელოებმა" ფიჯის მშობლიურ სუვაში მოუგეს - 14:3", - წერს მსოფლიო რაგბის საიტი.

ათეულში მთავარი ცვლილება საფრანგეთმა შემოგვთავაზა, რომელმაც ორი ადგილით წაიწია წინ და მე-7 ადგილზე
გადავიდა. არგენტინის ნაკრები 4 ადგილით დაქვეითდა და ბოლო 15 თვის განმავლობაში ყველაზე დაბლაა რეიტინგში - მეცხრეა.

ტოპ-20
1. ახალი ზელანდია - 96.10
2. ინგლისი - 89.49
3. ს. აფრიკა - 86.32
4. ავსტრალია - 84.43
5. უელსი - 82.49
6. ირლანდია - 81.67
7. საფრანგეთი - 80.75
8. შოტლანდია - 80.44
9. არგენტინა - 80.20
10. ფიჯი - 75.49
11. საქართველო - 75.23
12. იაპონია - 74.95
13. იტალია - 72.23
14. სამოა - 71.37
15. ტონგა - 69.47
16. რუმინეთი - 68.74
17. აშშ - 65.60
18. კანადა - 64.53
19. ურუგვაი - 63.56
20. ნამიბია - 62.28
მკითხველის კომენტარები / 9 /
აი მესმის კაცები! ძალიან კარგი იქნება მათგან თუ აიღებენ მაგალითს. მორაგბეებს უყვართ სამშობლო და ამას საქმითაც ამტკიცებენ.
maiko
28 ივნისი 2016 11:43
0
ძალიან სერიოზულად უნდა მოვემზადოთ შოტლანდიის საშემოდგომო ტესტისთვის. ვაჩვენოთ ევროპას, რომ 6 ერს ვიმსახურებთ.
Gogi
28 ივნისი 2016 11:04
0
კიდევ ბევრ გამარჯვებებს გისურვებთ ლომებო. გაგახაროთ ღმერთმა.
kaxa
28 ივნისი 2016 10:55
0
გენაცვალეტ! გვიმრავლოს ტქვენისტანები! ამინ!
successsssssss
28 ივნისი 2016 09:59
0
ვენაცვალე ამათ, გულით რომ თამაშობენ, ფეხბურთელებისგან გასხვევებით, იმიტომაც არის რომ დღითიდღე იზრდება გულშემატკივრების რაოდენობა.. ფეხბურთს კიდევ აკლდება ...
ghjgjh
28 ივნისი 2016 09:54
0
წინ და კიდევ უფრო მაღლა, მიდიიიით
David
27 ივნისი 2016 22:03
0
თვალებს არ ვუჯერებ!!! ჯიგრებო!!!
REY
27 ივნისი 2016 19:14
0
"წინ გამარჯვება გველის,\ უკან მხნეობა ჩვენი,\ ქარტველნო, ხვთის მადიდებელნო,\ უჩვენეთ, ქარტველი ერის წმიდა გენი".
davit k.
27 ივნისი 2016 17:35
0
ერთი იმას მოვესწრებოდე ფეხბუთში მეთერთმეტე კი არა 100 ქვემოთ რეიტინგში მოვხვდებოდეთ როდესმე.
xonski
27 ივნისი 2016 17:29
0

სიახლეები პოპულარული