დღის კარიკატურა: კაპიტან მილტონის მოგზაურობა

AutoSharing Option
დიდი აღმოჩენების პერიოდში წყნარი ოკეანის კუნძულებისკენ ევროპიდან უამრავი გემი დაიძრა. ზოგმა დანიშნულების ადგილამდე ვერ მიაღწია, ზოგი აბორიგენების ტყვეობაში აღმოჩნდა, ზოგი კი შინ ნადავლით დაბრუნდა.

ამ უკანასკნელთა შორისაა საქართველოს მორაგბეთა ნაკრები, რომელმაც კაპიტან მილტონ ჰეიგის ხელმძღვანელობით, ივნისის ცხელ დღეებში ოკეანეთისკენ გასცურა და სამ ქვეყანას ეწვია: სამოასთან მშვიდობიანი ურთიერთობა დაამყარა (19:19), ხოლო ტონგიდან და ფიჯიდან დიდი ნადავლით გამობრუნდა. პირველი 23:20 დაამარცხა, მეორე - 14:3.

შედეგად, საქართველოს ნაკრებმა მსოფლიოს რეიტინგში ისტორიულ სიმაღლეს მიაღწია - მე-11 ადგილამდე დაწინაურდა.

ასევე იხილეთ:
ფიჯი-საქართველო 3:14 - ჩვენს
სამშობლოს გაუმარჯოს! [VIDEO+PHOTO]

ტონგა-საქართველო 20:23 - ზღვა სიხარული ოკეანეში [VIDEO]
სამოა-საქართველო 19:19 - ფრე კუნძულებზე [VIDEO]
მკითხველის კომენტარები / 12 /
სად არის ჩემი კომენტარი
Paata
29 ივნისი 2016 19:01
0
მომისმინე გიორგი ნაღდად გეტყობა რომ რაგბის სიამში აშკარად ვერ ხარ ვინ სად უნდა წავიდეს ახლა უფრო ჭირდება ნაკრებს ეგენი რომ ახალგაზრდობას კაცური დავაჟკაცური მაგალითი მისცენ რასაც აკეთებენ კიდეც მათი ჩათვლით ყველა ვეტერანი უბრალოდ მაპატიე და მასეთი წვეტიანი აზრები აღარ გამოთქვა ამით ყველას გვაყენებ შეურაცყოფას ეს ყველაფერი კულტურულ ფარგლებში გადმოგეცი
Paata
29 ივნისი 2016 18:43
0
გიორგის
არ გეწყინოს მარა ალბათ ძალიან იშვიათად უყურებ რაგბს. ))
ukleba
29 ივნისი 2016 17:09
0
გიორგი-ს. შენ რაგბის საკითხებში ან საერთოდ ვერ ერკვევი ან კიდევ ვიღაცეებს ლობირებ. ნაკრების შტაბი ისეა აწყობილი რომ ჰეიგს და მის თანამოაზრეებს არაფერი შეეშლებათ
qomagi
29 ივნისი 2016 16:59
0
გიორგი: ძმობას გაფიცებ, ნაკრების ბოლო თამაშები ნანახი გაქვს საერთოდ ?
ლუკა
29 ივნისი 2016 16:30
0
გიორგი იმედია ხუმრობ თორემ რა შეატყვე კაჭარავას საიმისო რომ წასვლის დრო მოუვიდა? ასეთ ფორმაში არასდროს ყოფილა. მარტო ციფრების გამო უნდა წავიდეს შენი აზრით?
B-52
29 ივნისი 2016 16:27
0
... კაჭი რომ წავიდეს მისი ადგილი ვინ უნდა დაიკავოს??!!
gioooooo
29 ივნისი 2016 16:26
0
გიორგის - ისე ყველას თავისი მოსაზრება აქვს, მაგრამ კაჭარავას დაბერებაზე ლაპარაკი ძალიან ნაადრევია. კაცი 31 წლის არის და ანგრევს ყველაფერს. ჩხაიძეს რაც შეეხება, მას თვითონ არ შეეშლება როდის წავიდეს, თანაც თავის გასაკეთებელს ხუთიანზე აკეთებს და დიდი გამოცდილებით ძალიან ეხმარება გუნდს, ახალგაზრდებიც ბევრს სწავლობენ მისგან.
koba
29 ივნისი 2016 16:24
0
გიორგის - ისე ყველას თავისი მოსაზრება აქვს, მაგრამ კაჭარავას დაბერებაზე ლაპარაკი ძალიან ნაადრევია. კაცი 31 წლის არის და ანგრევს ყველაფერს. ჩხაიძეს რაც შეეხება, მას თვითონ არ შეეშლება როდის წავიდეს, თანაც თავის გასაკეთებელს ხუთიანზე აკეთებს და დიდი გამოცდილებით ძალიან ეხმარება გუნდს, ახალგაზრდებიც ბევრს სწავლობენ მისგან.
koluni
29 ივნისი 2016 16:19
0
გიორგი-ს. გიორგი, არ მინდა ზედმეტი მომივიდეს და ეს შენ შეურაცყოფად მიიღო, მაგრამ ალალად ვერ ვხვდები, რის თქმა გინდა ამით? ერთ შეკითხვას დავსვავ მხოლოდ, ეს ორი მორაგბე,ავერ აკმაყოფილებენ ნაკრების დონეს უკვე? თუ რა გაქვს მხედველობაში?
გოგა
29 ივნისი 2016 16:15
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული