"ბორჯღალოსნები" იაპონიასა და სამოას "მესხზე" უმასპინძლებენ

AutoSharing Option
"ბორჯღალოსნები" ნოემბერში ორ ტესტ-მატჩს მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე გამართავენ.

ამის შესახებ ინფორმაცია რაგბის კავშირის ოფიციალურმა ვებგვერდმა გაავრცელა.

შეგახსენებთ, რომ 12 ნოემბერს საქართველოს მორაგებთა ნაკრები იაპონიას უმასპინძლებს, ხოლო 19 ნოემბერს სამოას მიიღებს. ორივე მატჩი 15:00 საათზე დაიწყება. ბილეთებთან დაკავშირებით ინფორმაცია კი მოვიანებით გახდება ცნობილი.

აღსანიშნავია, რომ შოტლანდიას 2011 წლის მსოფლიო თასის შემდეგ პირველად ვეთამაშებით.

ნოემბრის მესამე ტესტს "ბორჯღალოსნები" სტუმრად შოტლანდიასთან 26 ნოემბერს გამართავენ.

ნოემბრის ტესტებთან დაკავშირებით კომენტარი ჩვენი ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა გააკეთა.

"ნოემბრის ტესტები ქართული რაგბისთვის კიდევ ერთ მნიშვნელოვან
ფაზას წარმოადგენს. გარდა იმისა, რომ შინ მეორე დონის ორ უძლიერეს ნაკრებს, იაპონიასა და სამოას ვეთამაშებით, ასევე გასვლაზე ისტორიული რკენა გველის პირველი დონის გუნდის, შოტლანდიის წინააღმდეგ.

ეროვნული ნაკრების მორაგბეების, სამწვრთნელო შტაბისა და სტაფისთვის ეს კიდევ ერთ შესანიშნავ შესაძლებლობას წარმოადგენს იმისათვის, რომ მეგობრებს, ოჯახის წევრებსა და რაც მთავარია, ჩვენს ფანტასტიკურ ქომაგებს განსაკუთრებული სიხარული მივანიჭოთ", - განაცხადა მილტონ ჰეიგმა.

იაპონიასთან და სამოასთან, ისევე, როგორც ნებისმიერ სხვა საშინაო მატჩზე, უდიდესი მნიშვნელობა ექნება სავსე ტრიბუნებს. მილტონ ჰეიგის აზრით, ის განსაკუთრებული ატმოსფერო, რომელიც საქართველოში "ბორჯღალოსნების" მატჩების დროს სტადიონზე იქმნება, გუნდის წარმატებაში ერთ-ერთ გადამწყვეტ როლს თამაშობს.

"მთელ მსოფლიოში უამრავი ქომაგი გვყავს, მაგრამ როდესაც შინ ვთამაშობთ, სწორედ ჩვენი "რაგბიზე შეშლილი" გულშემატკივრები ქმნიან იმ ატმოსფეროს, რომელიც გავლენას ახდენს ჩვენს თამაშსა და წარმატებაზე. სწორედ ამ სავსე ტრიბუნების "გავლენა" დაგვეხმარება წელს მივაღწიოთ დასახულ მიზანს - მსოფლიო რეიტინგის მე-10 პოზიციას", - დასძინა ჰეიგმა.

ფოტოს ავტორი: ლევან ვერძეული
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 11 /
ბიჭების იმედი მაქვს და გაამართლებენ უეჭველადაც გინდ მესხზე ითამაშონ და გინდ ბაიჭაძეზე გინდაც ავჭალაში იაპონიას და სამუას უნდა მოვუგოთ და შოტლანდიაც მივაყოლოთ ესეც ხომ ზელანდია არ არის რომ გაგვიჭირდეს
misha
01 სექტემბერი 2016 20:07
0
დინამო გაივსება თუარა ეგ არავინ უწყის ეს ერთი და მეორე რას ქვია და ყველას თავისი აზრი აქვს ჩემთვის მთავარი შედეგია და არა რომელ სტადიონზე ითამაშებს ნაკრები რა გავსებულ სტადიონზე არაგებენ თუ რა.ისე ეგ აქ კიარა რაგბის ფედერაციის მესვეურებთან უნდა იკითხო რატო მიიღენ ესეთი გადაწყვეტილება ალბათ თავისი არგუმენტები მათაც ექნებათ.
quTaiseli
17 აგვისტო 2016 14:30
0
დინამოს ვის უნახავთ. აუცილებლად ორივე ტამაში დინამოზე უნდა შედგეს.
gorgi
17 აგვისტო 2016 14:07
0
რას ქვია "მოიგონ და თუ გინდ 2 ათას კაციან სტადიონზე ითამაშონ"? მომისმინე ძმაო-ეს თამაშები ჩვენ ყველამ ერთად უნდა მოვიგოთ!მე ვიზიარებ პასუხისმგებლობა გულშემატკივრის დონეზე და მოგებაზეც და წაგებაზეც ჩემი პასუხისმგებლობაც როგორც ერთერტი გულშემატკივარის არის!ამიტომ რაც მეტი გულშემატკივარი მოვა სტადიონზე მით უფრო გავუადვილებთ ბიჭებს საქმეს!ამიტომააქვს სტადიონს მნიშვნელობა!
gaga
02 აგვისტო 2016 13:21
0
ეს თამაში აუცილებლად დინამოზე უნდა შედგეს.
დავითი
30 ივლისი 2016 21:57
0
როგორ არა აქვს მნიშვნელობა სად იქნება თამაში ამაში დარწმუნებული ვარ რომ დინამო გაივსება ბოლომდე რომელ საათზეც გინდა იყოს ამ პერიოდისთვის მონატრებული გვეყოლება ჩვენი ბიჭებიც და რაგბიც უნდა მოვითხოვოთ ყველამ ერთად ძმებო რომ გადაიტანონ თამაში დინამოზე რამე ფორმა უნდა მოვიფიქროთ და მივაწვდინოთ ხმა ფედერაციამდე ჩვენს ლომებს და ერის ჯიგრებს სამოცი ათასი კაცის დაგუგუნება არ უნდა მოვაკლოთ გთხოვთ გულით თქვენც დაწერეთ თქვენი აზრი
პაატა წიკლაური
30 ივლისი 2016 09:48
0
მოვიტხოვოტ დინამოზე თამაში. იმდენად პოპულარულია უკვე რაგბი რომ უეჭველი გაივსება. მგონია რომ გადაიტანენ პროსტა ხალხის რეაქცია აინტერესებთ
Geo fan
30 ივლისი 2016 00:35
0
და ვისი გადაწყვეტილება იქნება თუარა რაგბის ფედერაციის რაცარის ეგარის თუ მომგები ხარ მესხზეც კარგად მოიგებ.და რათუნდა ამას ეხლა ამდენი ვაივიში.მოიგონდა თუ უნდათ საერთოდ 2 ათას კაციან სტადიონზე ითამაშონ.წარმატებები ჩვენ ბიჭებს ამ ორ ძალიან რთულ თამაშებში შოტლანდია კიდე სხვასაქმეა.
qutaiseli
29 ივლისი 2016 17:11
0
ეეეჰჰ! დინამოზე უნდა დაენიშნათ,დარწმუნებული ვარ გაივსებოდა! სამწუხაროა რომ ვინც ეს გადაწყვეტილება მიიღო არ ჯერავს ქართველი გულშემატკივრის...
gaga
29 ივლისი 2016 16:47
0
მელიტონა ოქრო კაცია,ჯიგარი,დინამოც გაივსებოდა უეჭველი მაგრამ დღის 3 საათზე თამაშის დანიშვნა ვინ მოიფიქრა?
Kakha
29 ივლისი 2016 16:23
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული