ლისაბონში ლაბაძე და ფეიქრიშვილი დაგვაკლდება

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები ერთა თასის გათამაშების მორიგ მატჩს 26 თებერვალს სტუმრად  პორტუგალიის ეროვნულ გუნდთან გამართავს. "ბორჯღალოსნები" მატჩისთვის მოსამზადებლად ლისაბონში გუშინ შეიკრიბებნენ.

ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა რიჩი დიქსონმა თავდაპირველად, როგორც უკვე გატყობინებდით, 25 მორაგბეს უხმო. ამათგან შვიდი პირველხაზელი იყო, მაგრამ საფრანგეთის ჩემპიონატის მატჩში დაშავდა "კასტრის" შერკინების ბურჯი ანტონ ფეიქრიშვილი და ლისაბონში გამგზავრება ვერ შეძლო. სამწუხაროდ, ტრავმა მიიღო გუნდის ერთ-ერთმა ლიდერმა, მესამეხაზელმა გია ლაბაძემ, რომელიც ასევე ვერაფრით დაეხმარება ნაკრებს პორტუგალიელებთან მატჩში. სამაგიეროდ, თითქმის ერთწლიანი პაუზის შემდეგ ითამაშებს ეროვნულ გუნდში "მონპელიეს" მესამეხაზელი მამუკა გორგოძე.

პირველ
ხაზში ნაკრებს დაუბრუნდებიან აქვსენტი გიორგაძე (კასტრი) და გოდერძი შველიძე (მონპელიე), რომლებმაც ნაკრების სასტარტო ორი შეხევდრა გამოტოვეს.

ტრავმირებულნი არიან და ისევ ვერ ეხმარებიან ეროვნულ გუნდს მეორეხაზელები, გიორგი ნემსაძე (მონტობანი) და ილია ზედგინიძე (სენ რაფაელი). გამოძახებულთა შორის არ არიან უკანახაზელები მალხაზ ურჯუკაშვილი (გურდო) და ირაკლი გიორგაძე (ლავორი).

შეგახსენებთ, რომ "ლობუშები" საქართველოს ნაკრების მსგავსად ჯერაც დაუმარცხებელნი არიან. მათ ერთა თასისთვის ბრძოლაში ძირითადი კონკურენტები, რუმინეთისა და რუსეთის ნაკრებების დამარცხება შეძლეს. საქართველოს ნაკრებთან გამარჯვების შემთხვევაში, სავარაუდოდ, პორტუგალიელებს პირველობას ვერავინ შეეცილება.

პორტუგალიელთა მწვრთნელმა "ბორჯღალოსნებთან" მოსამზადებლად 30 მორაგბეს უხმო. მასპინძლებს დანაკლისი, ფაქტობრივად არ აქვთ.

საქართველოს ნაკრები
პირველი ხაზი: დავით ზირაქაშვილი (კლერმონი), ვასილ კაკოვინი, დავით ხინჩაგიშვილი (ორივე-ბრივი), აქვსენტი გიორგაძე (ორივე-კასტრი), გოდერძი შველიძე (მონპელიე), ირაკლი ნატრიაშვილი (სტიაუა).
მეორე ხაზი ვახტანგ მაისურაძე (სენ ნაზერი), ლევან დათუნაშვილი (ფიჟაკი), შალვა სუთიაშვილი (მასი).
მესამე ხაზი: მამუკა გორგოძე, გიორგი ჩხაიძე (ორივე-მონპელიე), სიმონ მაისურაძე (ვილერბანი).
#9: ირაკლი აბუსერიძე (ოსერი), ბიძინა სამხარაძე (სტიაუა)
#10: მერაბ კვირიკაშვილი (ფიჟაკი), ლაშა მალაღურაძე (ბეზიე)
#12-13: დავით კაჭარავა (ნიცა), თედო ზიბზიბაძე (პერიგო), ირაკლი ჩხიკვაძე (აია).
#11-14: ლექსო გუგავა (ლელო), ირაკლი მაჩხანელი (მაკონი).
#15: ბესიკ ხამაშურიძე (აია), ბექა ურჯუკაშვილი (ფიჟაკი).

პორტუგალიის ნაკრები
პირველი ხაზი: ჟოაო ჟუნიორი (კდულ), ჟორჟე სეგურადო, ჟოაო კორეია (ორივე-დირეიტო), კრისტიან სპაშუკი (კოლომიე), ჟუან მურე (ელ სალვადორი), ენტონი ალვეში (მონტობანი), ბერნარდო დუარტე (აგრონომია), ლიონელ კამპერნე (პო).
მეორე ხაზი: გონსალო უვა (მონპელიე), ჟუან სევერინო (აგრონომია), რუი დორეი (დირეიტო), ფერნანდო ალმეიდა (სეტუბალი).
მესამე ხაზი: ჟულიენ ბარდი (კლერმონი), ვასკო უვა, ლუის სოუზა (ორივე-დირეიტო), ტიაგო გირაო (კდულ), ჟაკ ლე რუ (აგრონომია).
#9: ჟოზე პინტუ (დირეიტო), ჟოაო ალმეიდა (აგრონომია).
#10: ჯო გარდნერი (ობენა), პედრო კაბრალი (კდულ)
#12-13: პედრო სილვა (ბელენენსეში), ფრანსისკო მირა (აგრონომია), ფერნანდო ოლივეირა, კარლ მურეი (ორივე-კდულ).
#11-14: გონსალო ფორო, ბერნარდო სილვა (ორივე-კდულ), ჯოზე სილვა (აგრონომია), ადერიტო ესტევეში (დირეიტო)
#15: პედრო ლეალი, ანტონიო აგილარი (დირეიტო).


ერთა თასი
III ტური, 26 თბერევალი
პორტუგალია-საქართველო, რუმინეთი-რუსეთი, ესპანეთი-უკრაინა

IV ტური, 12 მარტი
საქართველო-რუმინეთი, ესპანეთი-პორტუგალია, უკრაინა-რუსეთი

V ტური, 19 მარტი
რუსეთი-საქართველო, რუმინეთი-ესპანეთი, პორტუგალია-უკრაინა.

სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 2 2 0 0 +119 10
2. პორტუგალია 2 2 0 0 +9 8
3. რუსეთი 2 1 0 1 +2 5
4. ესპანეთი 2 0 0 2 -64 1
5. რუმინეთი 1 0 0 1 -7 1
6. უკრაინა 1 0 0 1 -59 0.
მკითხველის კომენტარები / 3 /
პორტუგალიაში სულ გვიჭირდა თამაში. არადა ეს გადამწყვეტია თუ წავაგეთ ვსო ერთა თასი მორჩა. იმედიამოუგებთ. 2 ვე გუნდი კაი ხასიათზე ხვდება ამ თამაშს და შანსები ყველანაირად ტანაბრადაა. უნდა მოუგოთ სხვა გზა არ გვაქვს
vaxo
16:31 22-02-2011
0
საქართველო ჯობია პორტუგალიას მარა სამაგიეროდ მატჩი პორტუგაიაშია. 2ვე გუნდი კარგ ხასიატზეა ამიტო შანსები თამაშამდე თანაბარია. პლიუს ამას პორტუგალია უხერხული მეტოქეა.მარა უნდამოუგთ სხვა გზა არ გვაქ თუ გვინდა ერთა თასის მოგება. რაც მთავარიაკიდეე გორგოძე გვყავს უმთავრესი იმედი!
vaxo
16:34 22-02-2011
0

სიახლეები პოპულარული