იტალიური რაგბის შეფი: საქართველოს ნაკრები საოცარ შედეგებს აჩვენებს

AutoSharing Option
ერთ კვირაში იტალიის რაგბის ფედერაციის პრეზიდენტის არჩევნებია და onrugby.it-ს ვრცელი ინტერვიუები მისცეს კანდიდატებმა, მათ შორის, მოქმედმა პრეზიდენტმა ალფრედო გავაციმ.

ერთი კითხვა ექვსი ერის თემას და საქართველოს ნაკრების ამბიციებს ეხება. გთავაზობთ ამ კითხვა-პასუხს:

- ექვსი ერის თემასაც შევეხოთ - კონტრაქტი ამ ტურნირთან 2024 წლამდე გვაკავშირებს, მაგრამ უკვე ბევრს ლაპარაკობენ საქართველოსა და რუმინეთის წამოწევაზე, ტურნირის გაზრდის ან გავარდნის სისტემის შემოღების ხარჯზე. ეს ხმები უკვე აღარ ჰგავს ხუმრობას. უახლოესი 4 წელიწადი გადამწყვეტი ჩანს, რას ველოდოთ?
- ჩემი პრეზიდენტობის განმავლობაში შოტლანდია და საფრანგეთიც კი
გასულან ბოლო ადგილზე. და ეს რომ ინგლისის ნაკრებს დაემართოს? წარმოგიდგენიათ ერთა თასზე მოთამაშე ინგლისი?

მაგრამ ისიც ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრები საოცარ შედეგებს აჩვენებს. ეს და სხვა ახალი რეალობა მალე ტურნირსაც შეეხება. მაგრამ დღეისათვის ექვს ერში ცვლილება ძნელი განსახორციელებელი მგონია.

მე ვფიქრობ, ექვსი ერის ფორმულა ერთწლიან სტრუქტურაზე უნდა გადაკეთდეს. მატჩები მარტსა და ნოემბერში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს უფრო მეტ შემოსავალს მოიტანს, ვიდრე შემოდგომის ტესტები.
მკითხველის კომენტარები / 6 /
ოეე ქართველები ხართ თუ უცხო ერის შვილები.გვიბავენ არა, არამედ გვიბამენ. ასო მ-ს ნაცვლად ნუ ხმარობთ ვ-ს.
სტატუს ქუო
13 ნოემბერი 2017 12:01
0
ევროპელების იმედზე რომ ჩვენი მტერი უნდა იყოს ეგ დავინახეთ უკვე. რამე სხვა ტურნირი გვინდა იაპონია, ფიჯი, სამოა, ტონგასნაირ გუნდებთან. ან სუპერ რაგბში 1 ფრანჩიზი მაინც.
giorgi
17 სექტემბერი 2016 16:47
0
ეგ ვეღარ გავიგე ვიზალიბერალიზაციაზე უკრაინას გვაბავდნენ ახლა რაგბში რუმინეთს გვიბავენ უკან
merabi
14 სექტემბერი 2016 21:13
0
ესეც ნატო და მაპ-ის ამის დედა ვატირე....
kote
14 სექტემბერი 2016 09:40
0
იმის ლოდინს ფორმატს როდის შეცვლიან სჯობს რაიმე ტურნირი მოვიფიქროთ სოლიდური საპრიზო ფონდით სადაც გრანდებიც ჩამოვლენ და ასე უფრო მოხდება ინტეგრირება
jiji
13 სექტემბერი 2016 22:17
0
არ აგცდებათ მაინც.
giga
13 სექტემბერი 2016 17:28
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული