ერთი კითხვა ექვსი ერის თემას და საქართველოს ნაკრების ამბიციებს ეხება. გთავაზობთ ამ კითხვა-პასუხს:
- ექვსი ერის თემასაც შევეხოთ - კონტრაქტი ამ ტურნირთან 2024 წლამდე გვაკავშირებს, მაგრამ უკვე ბევრს ლაპარაკობენ საქართველოსა და რუმინეთის წამოწევაზე, ტურნირის გაზრდის ან გავარდნის სისტემის შემოღების ხარჯზე. ეს ხმები უკვე აღარ ჰგავს ხუმრობას. უახლოესი 4 წელიწადი გადამწყვეტი ჩანს, რას ველოდოთ?
- ჩემი პრეზიდენტობის განმავლობაში შოტლანდია და საფრანგეთიც კი
მაგრამ ისიც ფაქტია, რომ საქართველოს ნაკრები საოცარ შედეგებს აჩვენებს. ეს და სხვა ახალი რეალობა მალე ტურნირსაც შეეხება. მაგრამ დღეისათვის ექვს ერში ცვლილება ძნელი განსახორციელებელი მგონია.
მე ვფიქრობ, ექვსი ერის ფორმულა ერთწლიან სტრუქტურაზე უნდა გადაკეთდეს. მატჩები მარტსა და ნოემბერში. დარწმუნებული ვარ, რომ ეს უფრო მეტ შემოსავალს მოიტანს, ვიდრე შემოდგომის ტესტები.