"ბორჯღალოსნები" უხერხულ მეტოქესთან პირისპირ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრები დღეს ლისაბონში, ევროპის ერთა თასის მესამე ტურში პორტუგალიის ნაკრებს დაუპირისპირდება. "ბორჯღალოსნები" ამ მატჩისთვის ორშაბათიდან ლისაბონშივე ემზადებოდნენ. პორტუგალიასთან დაპირისპირება მუდამ დაძაბულ ბრძოლაში მიმდინარეობდა და ბოლო წლებში, "ლობუშები" ჩვენი გუნდისთვის უხერხულ მეტოქედ ჩამოყალიბდნენ.

საქართველოს ნაკრების თავკაცმა რიჩი დიქსონმა ლისაბონში 25 მორაგბე იახლა, რომელთაგან პორტუგალიასთან სათამაშოდ 22 შეარჩია. ძირითად შემადგენლობაში დებიუტი ექნება ფულბეკ ბექა ურჯუკაშვილს (ფიჟაკი). გამოცდილი, ქუთაისის "აიას" მოთამაშე მწვრთნელი, ბესიკ ხამაშურიძე განაცხადში ვერ მოხვდა. დიქსონმა სათადარიგოთა შორის მგეზავი მერაბ კვირიკაშვილი(ფიჟაკი) გადაიყვანა. ამ პოზიციაზე ძირითად შემადგენლობაში ლაშა მალაღურაძე(ბეზიე) ითამაშებს.

თითქმის
მთლიანად შეიცვალა მესამე ხაზი. ერთწლიანი პაუზის შემდეგ ნაკრებს უნდა დაბრუნებოდა მამუკა გორგოძე(მონპელიე). ის საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ერთ-ერთი საუკეთესო მოთამაშეა და ჩვენი გუნდისთვის ძალიან დიდი ძალაა, მაგრამ ვარჯიშისას ტრავმა გაუმიზეზდა და მინიმუმ ორი კვირა ვერ ითამაშებს. მის ნაცვლად რვა ნომრის პოზიციაზე გიორგი ჩხაიძე (მონპელიე) დადგება. მესამე ხაზში ითამაშებენ ასევე სიმონ მაისურაძე (ვილერბანი) და შალვა სუთიაშვილ (მასი). ვიქტორ კოლელიშვილი (კლერმონი), რომელიც რიჩი დიქსონმა ტრავმირებულ გია ლაბაძის ნაცვლად იხმო, თადარიგში იქნება.

პირველ ხაზში შემადგენლობა ოპტიმალურია. პორტუგალიასთან წამყვანი სამეული გამოცდილი და მრავალ ბრძოლაში გამობრძმედილი მორაგბეებისგან დაკომპლექტდება: დავით ხინჩაგიშვილი (ბრივი), აქვსენტი გიორგაძე (კასტრი) და დავით ზირაქაშვილი (კლერმონი).

გუნდის მომზადებით მწვრთნელთა შტაბი კმაყოფილია. რიჩი დიქსონის ასისტენტმა ილია მაისურაძემ ასე დაახასიათა მეტოქე:

"პორტუგალიის ნაკრები კარგი, ბოლომდე მებრძოლი გუნდია. მართალია, მოთამაშეები შერკინებაში ოდნავ მოიკოჭლებენ, მაგრამ ძალიან ტექნიკურები და სწრაფები არიან, რითაც მეტოქეებს სერიოზულ პრობლემებს უქმნიან.

ჩვენი გუნდი  დინამიკურ თამაშში უკეთესად გამოიყურება. ბევრი ვიმუშავეთ შერკინებისა და უკანა ხაზის თამაშის სინთეზის დახვეწაზე. ამასთან ვცდილობთ, ვიყოთ უფრო აგრესიული და ორგანიზებული მიწაზე, რაკში თამაშისას. დიდი ყურადღება დავუთმეთ დაცვაში დროულად გადაწყობასაც."

პორტუგალიის ნაკრები "ბორჯღალოსნებს" უძლიერესი შემადგენლობით დაუხვდება. "ლობუშებმა" ერთა თასისთვის ბრძოლაში ძირითადი კონკურენტები, რუმინეთისა და რუსეთის ნაკრებები უკვე დაამარცხეს. ჩვენ გუნდთან გამარჯვების შემთხვევაში კი, ფაქტობრივად, პირველ ადგილს გაინაღდებენ, რადგან დარჩენილ ორ შეხვედრაში აუტსაიდერებთან, უკრაინისა და ესპანეთის ნაკრებებთან უწევთ თამაში.

შეგახსენებთ, რომ მატჩი თბილისის დროით 19 საათზე დაიწყება.

პორტუგალია-საქართველო
პორტუგალია: 15. ანტონიო აგილარი, 14. გონსალო ფორო, 13. ფედერიკო ოლივეირა, 12. პედრო სილვა, 11. ჟოზე ლიმა, 10. ჯო გარდნერი, 9. პედრო ლეალი. 1. ჟუან მურე, 2. ჟოაო კორეა, 3. კრისტიან სპაშუკი, 4. ჟუან სევერინო, 5. გონსალო უვა, 6. ვასკო უვა, 7. ჟულიენ ბარდი, 8. ტიაგუ გიარაუ.
16. ლიონელ კამპარნე, 17. ენტონი ალვეში, 18. რუი დორეი, 19. ჟაკ ლე რუ, 20. ჟოზე პინტუ, 21. პედრო კაბრალი, 22. ფრანსისკო მირა.
საქართველო: 15. ბექა ურჯუკაშვილი, 14. ირაკლი მაჩხანელი, 13. დავით კაჭარავა, 12. თედო ზიბზიბაძე, 11. ლექსო გუგავა, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ირაკლი აბუსერიძე. 1. დავით ხინჩაგიშვილი, 2. აქვსენტი გიორგაძე, 3. დავით ზირაქაშვილი, 4. ლევან დათუნაშვილი, 5. ვახტანგ მაისურაძე, 6. სიმონ მაისურაძე, 7. შალვა სუთიაშვილი, 8. გიორგი ჩხაიძე.
16. ირაკლი ნატრიაშვილი, 17. გოდერძი შველიძე, 18. ვასილ კაკოვინი, 19. ვიქტორ კოლელიშვილი, 20. ბიძინა სამხარაძე, 21. ირაკლი ჩხიკვაძე, 22. მერაბ კვირკაშვილი

ერთა თასი
III ტური, 26 თბერევალი
პორტუგალია-საქართველო, რუმინეთი-რუსეთი, ესპანეთი-უკრაინა

IV ტური, 12 მარტი
საქართველო-რუმინეთი, ესპანეთი-პორტუგალია, უკრაინა-რუსეთი

V ტური, 19 მარტი
რუსეთი-საქართველო, რუმინეთი-ესპანეთი, პორტუგალია-უკრაინა.

სატურნირო მდგომარეობა
თ მ ფ წ ბ ქ
1. საქართველო 2 2 0 0 +119 10
2. პორტუგალია 2 2 0 0 +9 8
3. რუსეთი 2 1 0 1 +2 5
4. ესპანეთი 2 0 0 2 -64 1
5. რუმინეთი 1 0 0 1 -7 1
6. უკრაინა 1 0 0 1 -59 0.





.



მკითხველის კომენტარები / 1 /
იწყება 15 წუთში მოვიგებთ!მარა ვფიქრობ აუღელვებლად ვერა.
vaxo
18:42 26-02-2011
0

სიახლეები პოპულარული