თამაზ მჭედლიძე: იაპონიასთან ჩვენი მაქსიმუმი ვერ გამოვავლინეთ

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მორაგბემ თამაზ მჭედლიძემ 12 ნოემბერს იაპონიასთან განცდილი მარცხის შემდეგ ჟურნალისტებთან კომენტარი გააკეთა.

საქართველო-იაპონია 22:28 - ათეული გადაიდო [VIDEO+PHOTO]

"დაძაბული შეხვედრა გამოდგაა და გულშემატკივრისთვის ეს კარგი საყურებელი მატჩი იქნებოდა. პირველ ტაიმში გამარჯვების მიუხედავად, სამწუხაროდ, მეორე ტაიმში ის თამაში ვერ ვაჩვენეთ, რომელსაც გულშემატკივარი ელოდა ჩვენგან, ჩვენი მაქსიმუმი ვერ გამოვავლინეთ და დავმარცხდით. გარკვეულწილად, არ გაგვიმართლა. მოედნიდან ბურთი 5-ჯერ მათ სასარგებლოდ ახტა, რის გამო ლელოებიც მივიღეთ.

აღსანიშნავია დისციპლინაც - მეორე ტაიმში არაერთი არასაჭირო ჯარიმა მივიღეთ, რასაც ყვითელიც მოყვა და ეს აღმოჩნდა გად
ამწყვეტი ამ მატჩში.

სამოა იაპონიაზე ძლიერ მეტოქედ მიმაჩნია - ფიზიკურადაც სჯობნიან და სისწრაფითაც. 1 კვირა გვაქვს მათთან შეხვედრამდე. ამ დროს მეტოქის გასაცნობად გამოვიყენებთ, შევისწავლით სუსტ წერტილებს და გამარჯვებას ვეცდებით" , - განაცხადა მჭედლიძემ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული