"ბორჯღალოსნებმა" ნოემბრის მეორე ტესტ-მატჩში სამოას ნაკრები დაამარცხეს [VIDEO+PHOTO]

AutoSharing Option
AUTO PLAY
19 ნოემბერს, საქართველოს მორაგბეთა ეროვნულმა ნაკრებმა ნოემბრის მეორე ტესტ-მატჩში სამოას ნაკრებს უმასპინძლა და მეტოქე დაძაბულ ბრძოლაში, ანგარიშით 20:16 დაამარცხა.

თბილისში, მიხეილ მესხის სახელობის სტადიონზე მიმდინარე შეხვედრაში "ბორჯღალოსნებმა" პირველი ტაიმი 17:10 მოიგეს. მასპინძლებმა ჯერ საჯარიმო ლელოთი გახსნეს ანგარიში, შემდეგ კი ბექა ბიწაძემ გაიტანა ლელო. მერაბ კვირიკაშვილმა ორივე ჯერზე გარდასახა, ერთხელ კი საჯარიმოთი გაიტანა. შესვენებამდე სტუმრების ანგარიშზე თითო ლელო-გარდასახვა და საჯარიმო იყო.

შეხვედრის მეორე ტაიმი სამოელებმა აქტიურად დაიწყეს და ორი ზუსტი საჯარიმოთი სხვაობა მინიმუმამდე შეამცირეს. ამას მე-60-ე წუთზე კვირიკაშვილის მორიგი ზუსტი საჯარიმო
მოჰყვა.

სამოელებმა დარჩენილი დრო პრაქტიკულად იერიშებში გაატარეს, თუმცა დაცვაში თავგანწირული თამაშის ხარჯზე "ბორჯღალოსნებმა" მატჩი გამარჯვებამდე მაინც მიიყვანეს.
იხილეთ ფოტოგალერეა
Sportall.Ge

შეგახსენებთ, რომ საქართველოს ნაკრებმა ნოემბრის ტესტების პირველი მატჩი იაპონიასთან გამართა და ანგარიშით 22:28 დამარცხდა. "ბორჯღალოსნები" წლის ბოლო შეხვედრას 26 ნოემბერს, სტუმრად შოტლანდიის ეროვნული გუნდის წინააღმდეგ გამართავენ.

ნოემბერის ტესტები
საქართველო-სამოა 20:16
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. თამაზ მჭედლიძე, 13. გიორგი კოშაძე, 12. მერაბ შარიქაძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. ვიქტორ კოლელიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა ბიწაძე.
16. ბადრი ალხაზაშვილი, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. დავით ქუბრიაშვილი, 19. გიორგი თხილაიშვილი, 20. შალვა სუთიაშვილი, 21. გიორგი ბეგაძე, 22. რეზო ჯინჭველაშვილი, 23. გიორგი აფციაური
სამოა: 15. ალბერტ ნიკორო, 14. პაულ პერესი, 13. ჯორჯ პისი, 12. რეი ლეე-ლო, 11. დევიდ ლემი, 10. პატრიკ ფააპალე, 9. კენ ფოტუალიი 1. ლოგოვიი მულიპოლა, 2. მანუ ლეიატაუა, 3. ენტონი პერენისე, 4. ჯეფ ლეპა, 5. ტეოფილო პაულო, 6. ჯეკ ლემი, 7. გრეგ ფოე, 8. ალაფოტი ფაოსილივა
16. ელია ელია, 17. ჰისა სასაგი, 18. ნეპი ლეატიგაგა, 19. ჯენესის ლეამალუ, 20. ტალაგა ალოფიპო, 21. ონეონე ფააფოუ, 22. პელე კოული, 23. დანჯელო ლეუილა.
მკითხველის კომენტარები / 21 /
იტალიამ მოუგო სამხრეთ აფრიკას. მაგრად ტეხავს. გადაგვასწრებენ რეიტინგში.
Irakliy
19 ნოემბერი 2016 21:12
0
სამოა ჩემი აზრით ჩვენზე ძლიერი გუნდია, მაღტლა დიდი მონდომიბის ხარჯზე მოვიგეთ, რაც შეეხება იაპონიას ახლა დამთავრდა უელსი იაპონია სადაც უელსმა იაპონიას 33-30 მოუგო :)
giorgi
19 ნოემბერი 2016 20:47
0
დიდი მონდომების ხარჯზე მოვიგეთ და ისევ ძველებურად აიღე და მიაწექი თამაშს არ შლიან და თუ გაშალეს ბურთს კარგავენ... სამოა დღეს აღარ არის ისეთი ძლიერი,აგერ საფრანგეთმა რომელიც ახალ გუნდს აკეთებს და დღეს იტალიის მერე ყველაზე სუსტია 6 ერის გუნდებს შორის 52:8 გაანადგურა და ჩვენ ძლივს მოვუგეთ. შოტლანდიასთან თამაში დაგვანახებს ნათლად თუ რა დონეზეა ქართული რაგბი! წარმატებები საქართველოს ნაკრებს!!!
zaza
19 ნოემბერი 2016 18:58
0
მე გამაკვირვა მჭედლიძემ ძალიან სუსტად ითამაშა რამდენიმე ბოჭვა გააცუდა და რომარა დაზღვევა ლელოს დაგვიდებდნენ. მსაჯი კი უნდა დაისაჯოს ჩემი აზრით და არუნდა მისცენ მნიშვნელოვანი თამაშებში მონაწილეობის უფლება. სირცხვილია უბტალოდ
ქარ
19 ნოემბერი 2016 18:04
0
მადლობა ბიჭებს თავდადებული თამაშისათვის ! მაგრამ რაც დრო გადის, უფრო ვრწმუნდები, კარგი სათადარიგო სკამის აუცილებლობაში. კოშაძეს მშვენიერი დებიუტი გამოუვიდა, მაგრამ მარტო შერკინებაში გვყავს სათანადო შემცვლელები. ქება და ქება კვირიკაშვილს, რომელიც დღეს მშვენივრად გამოიყურებოდა. წინ მძიმე თამაში გველის და უნდა დავამტკიცოთ, რომ 6;ერის გუნდებთან თანაბრად თამაში შეგვიძლია
Mmm
19 ნოემბერი 2016 17:45
0
კაი თამაში იყო, უაზრო შეცდომები არ დაგვიშვია, მეკომ სტაბილურად ითამაშა, სისხარტე სისწრაფე გვაკლია, 2 - 3 სწრაფი მოთამაშე გვჭირდება.
givi
19 ნოემბერი 2016 17:44
0
გილოცავთ შეუდრეკელო და უშიშარო ვაჟკაცებო!!!....
არტაგი
19 ნოემბერი 2016 17:26
0
ეს კი კაი იყო, მაგრამ შოტლანდიასთან ძალიან გაგვიჭირდება. ალბათ დიდი ანგარიშით მოგვიგებენ.
irakli81
19 ნოემბერი 2016 17:21
0
რაგბის ყურება როცა დავიწყე ვფიქრობდი ალბათ სამოა ტონგა ფიჯის დონემდე როდის მივალთ, 3 პასს ისე როდის გავაკეთებთ რომ წინ არ დაგვივარდესთქო. ესე მალე თუ ავიდოდით ამათ დონეზე, თამაშის წინ ფავორიტები ვიქნებოდით და 6 ერზე პრეტენზია გვექნებოდა რას წარმოვიდგენდი. ეხლა საკლუბო რაგბის ჯერია. უნდა განვითარდეს, მიიღოს ჩელენჯ თასზე მონაწილეობა ქართულმა კლუბებმა და ნელ ნელა ადგილობრივი ჩემპიონატის დონე ისე უნდა გავზარდოთ რომ ესეც ერთ-ერთი საუკეთესო იყოს ევროპაში.
leo
19 ნოემბერი 2016 17:14
0
გილოცავთ ყველას, ყველას, ყველას... სასიამოვნოა, რომ სტადიონი ისევ გაივსო!!!
tngh
19 ნოემბერი 2016 17:04
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული