შეხვედრა კილმარნოკში, 18-ათასიან "რაგბი პარკზე" გაიმართება. ის 1899 წელს გაიხსნა და სამჯერ ჩაუტარდა რეკონსტრუქცია - 1946, 1961 და 1994-95 წლებში. უმაღლესი დონის ხელოვნურსაფარიანი მოედნის სრული სიგრძე 102, ხოლო სიგანე 68 მეტრია. ამ სტადიონზე საშინაო თამაშებს ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი ატარებს. 26 ნოემბრის მატჩი თბილისის დროით 18:30 საათზე იწყება და ქართველ ქომაგს მისი პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხის" საშუალებით ექნება.
ზედიზედ მესამე თამაშს იწყებს შერკინების ხაზი. იაპონიასთან და სამოასთან სრული დომინირების შემდეგ ჰეიგმა ფორვარდების შეცვლა მიზანშეწონილად არ მიიჩნია. სამოას მსგავსად, უცვლელია ნახევარდაცვის წყვილი.
მარქაფა
წინა შეხვედრისგან განსხვავებით, ორი ცვლილებაა მარქაფაში. შერკინების პირველ ხაზს ის სამეული გააძლიერებს, რომელმაც ერთი კვირის წინ სამოასთან ითამაშა. სკამზეა მესამე ხაზის სამი მოთამაშე - გიორგი თხილაიშვილი და შალვა სუთიაშვილი შეცვლაზე ერთი კვირის წინაც შევიდნენ, ახლა მათ ლაშა ლომიძე დაემატა, რომელიც მარქაფაში იაპონიასთან იყო. წინა მატჩებისგან განსხვავებით, თადარიგში გამოჩნდა ბექა წიკლაური. ის ერთადერთი უკანახაზელია სათადარიგოთა სკამზე, ხოლო 9 ნომრად ტრადიციულად გიორგი ბეგაძე შევა. - შოტლანდიის ნაკრების შემადგენლობა "ბორჯღალოსნებთან" მატჩისთვის ცნობილია
მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
რადგან მიზერულია მოგების შანსი იმ შოტლანდიასთან ვინც არგენტინას მოუგო და თითქმის მოუგო ავსტრალიას. მთავარია, ბიჭებმა იომონ როგორც სჩვევიათ. წარმატებები ჩვენს ლომკაცებს!