მილტონ ჰეიგმა შოტლანდიასთან "ბორჯღალოსნების" სამატჩო რაზმი დაასახელა

AutoSharing Option
წლის ბოლო სანაკრებო მატჩამდე 48 საათით ადრე, მილტონ ჰეიგმა "ბორჯღალოსნების" სამატჩო, 23-კაციანი რაზმი დაასახელა, რომლებიც 26 ნოემბერს შოტლანდიის წინააღმდეგ ითამაშებენ.

შეხვედრა კილმარნოკში, 18-ათასიან "რაგბი პარკზე" გაიმართება. ის 1899 წელს გაიხსნა და სამჯერ ჩაუტარდა რეკონსტრუქცია - 1946, 1961 და 1994-95 წლებში. უმაღლესი დონის ხელოვნურსაფარიანი მოედნის სრული სიგრძე 102, ხოლო სიგანე 68 მეტრია. ამ სტადიონზე საშინაო თამაშებს ადგილობრივი საფეხბურთო კლუბი ატარებს. 26 ნოემბრის მატჩი თბილისის დროით 18:30 საათზე იწყება და ქართველ ქომაგს მისი პირდაპირი რეპორტაჟის ხილვა საზოგადოებრივი მაუწყებლის "პირველი არხის" საშუალებით ექნება.

მხოლოდ ერთი ცვლილება
სამოასთან მოგებული მატჩის შემდეგ ჰეიგმა სასტარტო 15-ეულში მხოლოდ ერთი ცვლილება განახორციელა და ისიც იძულების წესით. 19 ნოემბერს თავის ტრავმა მიიღო გიორგი კოშაძემ და მწვრთნელებმა მის ნაცვლად სასტარტოში გიორგი აფციაური დააბრუნეს. აფციაურმა 12 ნოემბერს, იაპონიასთან დაიწყო თამაში და ახლაც გარემარბად მოგვევლინება, ხოლო თამაზ მჭედლიძე მოედნის ცენტრში გადაინაცვლებს და მერაბ შარიქაძეს შეუწყვილდება. მეორე ფლანგზე სანდრო თოდუა დადგება, ხოლო ფულბეკი მერაბ კვირიკაშვილია, რომელიც 98-ე კეპს მოიხვეჭს.

ზედიზედ მესამე თამაშს იწყებს შერკინების ხაზი. იაპონიასთან და სამოასთან სრული დომინირების შემდეგ ჰეიგმა ფორვარდების შეცვლა მიზანშეწონილად არ მიიჩნია. სამოას მსგავსად, უცვლელია ნახევარდაცვის წყვილი.

მარქაფა
წინა შეხვედრისგან განსხვავებით, ორი ცვლილებაა მარქაფაში. შერკინების პირველ ხაზს ის სამეული გააძლიერებს, რომელმაც ერთი კვირის წინ სამოასთან ითამაშა. სკამზეა მესამე ხაზის სამი მოთამაშე - გიორგი თხილაიშვილი და შალვა სუთიაშვილი შეცვლაზე ერთი კვირის წინაც შევიდნენ, ახლა მათ ლაშა ლომიძე დაემატა, რომელიც მარქაფაში იაპონიასთან იყო. წინა მატჩებისგან განსხვავებით, თადარიგში გამოჩნდა ბექა წიკლაური. ის ერთადერთი უკანახაზელია სათადარიგოთა სკამზე, ხოლო 9 ნომრად ტრადიციულად გიორგი ბეგაძე შევა.

- შოტლანდიის ნაკრების შემადგენლობა "ბორჯღალოსნებთან" მატჩისთვის ცნობილია

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 14 /
ratom ar mpasuxobt,Basilaia sad aris? Bichma ertad-erti lelo daudo Inglis...meechveba,rom es kidev ganmeordes
tegli
25 ნოემბერი 2016 17:52
0
ratom ar mpasuxobt,Basilaia sad aris? Bichma ertad-erti lelo daudo Inglis...meechveba,rom es kidev ganmeordes
tegli
25 ნოემბერი 2016 17:50
0
basilaia ratom ar chans?
tegli
25 ნოემბერი 2016 17:46
0
აქ ბევრი აზრი გამოითქვა,ზოგი ისე ,ზოგი ასე,მაგრამ ერთში დარწმუნებული ვარ და ალბათ თქვენც,რომ ჩვენი ბიჭები ამ თამაშში ყველაფერს დადებენ.გამარჯვებას გისურვებთ მეგობრებო.
სოსო
25 ნოემბერი 2016 13:03
0
ტრამვა აქვს ფრუიძეს და ზოგადად ბევრი ტრამვით შევხვდით შოტლანდიასთან მატჩს.
ბექა
25 ნოემბერი 2016 12:36
0
გიორგი ფრუიძე სად არის არსად რომ აღარ ჩანს? ტრავმა აქვს ვითომ? მშვენივრად ჩაჯდა ნაკრებში და რუმინეთი რომ გადავტეხეთ იმის მერე მგონი აღარც გამოუძახიათ, თან მაშინ როდესაც ბექებიდან მარქაფაში მხოლოდ ერთი კაცი გვიზის, ერთიიი!!!
fraternity
25 ნოემბერი 2016 10:13
0
Niko, როგორც "ძველ მოთამაშეს" (უპრიანი იქნებოდა გეთქვა -"ყოფილ მოთამაშეს"), კარგი იქნებოდა ეს ყველაფერი პირადად გეთქვა ხეიგისთვის. ეტყობა ის ვერ ხვდება, კვალიფიკაციის "ნაკლებობის" გამო. მეორე, თამაშის წინ (თამაშის შემდეგ კრიტიკა წამალია)"ძველ მოთამაშეს" არ უნდა ეკადრებოდეს, რომელიმე მორაგბეზე თქვას "არ ვარგა", ესაო, ისაო და ა. შ. ასე რომ.......რაც შეეხება შენს "სურვილს", ეს არ არის გულის გამოძახილი, ეს "ტუფტა" სურვილია და მეტი არაფერი. დარწმუნებული ვარ ბიჭები ყველაფერს დადებენ შედეგის მისაღწევად და ამ ეტაპზე, მათი მომზადებიდან გამომდინაე, აირჩევენ იმ ტაქტიკას, რაც უფრო შედეგის მომტანი იქნება მათთვის.
vefxia khalibauri
25 ნოემბერი 2016 10:06
0
არასწორი მოლოდინებია შექმნილი ამ მატჩზე
რადგან მიზერულია მოგების შანსი იმ შოტლანდიასთან ვინც არგენტინას მოუგო და თითქმის მოუგო ავსტრალიას. მთავარია, ბიჭებმა იომონ როგორც სჩვევიათ. წარმატებები ჩვენს ლომკაცებს!
qomagi
25 ნოემბერი 2016 09:56
0
აფციაური გაიტანს ლელოს...უეჭველი...
ლევანი
25 ნოემბერი 2016 09:17
0
მე მეგონა რომ ჰეიგი უკანა ხაზს გააძლიერებდა და თანამედროვე თამაშს ისწავლიდნენ. სამწუხაროდ არც აფციაური ვარგა და მთლიანობაში კვლავ გავიმეორებ, უკანა ხაზი არასწორად დგას თავდასხმაშიც და დაცვაშიც. ამითომ უმეტესად ლელოებს ვიღებთ ფლანგებიდან. მე ჯერ არ მინახავს ჩვენს მორკინალებს ლელო გაეშვათ. ხაზი დაცვაში კარგავს ძუსტად რასაც ჰქვია ხაზი და ამოტომ ხშირად ჭრიან მას. Fლანგებზე კი ჩარეკვა არასჭორად მიმდინარეობს. როგორც კი მოწინააღმდეგის 10 ნომერი ბურთს გაუშვებს იმწავსვე უნდა ხდებოდეს ავტომატიურად დაცვის 10იანის შემდეგ ნომერზე გადაწყობა ან თუ შერკინების ფლანკერები დგანან დაცვაში ისინიც ასევე შემდეგ კაცზე უნდა გადაეწყონ. ეს არ არის რაიმე ძნელი არამედ სწორი რაგბის ანბანია. ამით დაცვაში უპირატესობას იღებ და ადვილად კეტავ მოწინააღმდეგეს ანდ აუტისკენ გადაგყავს მათი უკანა ხაზის შეტევა. ასევე თანამედროვე რაგბში უკანა ხაზს შეტევისას ბურთი ხელიდან არ უნდა უვარდებოედეს. ჩვენებს განსაკუთრებით დაბოლოების სტადიაში უვარდებათ ბურთი ხელიდან, ან რაც მეკოს სჩვევია შეუხედავად იძლევიან პასს, ბურთი ძირს ვარდება და კვლავ კარგავენ მომენტს. მოკლედ წინსვლა არის მაგრამ უფრო მეტი სამუშაოა საჭირო შოტლანდიის ან ირლანდიის, ან გრანდების დასამარცხებლად. როგორც ძველ მოთამაშეს ძალიან მახარებს ამდენი წინსვლა, მოუთმენლად ველი თამაშებს და ვხედავ რამდენი მონდომება იხარჯება და ენერგია ბიჭების მიერ თითოეულ თამაშში და მინდა რომ კიდევ მეტს მიაღწიონ. წარმატება ლომებს!
Niko
25 ნოემბერი 2016 02:11
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული