"ბორჯღალოსნებმა" შოტლანდიის ნაკრებთან პირველი ტაიმი დათმეს

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები ნოემბრის ტესტ-სერიის ბოლო შეხვედრას სტუმრად კილმარნოკში, შოტლანდიის ნაკრებთან მართავს. პირველი ტაიმის შემდეგ "ბორჯღალოსნები" ანგარიშით 11:31 მარცხდებიან.

არადა, ანგარიში საქართველოს ნაკრებმა ვასილ ლობჟანიძის ბრწყინვალე ლელოთი, უკვე მე-5 წუთზე გახსნა.მერაბ კვირიკაშვილმა რთული პოზიციდაან ვერ გარდასახა.

ჩვენი სიხარული დიდხანს არ გაგრძელდა. შოტლანდიელებს საპასუხო ლელოს გასატანად სულ სამიოდე წუთი დასჭირდათ. საქართველოს ჩათვლის მოედანში ბურთი ტომი სეიმურმა დადო, გრეგ ლაიდლოუმ კი გარდასახა.

მე-15 წუთისთვის მასპინძლების მოლი ტექნიკური ლელოთი დასრულდა, მსაჯმა კი კონსტანტინე მიქაუტაძე მოლის ჩაქცევისთვის გააძევა.

მე-17 წუთზე კვირიკაშვილმა საჯარიმო დარტყმა
ზუსტად შეასრულა და სხვაობა 6 ქულამდეც შეამცირა, თუმცა შოტლანდიელებმა რიცხობრივი უპირატესობით ისარგებლეს და მე-20 წუთზე ლელო უკვე შონ მითლენდმა დადო. ლაიდლოუმ იმ ეპიზოდშიც ზუსტად შეასრულა რეალიზაცია და 29-ე წუთისთვისაც - საჯარიმო დარტყმა.

32-ე წუთზე მერაბ კვირიკაშვილმა ზუსტი საჯარიმოთი სხვაობა კი შეამცირა, თუმცა 35-ე წუთზე მორიგი ლელო მივიღეთ. სტიუარტ ჰოგი ვერავინ შეაჩერა. ლეიდლოუმ კიდევ ერთხელ გარდასახა - 31:11.

ნოემბრის ტესტები

შოტლანდია-საქართველო 31:11 (პირველი ტაიმი)
შოტლანდია: 15. სტიუარტ ჰოგი, 14. შონ მითლენდი, 13. მარკ ბენეტი, 12. ალექს დანბერი, 11. ტომი სეიმური, 10. ფინ რასელი, 9. გრეგ ლაიდლოუ. 1. ალან დელი, 2. როს ფორდი, 3. ზანდერ ფეგერსონი, 4. რიჩი გრეი, 5. ჯონი გრეი, 6. რობ ჰარლი, 7. ხემიშ ვოტსონი, 8. რაიან ვილოსნი
16. ფრესერ ბრაუნი, 17. ალექს ალენი, 18. მორი ლოუ, 19. გრენტ გილკრისტი, 20. ჯონ ბარკლი, 21. ალი პრაისი, 22. პიტ ჰორნი, 23. რორი ჰიუზი
საქართველო: 15. მერაბ კვირიკაშვილი, 14. გიორგი აფციაური, 13. მერაბ შარიქაძე, 12. თამაზ მჭედლიძე, 11. ალექსანდრე თოდუა, 10. ლაშა მალაღურაძე, 9. ვასილ ლობჟანიძე. 1. მიხეილ ნარიაშვილი, 2. ჯაბა ბრეგვაძე, 3. ლევან ჩილაჩავა, 4. კონსტანტინე მიქაუტაძე, 5. გიორგი ნემსაძე, 6. ვიქტორ კოლელიშვილი, 7. მამუკა გორგოძე, 8. ბექა ბიწაძე.
16. ბადრი ალხაზაშვილი, 17. კარლენ ასეიშვილი, 18. დავით ქუბრიაშვილი, 19. ლაშა ლომიძე, 20. გიორგი თხილაიშვილი, 21. გიორგი ბეგაძე, 22. ბექა წიკლაური, 23. შალვა სუთიაშვილი.
მკითხველის კომენტარები / 11 /
სწრაფი და ფიზიკურად ძლიერი მორბენალები გვჭირდება ერთი-ორი.
სიჩქარეს რო აიღებს ვერავინ რო ვერ შეაჩეროს, ზელანდიელი სავია-სავით.

შერკინება ჩვენი კოზირია და მართლა მაგრები ვართ, რაც არ უნდა დავუკარგოთ ჩვენს ბიჭებს.
არაუშავს, წავაგეთ, მაგრამ კარგად ვითამაშეთ.
26 ნოემბერი 2016 20:49
0
რაგბის ვაჟკაცები თამაშობენ და დამარცხება სირცხვილი არ არის.ღირსეულ მეტოქესთან ღირსეულად დამარცხება მით უმეტეს.

მალხაზ აბულაძე
26 ნოემბერი 2016 20:48
0
გამოცდილებას მივიღებთ, გამოცდილებას მივიღებთ ...
ამხანაგური თამაში ხო არაა?

არ მესმის გარდასახვას მარცხენა უკიდურესი კუთხიდან რატომ ურტყამს მემარცხენე კვირიკაშვილი? ბურთის ფრენის ტრაექტორია ხო მახვილი კუთხით ხდება. ასე უაზროდ რატომ ვირთულებთ საქმეს?. დაერტყა მემარჯვენე მალაღურაძეს.
კვირიკაშვილმა დაარტყას მარჯვენა მხრიდან და ცენტრიდან, თუ სხვა შემსრულებელი არ გვყავს.
2 გარდასახვა ვის კისერზეა?
26 ნოემბერი 2016 20:25
0
აი მაგას ვიძახი ამიტომაც უნდა გვათამაშონ.ეს გამოცდილებიდან მოდის ყველაფერი.ორი ლელო იქით უნდა დაგვედო და აქეთ დაგვიდეს.ისე წინ ვერ წავალთ...
გია
26 ნოემბერი 2016 20:18
0
რაგბს მაინც ნუღა შევაძულებთ ხალხს ისევ ისეთ გუნდები აირჩიონ ჯობია ვისაც ვუგებთ თორე ერთი 3 კიდე ესეთი წაგებული თამაში და ხალხი მარტო ჯიგრულად თამაშით აღარ დაკმაყპფილდება. ასე რომ დავივიწყოთ სათამაშოდ ევროპის 6 გუნდი ოკეანეთის 4 გუნდი არგენტინა იაპონია.. ვითამაშოთ ისევ რუმინეთთან რუსებთან და ა.შ.
effe
26 ნოემბერი 2016 20:14
0
ამიტომაც უნდა გვათამაშონ ხშირად რო მერე ასე უშანსოდ არ ვაგებდეთ
გია
26 ნოემბერი 2016 19:38
0
აი, როგორც შოტლანდიEლEბი, ასE აშკარა ადვილობით გვამარცხებენ, ასE ჩვენ ვერ ვამარცხეBთ, ვEრც რუმინელEბს, ვერც რუ$Eბს და ვერც Pორტუგალია$ა და ესPანEთ$აც... და ამის შEმდეგ რაზეა ლაPარაკი!...
უნდა დავეშვათ, უნდა, მ ი წ ა ზ ე!
ოკრიბელი
26 ნოემბერი 2016 19:34
0
ისე ეხლა რომ სიმართლე ვთქვათ, იაპონიას როცა ვერ უგებ, მოდი სქოთებთან არც ქონდეს იმედი რამის
ქომაგი
26 ნოემბერი 2016 19:26
0
მთელ პირველ ტაიმში ორი შეტევა გვქონდა მარტო. საერთოდ ბურთი არ მიგვიღია. ძალიან სწრაფი და ორგანიზებული გუნდია. დიდ გამოცდილებას მივიღებთ. იმედია, 6 ერის სხვა გუნდებსაც შევხვდებით
Mmm
26 ნოემბერი 2016 19:26
0
ეეე ისევ რუსეთი და რუმინეთი გამოუშვით((( ნორმალური ვინც შეგვხვდა კველამ გადაგვიარა
sss
26 ნოემბერი 2016 19:26
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული