მილტონ ჰეიგი: ვაღიარებ - პირველი 40 წუთი წაგებულის პოზიციიდან ვთამაშობდით

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ნაკრების მთავარმა მწვრთნელმა მილტონ ჰეიგმა შოტლანდიასთან შეხვედრის შემდეგ პრეკონფერენციაზე თამაში შეაფასა.

- საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად შოტლანდიასთან დამარცხდა

"პირველი ტაიმი გულდასაწყვეტი იყო, რის შემდეგაც მოგება-წაგებაზე ფიქრი ზედმეტი იყო და უბრალოდ უნდა გვენახებინა რა შეგვეძლო. სისხლის უკანასკნელ წვეთამდე უნდა გვებრძოლა და ჩვენ ეს ნამდვილად მოვახერხეთ. ვაღიარებ - პირველი 40 წუთი წაგებულის პოზიციიდან ვთამაშობდით და მეტოქეს თავად მივეცით ქულების ადვილად მოპოვების შესაძლებლობა.

შოტლანდია ძლიერი, გამოცდილი გუნდია და მისი ძალის შეფასებისას არ შევმცდარვართ. ნოემბერში ჩვენ იაპონიას და სამოას ვეთამაშეთ, შოტლანდია -
ავსტრალიას და არგენტინას. დონეთა სხვაობა ძალიან დიდია და ეს პირველ ტაიმში თვალში საცემი იყო.

თებერვალ-მარტში გერმანიასთან და ბელგიასთან მოგვიწევს თამაში, შოტლანდიას უელსთან, ინგლისთან, ირლანდიასთან და საფრანგეთთან. თუ სისტემატურად არ მოგვეცემა ელიტური ნაკრებების წინააღმდეგ თამაშის შესაძლებლობა, შოტლანდიის მსგავს გუნდთან გათანაბრება გაგვიჭირდება. ვერ ვიტყვი, რომ ეს თამაში წინგადადგმული ნაბიჯი იყო, თუმცა მეორე ტაიმში, შერკინებასა და მოლში კარგი თამაშით, ქართული რაგბის ძალა ვაჩვენეთ", - განაცხადა ჰეიგმა.

- შოტლანდია-საქართველოს შემდეგ: "რეიტინგში სხვაობა მხოლოდ ხუთი საფეხურია, მაგრამ სინამდვილეში ეს უფსკრულია"

მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 7 /
რაშია მაგარი მელიტონი, შოტლადიასთან მოსაგებად რომ ამზადებდა გუნდს,იაპონიასთან წააგო და მერე მეორე ტაიმში რომ მიხვადა როგორ უნდა ეთამაშა.......
222
28 ნოემბერი 2016 09:15
0
ნიჩევო მილტონ ნიჩევო
nika
28 ნოემბერი 2016 01:24
0
მილტონ ძალიან კარგი მწვრთნელი ხარ - დიდ პატივს გცემ. მაგარი ხარ რომ აღიარე პირველი 40 წუთი წაგებულის პოზიციიდან ვითამაშეთო. აღარასოდეს გაიყვანო გუნდი ასეთი განწყობით და წარმატება მალე მოვა - მე-2 40-მა წუთმა გვაჩვენა რომ ჩვენც ვიცით თამაში. მოკლედ იაპონიის განვითარების ფილოსოფია გადმოიღე და დიდი შეწდეგიც მოვა!
დავითი
27 ნოემბერი 2016 23:11
0
მე შოტლანდიაში ვცხოვრობ და აქაურებს არც უნდათ იმის გაგონება რომ საქართველო დაიმატონ. არც უშვებენ ეგეთ აზრს. საკლუბო რაგბით უნდა შევუტიოთ ჯერ ალბათ და მერე მიგვიღებენ ერზეც. იდეალური იქნებოდა საფრანგეთის ჩემპიონატში ქართული კლუბი.
gia
27 ნოემბერი 2016 21:18
0
ჰეიგის სახელობის სტადიონი გვინდა.....
zviad
27 ნოემბერი 2016 20:54
0
jgiri kohi meliton
dazmiri
27 ნოემბერი 2016 18:51
0
ღირსეული მწვრთნელი გვყავს.
Gorski
27 ნოემბერი 2016 13:56
0

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული