მამუკა გორგოძე: ასეთი ანგარიშით წაგება არ გვეკადრება, თუმცა...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მორაგბემ მამუკა გორგოძემ შოტლანდიასთან (16:43) ტესტმატჩის შემდეგ კომენტარი გააკეთა.

- საქართველოს მორაგბეთა ნაკრები სტუმრად შოტლანდიასთან დამარცხდა [VIDEO]

"საქართველოს ნაკრების ცალკეულ მოთამაშეებს ასეთი დონის მეტოქესთან თამაშის გამოცდილება აქვს, მაგრამ როგორც გუნდს ეს გამოცდილება გვაკლია.

მსგავსი შანსი ხშირად უნდა გვქონდეს. დღეს ჩვენ აშკარად გვაჯობეს. ასეთი ანგარიშით წაგება არ გვეკადრება, თუმცა ამ წაგებიდანაც უნდა ვისწავლოთ და ამ კუთხით ეს თამაში ნამდვილად ფასეული იყო", - განაცხადა გორგოძემ.

- მილტონ ჰეიგი: ვაღიარებ - პირველი 40 წუთი წაგებულის პოზიციიდან ვთამაშობდით
- შოტლანდია-საქართველოს შემდეგ: "რეიტინგში
სხვაობა მხოლოდ ხუთი საფეხურია, მაგრამ სინამდვილეში ეს უფსკრულია"


მომზადებულია rugby.ge-ს მიხედვით
მკითხველის კომენტარები / 18 /
კახა,შენ გენაცვალე,ჩვენც გამწარებულები ვართ მაგრამ ასეთი მიდგომა სწორი არ არის,ვიღაცის არაკაცობას მთელ ერს ნუ აჰკიდებ,სკოტმა მორაგბეებმა კაცურად ,მთელი ძალით ითამაშეს და არაფერი უღირსი არ უკადრებიათ, ისევე როგორც რუს მორაგბეებს,პირიქით რუსეთის რაგბის ფედერაცია გვერდით დაგვიდგა ომის დროსაც და წყალდიდობის შემდეგაც.მსაჯმა რომ უკადრებელი იკადრა,ინგლისელი იყო,მაგრამ არც ინგლისელებს უნდა დავაბრალოთ ეროვნული უნამუსობა.ერთი კაცის სიგლახით ერი არ გაიზომება.ისე თუ ვარაუდი გაუწიე კვირიკაშვილი ჯარიმებს რომ ურტყამდა,მთელი სტადიონი ჩუმდებოდა,აქ კი რამდენი ხანია ვცდილობთ ამ წესის დანერგვას,მაგრამ მაინც ვერ მივაღწიეთ.ეს რაგბის ეთიკის დარღვევაა,მაგრამ მთელი საქართველო უნამუსოა?ან აქ ნაკლებ უნამუსობას აკეთებენ მსაჯები?
რაგბი ჩვენი თამაშია,მაგრამეს თამაში ბრიტანელებმა მოიგონეს და ასე ადვილად ნუ დავუკარგავთ დამსახურებას.მათთვის ძნელი ასატანია,ვიღაცა ჩვენსავით არსაიდან მოსული(მათი აზრით)გამოწვევას რომ ესვრის,ასე იყო ფეხბურთშიც,ისინი მსოფლიოს ფეხბურთს არ სცნობდნენ და მსოფლიო ჩემპიონატებში არ მონაწილეობდნენ ძალიან დიდი ხანი,ასევე იყო კალათბურთშიც,იგი ამერიკელებმა მოიგონეს და ნბა ს ჩემპიონს მსოფლიოს ჩემპიონს უწოდებდნენ.ჰოკეიშინხლ სმსოფლიო ჩემპიონატზე წინ აყენებენ და ადრეარც მონაწილეობდნენ,სანამ სსრკ ნაკრებმა პროფესიონალებს არ მოუგო გამოწვევის თასზე(კუბოკ ვიზოვა).ასე,მათიციან,რომ ეს მათი თამაშია და შენ თუ არ დაამტკიცე,რომ მათი ტოლ სწორი ხარ,თავის წრეში არ მიგიღებენ.ახლაც სწორედ ეს მოხდა და არ მიგვიღეს,მაგრამ კიდევ ვცდით და აუცილებლად შევალთ მათ წრეში,შევალთ იმიტომ ,რომ რაგბი ჩვენი თამაშია და ლელო ხომ სულ მთლად ჩვენია.
kaxa qartvels სოსო
18:24 28-11-2016
0
გეთანხმები. სისწრაფე და სისხარტე, ეს 2 რამ გვაკლია. ისეთი შთაბეჭდილება დამრჩა, რომ ნებისმიერი სკოტი თუ იაპონელი ნებისმიერ ჩვენს გაუსწრებს სირბილში.

მაგრამ ალბათ, თუ სისწრაფეზე გავამახვილებთ ყურადღებას ალბათ სხვა რამეებში დავთმობთ. ასე რომ, ძნელი იქნება ტრანსფორმაცია..
თენგაბი-s
13:57 28-11-2016
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული