მამუკა გორგოძე: რადგან ფეხბურთი ახსენეთ, ჩემს პოზიციასაც დავაფიქსირებ...

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების მორაგბემ, მამუკა გორგოძემ გაზეთ "კვირის პალიტრასთან" ინტერვიუში ბევრ საინტერესო თემაზე ისაუბრა.

ინტერვიუდან რამდენიმე საინტერესო კითხვა-პასუხი გამოვარჩიეთ, რომელსაც ქვემოთ გთავაზობთ.

გორგოძემ "ბორდოსთან" მატჩში მომხდარ ინციდენტზე, შოტლანდიასთან თამაშსა და გულშემატკივრებზე ისაუბრა.

- "ბორდოსთან" მატჩისას ზელანდიელმა ლუკ ბრეიდიმ ფეხი სახეზე დაგაბიჯა...
- ეს რაგბია - ამაზე უარესისთვისაც უნდა იყო მზად (იცინის). მეტკინა, მაგრამ მთავარია, ბუცი თვალს ასცდა. მალევე წამოვდექი - სხვისგან არ მიყვარს სიმულაცია, ოდნავ შეხებაზეც კი ნახევარ საათს რომ დაგორავენ მოედანზე. გუნდს სარგებელი რომ მოუტანო, ხანდახან ესეც საჭიროა, მაგრამ ჩემს
ხასიათს არ შეეფერება... შემთხვევითი უხეშობისთვის ბრეიდიმ რამდენჯერმე მომიბოდიშა, შეგნებულად ვერც ვერავინ გამიბედავდა, იციან, რომ განზრახ დარტყმას უპასუხოდ არ დავტოვებ. "მონპელიეში" ახალმისულს ამხანაგური მატჩისას მეც დამემართა მსგავსი რამ: მეტოქე ფეხებზე ჩამომეკიდა, გასათავისუფლებლად ახტომა ვცადე და... შემთხვევით დავაბიჯე. 33 ნაკერი დასჭირდა ყურზე...

- მამუკა გორგოძემ დაიცვა მეტოქე, რომელმაც სახეზე ფეხი დააბიჯა [VIDEO]

- "ექვსი ერის" მონაწილე ნაკრებთან ასე წაგებით ნიშნის მოგების საბაბი მივეცით ხალხს, ვისაც გულზე არ ეხატება ამ ტურნირისკენ ჩვენი ლტოლვა...
- მე სულ ვამბობდი, რომ "ექვს ერამდე" ჯერ სხვა ეტაპი გვაქვს გასავლელი. იტალიაც თითქმის ყველა მატჩს აგებს ტურნირის დანარჩენ მონაწილეებთან, მაგრამ კომერციული თვალსაზრისით, "მსოფლიო რაგბისთვის" ის ჩვენზე გაცილებით საინტერესო ქვეყანაა და მეორე ასეთი გუნდის დამატება არ აინტერესებთ. სანამ თამაშით აშკარად არ ვაჯობებთ იტალიას, "ექვს ერში" არ შეგვიშვებენ. ერთი თავით უნდა ვჯობდეთ, დღეს კი, ჩემი აზრით, 53%-47%-ზეა იტალიის სასარგებლოდ... გნებავთ, ვინმესგან ნიშნის მოგება დაარქვით, გნებავთ - მწარე სიმართლე, მაგრამ მეც მიმაჩნია, რომ შოტლანდიის დონის გუნდებთან ტურნირში სათამაშოდ ჯერ მზად არა ვართ.

- თანაც, რაგბი ლოგიკური თამაშია და არც სენსაცია ხდება ისე ხშირად, როგორც ფეხბურთში ან კალათბურთში...
- რადგან ფეხბურთი ახსენეთ, ჩემს პოზიციასაც დავაფიქსირებ: მეც და სხვა მორაგბეებსაც ძალიან არ გვსიამოვნებს, როცა ფეხბურთელების კრიტიკის ფონზე გვაქებენ. თუ ვინმეს ჰგონია, ასეთი ლაპარაკით კოჭს გვიგორებს ან გვასიამოვნებს, ძალიან ცდება და ორივე სახეობას ცუდ სამსახურს უწევს! შედეგად, ფეხბურთის ქომაგსაც აგრესია უჩნდება რაგბის მიმართ და მოთამაშეებსაც... ჩვენ ყველა სახეობას და სპორტსმენს ვგულშემატკივრობთ, მით უმეტეს, ფეხბურთს, რომელიც მსოფლიოში ყველაზე პოპულარული თამაშია და საქართველოშიც უდიდესი ტრადიცია აქვს.

ფეხბურთელებიც ჩვენზე არანაკლებ მონდომებულნი არიან, მაგრამ რაგბი ისეთი სახეობაა, ბრძოლა, ჟინი, მიწოლა ჩვენთან უფრო აშკარად ჩანს, ფეხბურთში კი ამის გამოხატვა შედარებით ძნელია.

- სამოასთან წაგების უფლება არ გვქონდაო... იაპონიასთან დასანანი მარცხის შემდეგ არ გაგიჭირდათ კუნძულელებთან თამაშზე კონცენტრირება?
- წაგების მიუხედავად, ყველა ქომაგი რომ გიმეორებს, არა უშავს, ისევ ძველებურად გვიყვარხართ, ის მარცხი დაივიწყეთო, როცა წაგებული მატჩიდან ერთ კვირაში ტრიბუნები ისევ სავსეა, შენს თავს აღარ ეკუთვნი, დამარცხების უფლება აღარ გაქვს! უნდა დაივიწყო "აღარ შემიძლია", რადაც უნდა დაგიჯდეს, უნდა გაიმარჯვო!

- აშკარაა, რომ თქვენთან ერთად მაყურებელიც გაიზარდა! წესებიც ყველამ ისწავლა და ისიც, როდის და როგორ გაამხნევოს საყვარელი გუნდი...
- ნამდვილად გაიზარდა! რაგბის წესებიც ისწავლეს, სხვა ნაკრებებიც კარგად გაიცნეს და ჰაერში აღარ დაფრინავენ, იციან, ვისთან მოგებაზე შეიძლება ფიქრი. ერთიც უნდა ვთქვა აუცილებლად: ქომაგებს ყველა ინტერვიუში ვახსენებ და სიყვარულისთვის იმდენჯერ ვუხდი მადლობას, შესაძლოა, ვიღაცამ იფიქროს, რომ ქომაგის გულის მოგებას ვცდილობ... არადა, პირფერობა არც ჩემს ხასიათშია და არც არაფერში მჭირდება, გულშემატკივრის უდიდეს სიყვარულს ისედაც სულ ვგრძნობ... თუ მოთამაშე არა ხარ, ვერ იგრძნობ, როგორი მნიშვნელოვანია ასეთი თანადგომა...

ინტერვიუს სრული ვერსიის ნახვა "კვირის პალიტრის" საიტზე შეგიძლიათ. გაითვალისწინეთ, რომ ეს არის საგაზეთო პუბლიკაცია და მისი წაკითხვა საიტზე ფასიანი პაკეტის შეძენის შემდეგ შეგიძლიათ.

მამუკა გორგოძის სრული ინტერვიუ - "რაგბი მართლაც ჩვენი თამაშია!"

ავტორი: რატი შელეგია
წყარო: kvrispalitra.ge
მკითხველის კომენტარები / 45 /
რატომ უნდა გასკდეს ვინმე გულზე? წარმატებებს ვუსურვებ, მინიმუმ მაგდენი გაეტანოს ყოველ კვირას.
baxva-s
23 დეკემბერი 2016 19:50
0
ფეხბურთზე მაბოდებდა ისე გავიზარდე, ნაგრამ რაგბს თავისი ეშხით ენერგიით და სირთულით არცერთი სახეობა არ მირჩევნია, თუგინდ მეცხრე სახეობა იყოს. ქართველს კიდევ ყველა სახეობაში ერთნაირად ვგულშემატკივრობ. საკუთარ თავს ეცით პატივი ნუ იგესლებით დიდიან პატარიანად.
რეზო
18 დეკემბერი 2016 15:01
0
მჭედიძემ დუბლი შეასრულა .გულზე არ გასკდეთ რაგბისტებო
baxva
17 დეკემბერი 2016 23:10
0
როცა მოედანზე გადიხარ ეროვნული ნაკრების ფორმით მოწინააღმდეგესთან სათამაშოდ.არა აქვს მნიშვნელობა რაგბისტი ხარ ფეხბურთელი თუ ხოკეისტი უნდა გახსოვდეს,რომ შენი თანამემამულეს მილიონობით თვალი შემოგყურებს სიყვარულით,იმედით,ოცნებით, იმ ოცნებით,რომ მოწინააღმდეგესთან თავს არ დაზოგავ და თუ ვერ მოიგებ დასაცინად მაინც არ ააგდებინებ თავს.ამ კაცის (ზოგადათ ჩვენი რაგბისტების)ყველა გასვლა მოედანზე და თამაში ზედმიწევნით იმის დასტურია,რომ ამ ხალხს ჯიგარი,გული და ქვეყნის სიყვარული ზუსტად იქ აქვთ სადაც უნდა ქონდეს ყველას მათ შორის ფეხბურთელებსაც.
sake
17 დეკემბერი 2016 13:07
0
megobrebo ragbic,fexburtic da kalatburtic dzalian mikvars da rasac erovnuli nakrebi da qartvelebi tamahoben kvelafers vqomagob.gind cxenburtis erovnuli nakrebi ikos.ra huahia gansxvaveba
rajo
17 დეკემბერი 2016 12:55
0
-ფეხბურთი ნომერ პირველია, მაგრამ სიხარული დღეს რაგბს მოაქვს.
dato
17 დეკემბერი 2016 12:38
0
ვისაც გირჩევნიათ ბიძIკო ფეხბურთI უყურეთ მერე რას გადაგვეკიდეთ ბიჯოოს. ჩვენთვის რაგბია ყველა სპორტზე უფრო დიდი და მორჩა. რას ახურებთ საქმეს. რაგბი რომ უფრო წარმატებულია საქართველოში ვიდრე ფეხბურთI ეგეც არახალია. რაგბი 25 წელია პროგრესს განიცდის ჩვენთან ბეტონის სტადიონების პირობებში და ფედა ფეხბურთი ყოველ წელს უკან-უკან მიდის. მე გადასახადის გადამხდელმა გეკითხები რრატომ უნდა სდაფანინანსო სპორტი რომელიც ტოტალიზატორებზე თამაშობს და ხალხს სიხარულს არ ანიჩებს?
giorgi
16 დეკემბერი 2016 15:45
0
მამუკა ჩვენი სიამაყეა!
თემო
16 დეკემბერი 2016 14:23
0
Ertmanetis sheurawyofa romeli sporti jobia martla ar aris swori forma. Qveyanam unda airchios romeli sporti gamosdis ufro kargad, tu martlac ragbe chveni tamashia da did ateulshi shevedit da warmatebit vitamashet msoflioze modit am bichebs mivcet ganvitarebis sashualeba. Sheidzleba fexburtelebs ewyinot mara marto ragbi ar aris fexburtis konkurenti es aris kalatburti. Nu gvaviwydeba ramden sixaruls anicheben es bichebi chvens gulshematkivreb. Amerikashi fexburti dzaan bevrs ar ainteresebs mara kalatburtshi pirvelebi arian. Imitom rom ar gamosdit es fexburti am xalxs tumca am bolo dros ki amoqaches. Chven gvinda prioriteti romeli soorti unda ganvitardes saqartveloshi.
Men
16 დეკემბერი 2016 13:29
0
სამხრეთ აფრიკა ზელანდია ავსტრალია ტონგა სამოა ფიფი აი ამ ქვეყნებშია რაგბი ნომერ პირველი სპორტი ,ავსტრალიაში ფეხბურტიც ძალიან პოპულარულია იმოტო რო ავსტრალიის ნაკრები ხშირად თამაშობს მსოფლიოზე.ვისაც გგონიათ რო რაგბი საქართველოსსი უფრო პოპულარული სპორტია ვიდრე ფეხბურთი გეტყვით რო ძაან გაღმა ხართ
nodo
16 დეკემბერი 2016 12:22
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული