rugger.info-ს მსოფლიოს სიმბოლურ ნაკრებში მიხეილ ნარიაშვილი და მამუკა გორგოძე მოხვდნენ

AutoSharing Option
რუსულმა სარაგბო ვებგვერდმა rugger.info-მ მკითხველთა შორის გამოკითხვა ჩაატარა მსოფლიოს სიმბოლური ნაკრების გამოსავლენად.

პლანეტის საუკეთესო თხუთმეტეულში ორი ქართველი მოხვდა - "მონპელიეს" შერკინების ბურჯი მიხეილ ნარიაშვილი და "ტულონის" მესამეხაზელი მამუკა გორგოძე.

თხუთმეტეულში სულ 11 ახალზელანდიელია. ევროპიდან, ორი ქართველის გარდა, კიდევ ორი ინგლისელი, ოუენ ფარელი და ჯონათან ჯოზეფი, მოხვდა.

სიმბოლური ნაკრები
15. ბენ სმიტი (ახალი ზელანდია), 14. იზარელ დეგი (ახალი ზელანდია), 13. ჯონათან ჯოზეფი (ინგლისი), 12. ოუენ ფარელი (ინგლისი), 11. ჯულიან სავეა
(ახალი ზელანდია), 10. ბოდენ ბარეტი (ახალი ზელანდია), 9. თი ჯეი პერენარა (ახალი ზელანდია). 1. მიხაილ ნარიაშვილი (საქართველო), 2. დენ კოულსი (ახალი ზელანდია), 3. ოუენ ფრენქსი (ახალი ზელანდია), 4. ბროდი რეტალიკი (ახალი ზელანდია), 5. სემ ვაითლოქი (ახალი ზელანდია), 6. ჯერომ კაინო (ახალი ზელანდია), 7. მამუკა გორგოძე (საქართველო), 8. კირან რიდი (ახალი ზელანდია).

(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
სხვათაშორის მაგ პორტალზე ზალიან ყურადღებას აქცევენ ქართულ რაგბს, დიდ 10 და ლეგიონერებს, ნაკრებს. საქართველოს ნაკრების თამაშებს სულ ლაივში უშვებენ და მანდ უყურებ ხოლმე, ამხანაგურებსაც აჩვენებენ, მაგალითად შოტლანდიასთან მანდ უყურე
ტყეშელაანთ გიჟი
14:47 04-01-2017
0

სიახლეები პოპულარული