"ბორჯღალოსნები" რუსეთს - "ეროვნულზე", გერმანიას კი რუსთავში უმასპინძლებენ

AutoSharing Option
საქართველოს მორაგბეთა ეროვნული ნაკრები 11 თებერვლიდან ერთა თასის გათამაშებაში ჩაებმება, რომელიც იმავდროულად, 2019 წლის მსოფლიოს თასის შესარჩევი ტურნირიცაა. თუმცა, "ბორჯღალოსნები" შესარჩევში არ მონაწილეობენ, რადგან 2015 წელს ავტომატურად მოიპოვეს მომდევნო მსოფლიოს თასის საგზური.

საქართველოს ნაკრები პირველ მატჩს 11 თებერვალს ბრიუსელში, ბელგიის ნაკრების წინააღმდეგ გამართავს. უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო ათი წლის განმავლობაში, წლეულს პირველი შემთხვევაა, როცა ერთა თასის მატჩები სრულად არ ემთხვევა ექვსი ერის გათამაშების კალენდარს. ასე, მაგალითად, ევროპის საუკეთესო ექვსეულის გათამაშება 4 თებერვალს იწყება.

ბრიუსელში ბელგიელებთან ჩვენს მატჩს უელსელი ბენ ვაითჰუზი
განსჯის. მომდევნო შეხვედრას კი, "ბორჯღალოსნები" 19 თებერვალს, რუსთავში, "რუსთავი არენაზე" გამართავენ გერმანიის ეროვნულ გუნდთან. აქ რეფერი ბელგიელი მაქსიმ ბურლე იქნება, რომელმაც ერთი წლის წინათ თბილისში სწორედ გერმანელებთან დაპირისპირებისას იმსაჯა.

მესამე, მეოთხე და მეხუთე ტურის მატჩებს "ბორჯღალოსნები" მიჯრით გამართავენ. 4 მარტს ჩვენი გუნდი ესპანეთს ეწვევა და ვალიადოლიდთან ახლოს, პატარა ქალაქ მედინა დელ კამპოში დაუპირისპირდება "ლომებს". ამ მატჩის არბიტრი უელსელი კრეიგ ევანსი იქნება.

ერთი კვირის თავზე თბილისში რუსები გვეწვევიან. თამაში ეროვნულ სტადიონზე ჩატარდება. მას ინგლისელი იან ტემპესტი განსჯის.

18 მარტს საქართველოს ნაკრები ბუქარესტში, რუმინეთის ეროვნულ გუნდს დაუპირისპირდება. მატჩის არბიტრის ვინაობა ჯერჯერობით უცნობია.

ერთა თასი
11 თებერვალი
გერმანია-რუმინეთი
ბელგია-საქართველო
ესპანეთი-რუსეთი

18 თებერვალი
რუმინეთი-ესპანეთი
ბელგია-რუსეთი

19 თებერვალი
საქართველო-გერმანია

4 მარტი
ესპანეთი-საქართველო
რუსეთი-რუმინეთი
გერმანია-ბელგია

11 მარტი
გერმანია-ესპანეთი
ბელგია-რუმინეთი

12 მარტი
საქართველო-რუსეთი

18 მარტი
ესპანეთი-ბელგია
რუსეთი-გერმანია
რუმინეთი-საქართველო.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 11 /
ჩვენ თუ არ წაგვადება იმათ ხომ წაადგებათ და იქნება შემდგომში ცოტა მეტი წინააღმდეგობა გაგვიწიონ.
misha
07 იანვარი 2017 11:53
0





ეგრეთ წოდებული რაგბის ,,მამები''
მაყუთის გამო, რაგბის განვითარების (საქართველოს ნაკრები მაქვს მხედველობაში) პაესპეკტივას?
ხელოვნურად კლავენ DDDDD . . .

J A G A
07 იანვარი 2017 11:43
0
ეეჰ ყ ველას მოვუგებთ ზოგს შევარცხვენთ და ესეცდამთავრდება ტურნირი. 5ტური ისე გავიდა არავის არ მოუგია ჩვენთვის ამ გუნდებისგან 2009წლიდან ბოლოს როდის მოგვიგეს აღარ მახსოვს 8წელიწადი ზელანდიასთან, რომ გვათამაშონ ესე ერთს მაინც მოვიგებთ დავითალეთ უკვე რამე სხვა გვინდა ოკიანეთი, ამერიკა საქართველო რუსეთი კაი იქნებოდა ან რამე ესეთი მეორე დონის ევროპის პირველი ოკიანეთის პირველი აფრიკის პირველი ამერიკის პირველი ტურნირი რო იყოს რამე ყველას წაგვადგება
Me
07 იანვარი 2017 10:52
0
რუსეთთან და გერმანიასტან თამაში არაფერს მოგვცემს...ძალიან სლაბები არიან
kosta
06 იანვარი 2017 22:41
0
იმიტომ რომ ეროვნულ სტადიონზე გაცილებით მეტი მაყურებელი ეტევა ! რა შუაშია აქ პოლიტიკა ????
Zura
06 იანვარი 2017 19:11
0
არაერთხელ დამარწმუნეთ თქვენს პროფესიალიზმში.ყურადღებიანი ჟურნალისტები ბრძანდებით.გმადლობთ.
რეზო
06 იანვარი 2017 18:12
0
მერე იტყვიან პოლიტიკას როგორ ურევთ სპორტშიო..... :დ))) რატომ არის დანიშნული რუსეთის თამაში ეროვნულზე?! არც ვაკეში არც ქუთაისში...
svan
06 იანვარი 2017 18:04
0
რეზო-ს. ძმურად, გადათარგმნე რის თქმა გინდა!!
ნოდო
06 იანვარი 2017 17:32
0
შუაში ვართ გაჭედილები ერთა თასზე 1 თავით მაღლა ვართ,6 ერზე 1 თავით დაბლა.
უნდა მოუმატოთ
06 იანვარი 2017 16:23
0
უკვე მაგარი მოსაწყენი ხდება ჩვენთვის ერთა თასი
სხვა დონე გვჭირდება
06 იანვარი 2017 16:21
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

ასევე დაგაინტერესებთ
სიახლეები პოპულარული