აღსანიშნავია, რომ მაღალანაზღაურებადი მორაგბეების სიაში აღმოჩნდა ორი ქართველი მორაგბე. ესენია: საქართველოს ნაკრების ყოფილი შერკინების ბურჯი და "კლერმონის" ლიდერი დავით ზირაქაშვილი, რომლის წლიური შემოსავალი 400 ათასი ევროა. 300 ათას ევროს იღებს წელიწადში საქართველოს ნაკრების კაპიტანი და "ტულონის" ერთ-ერთი წამყვანი მორაგბე მამუკა გორგოძე.
"მიდი ოლიმპიკის" ინფორმაციით, მეორე ყველაზე მაღალანაზღაურებადი მორაგბე ავსტრალიელი მეთ გოტოა (ტულონი). თუმცა, მისი შემოსავალი ორჯერ ნაკლებია კარტერთან შედარებით - 700 ათასი ევრო. ასი ათასი ევროთი ნაკლები აქვთ სამხრეთაფრიკელ დუეინ ვერმულენს და უელსელ ლი ჰალპფენის (ორივე - ტულონი).
ნახევარ მილიონ ევროს იღებენ: კოლინ სლედი (პო), მაა ნონუ (ტულონი), ბისმარკ დუ პლესი (მონპელიე), სერჯო პარისე (სტად ფრანსე) და სენსუს ჯონსტონი (ტულუზი).
400 ათასი ევრო შვიდი მორაგბის შემოსავალია. ესენია: ნემანი ნადოლო (მონპელიე), რორი კოქოთი (კასტრი), ადამ ეშლი-კუპერი (ბორდო), პატრისიო ალბასეტე (ტულუზი), ვილი გენია (სტად ფრანსე), დავით ზირაქაშვილი (კლერმონი) და ლუკ მაკალისტერი (ტულუზი).
300 ათას ევროს იღებენ წელიწადში: ვიქტორ ვიტო (ლა როშელი), ბრაიან ჰაბანა (ტულონი), რორი გრაისი (გრენობლი), ხიო ეპლონი (გრენობლი), ნიკ აბენდანონი (კლერმონი), ბრუკ ჯეიმსი (ლა როშელი), მამუკა გორგოძე (ტულონი), ხუან იმჰოფი (მეტრო რასინგი), ლეონე ნაკარავა (მეტრო რასინგი) და სტეფონ არმითაჟი (პო).
ეს საფრანგეთში მოთამაშე უცხოელების ჩამონათვალია. ცხადია, საინტერესოა, როგორ ფასდება ადგილობრივების გარჯა.
500 ათას ევროს იღებენ: ტიერი დუსოტუარი (ტულუზი), მატიო ბასტარო (ტულონი), ლუკ დუკალკონი (მეტრო რასინგი) და იაკუბუ კამარა (ტულუზი).
420 ათასი ევრო: გიომ გირადო (ტულონი) და იოან მაესტრი (ტულუზი).
360 ათასი ევრო: მორგან პარა (კლერმონი), დიმიტრი სზარზევსკი (მეტრო რასინგი), რემი ლამერა (კლერმონი), ბრაის დულინი (მეტრო რასინგი), ფრანსუა ტრინ-დუკი (ტულონი), მაქსიმ მაშენო (მეტრო რასინგი) და მაქსიმ მედარი (ტულუზი).
(იბეჭდება მცირე ცვლილებით)
ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"