ირაკლი ნატრიაშვილმა ელიტაში შეაბიჯა

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრების შერკინების კვაჭი ირაკლი ნატრიაშვილი საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ელიტურ, პირველ დივიზიონში მოასპარეზე "ბრივში" ჩაირიცხა.

ეს გუნდი ქართველი მორაგბეებისთვის ახალი არ არის. ბრიველების თავკაცი უგო მოლა კარგად იცნობს და აფასებს ჩვენებურ პირველხაზელებს. ის ერთი ხანობა ლეგენდარული ქართველი მორაგბის ლევან (ლეონსიო) ცაბაძის თანაგუნდელიც იყო.

"ბრივში" ამჟამად კიდევ ორი ქართველი, საქართველოს ნაკრების შერკინების ბურჯები დავით ხინჩაგიშვილი და ვასილ კაკოვინი თამაშობენ. ბრივში ჩასულ ნატრიაშვილს სპეციალური ტესტები ჩააბარებინეს. გუნდის მწვრთნელები კმაყოფილნი დარჩნენ მისი როგორც ფიზიკური კონდიციებით, ისე ტექნიკური არსენალითა და ტაქტიკური აზროვნებით. შედეგად, "ბრივმა"
ქართველ შერკინების კვაჭს ორწლიანი კონტრაქტი გაუფრომა.

შეგახსნებთ, ნატრიაშვილი შერკინების მეორე კვაჭია (#2), ვინც საფრანგეთის ელიტური დივიზიონის გუნდში იასპარეზებს. აქამდე ელიტაში, სხვადასხვა გუნდებში, წლების განმავლობაში მხოლოდ აქვსენტი გიორგაძე (კასტრი) თამაშობდა.
მკითხველის კომენტარები / 1 /
ეს ძალზედ სასიხარულო ფაქტია, იმიტომ რომ ჰაერივით გვესაჭიროება გიორგაძის ღირსეული შემცვლელი და ამას ჩემი აზრით შეძლებდა ნატრიაშვილი. ვფიქრობ მას ამისათვის ყველა პირობა აქვს, ერთადერთი რაც აკლდა კარგ გუნდში თამაშის პრაქტიკა იყო, რომ უფრო დაიხვეწოს და აი ამის საშუალებაც მიეცემა. ყველაფერი უნდა გააკეთოს, რომ ბრივში ხშირად ითამაშოს ხოლმე ძირითადში. მას აქვს საკმაოდ შთამბეჭდავი სისწრაფე, ძალიან მებრძოლი სული. ეხლა უკვე მასზეა დამოკიდებული როგორ წარმოაჩენს თავს.
ilarioni
16:22 17-05-2011
0

სიახლეები პოპულარული