ელიტა პერსპექტივაში

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ესპუართა, ანუ სათადარიგო გუნდების გათამაშებაში პლეი ოფის ნახევარფინალური შეხვედრები გაიმართა. კონსტანტინე მიქაუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონმა", რომელიც რეგულარულ გათამაშების გამარჯვებულია, "პერპინიასნს" - 17: 7 მოუგო და ფინალში გააღწია.

ტულონელებს პირველობისთვის ბრძოლა მოუწევთ, ვიქტორ კოლელიშვილის, გიორგი ჯაშიტაშვილისა და გიორგი ჯიმშელაძის "კლერმონთან", რომელმაც "ტულუზს" 25:17 სძლია. აღსანიშნავია, რომ "უმცროსი ვულკანების" ქართველი ლეგიონერების თამაშმა სპეციალისტების ყურადღება მიიპყრო.

აი, როგორ აფასებს ერთ-ერთი მათგანი საქართველოს ნაკრების მესამეხაზელ ვიქტორ კოლელიშვილს.

"ყურადღებას იპყრობს შერკინების ქართველი მესამეხაზელის ვიქტორ კოლელიშვილის თამაში. მას ეროვნულ ნაკრებში უკვე აქვს
მოხვეჭილი რამდენიმე კეპი. ის არის ფიზიკურად ძალიან ძლიერი, სწრაფი, დაცვაში უდრეკი, შესანიშნავად თამაშობს ჰაერში. კარგი, მართლაც ძალიან კარგი მოთამაშეა".

მიუხედავად იმისა, მოიგებს თუ არა "კლერმონის" სათადარიგო გუნდი ჩემპიონატს, მომავალი წლიდან ძირითად გუნდში რამდენიმე მოთმაშის გადაყვანას აპირებენ. ამ სიაში კოლელიშვილიცაა, ასე რომ, გამორიცხული არ არის ელიტაში კიდევ ერთმა ქართველმა გაიკაფოს გზა.

ესპუარები
ტულონი-პერპინიანი 17:7, კლერმონი-ტულუზი 25:17

ფინალი
ტულონი-კლერმონი
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული