ფედერალ 1 დივიზიონში კი, დღეს ელიტურ, მეორე დივიზიონში გადასასვლელ მეოთხედფინალში სამი "ქართული გუნდი" ითამაშებს. შალვა სუთიაშვილის, სანდრო ესაკიას, დავით აშვეთიასა და არჩილ კობაურის "მასი" სტუმრად ეთამაშება "ლიმოჟს", რომელიც შეჯიბრების ერთ-ერთი უმთავრესი ფავორიტია.
ლიმოჟელებმა მერვედფინალში ორი მატჩის ჯამში დავით კაჭარავას "ნიცა" დაამარცხეს.
პარიზელებმა კი, რომელთა თავკაციც, საქართველოს ნაკრების ყოფილი მეორეხაზელი
ამ წყვილში გამარჯვებულის მეტოქე ნახევარფინალში თედო ზიბზიბაძის, ალექსანდრე მარგველაშვილის, ირაკლი ნინიძის, დავით დადუნაშვილის "პერიგოსა" და "ბობინის" შორის უკეთესი იქნება. ჩვენებურთა გუნდი პირველ შეხვედრას სტუმრად გამართავს.
პერიგოელებმა მერვედფინალში დამაჯერებლად სძლია საკმაოდ ძლიერ "ლავორს" (32:12, 56:10), რითაც კიდევ ერთხელ დაადასტურა თავისი ამბიციების საფუძვლიანობა. "ლავორთან" შეხვედრებში არ უთამაშია საქართველოს ნაკრების შუამარბ თედო ზიბზიბაძეს, რომელსაც მიკრო ტრავმა ჰქონდა და გუნდის მწვრთნელემა მისი დასვენება არჩიეს. "ბობინისთან" მატჩში, სავარაუდოდ, ის ძირითად შემადგენობაში იქნება.
პერიგოელთა მეტოქემ, მერვედფინალში ორი მატჩის ჯამში "ლილი დაამარცხა.
ლაშა მალაღურაძისა და გიორგი მჭედლიშვილის "ბეზიე" მეოთხედფინალის პირველ მატჩს სტუმრად გამართავს "ბურგ ან ბრესთან". ლანგედოკელთა გუნდი, რომელიც საფრანგეთში ერთ-ერთი ყველაზე ტიტულოვანია, მეორე წელიწადია, ელიტურ, მეორე დივიზიონში დაბრუნებას ცდილობს.
"ბეზიეს" ხელმძღვანელებმა საამისოდ ლეგენდარული ახალზელანდიელი მგეზავი ენდრიუ მერთენსიც კი მიიწვიეს, თუმცა მან ქწართველი მორაგბის, ლაშა მალაღურაძის კონკურენციას ვერ გაუძლო და ბოლო რამდენიემ თამაშია, სათადარიგოთა სკამს ხეხავს.
ჩვენებურთა გუნდმა მერვდეფინალში ორი მატჩის ჯამში "მარმანდი" დაამარცა (25:22, 19:13). ქულების ნახევარზე მეტი გუნდს სწორედ მალაღურაძემ მოუტანა. ლანგედოკელთა ამჟამინდელმა მეტოქემ გათამაშებას "კასტანე" გამოთიშა.
გამარჯვების შემთხვევაში "ბეზიეს" მეტოქე "ტიროსსა" და "ვანს" შორის მოგებული იქნება. შეგახსენებთ, რომ ელიტური, მეორე დივიზიონის საგზურს ფინალში გასული ორი გუნდი მიიღებს.
ფედერალ 1
მეოთხედფინალი
ლიმოჟი-მასი, ბობინი-პერიგო, ბურგ ან ბრესი-ბეზიე, ვანი-ტიროსი
ესპუართა, ანუ სათადარიგო გუნდების შეჯიბრებაში კი დღეს "ქართული ფინალი" გაიმართება. კონსტანტინე მიქუტაძისა და ლევან ჩილაჩავას "ტულონი", რომელიც რეგულაურლი გათამაშების გამარჯვებულია, ვიქტორ კოლელიშვილის, გიორგი ჯაშიტაშვილისა და გიორგი ჯიმშელაძის "კლერმონს" დაუპირისპირდება.
მიქაუტაძე და ჩილაჩავა ფინალში ვერ ითამაშებენ, რადგან საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრებში არიან გამოძახებული "მსოფლიოს ახალგაზრდული ალაფზე" საასპარეზოდ.
ესპუარები
ფინალი
ტულონი-კლერმონი