ქუბრიაშვილი - პირველი ქართველი "ბარბაროსებში"

AutoSharing Option
საქართველოს ნაკრებისა და საფარანგეთის ელიტურ, პირველ დივიზიონში მოასპარეზე "ტულონის" შერკინების ბურჯი დავით ქუბრიაშვილი პირველი ქართველი მორაგბეა, რომელიც "ბარბაროსების" შემადგენლობაში სათამაშოდ მიიწვიეს.

"ბარბაროსები", რომლებიც ტრადიციულად ყოველ წელიწადს სეზონის მიწურულს იკრიბებიან, კვირას, 29 ივნისს "თვიქნემზე" ინგლისის ნაკრებს დაუპირისპირდება. ჩვენებურთან ერთად "პომების" წინააღმდეგ არაერთი სახელოვანი მორაგბე ითამაშებს. ესენია: შუამარბი მატიო ბასტარო, მგეზავი ფრედერიკ მიშალაკი (ორივე-საფრანგეთი), ცხრა ნომერი რუან პინარი (სამხრეთ აფრიკა), იტალიელი პირველხაზელები სალვატორტე პერუჯინი და ლეონარდო ჯილარდინი, მესამეხაზელები ჯო ფან ნიკერკი (სამხრეთ აფრიკა), ჯორჯ სმითი (ავსტრალია), სერჯო პარისე (იტალია), მარტინ ვილიამსი (უელსი).

შეგახსენებთ, რომ ინგლისის ნაკრები ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიო თასის გათამაშებაში, საქართველოს ეროვნული გუნდის მეტოქეა. "პომები" კვირას "ბარბაროსებთან" სათამაშოდ ექსპერიმენტულ შემადგენლობას გამოიყვანენ. გამოცდილნი და სახელოვანნი მხოლოდ ჩარლი ჰიჯსონი, უგო მუნი, ჯეიმზ სიმპსონ-დენიელი და მეთ ბანაჰანი იქნებიან.

ინგლისელთა გუნდს A ნაკრების მწვრთნელი სტიურატ ლანკასტერი უთავკაცებს. მან გუნდში ახალგაზრდულ ნაკრებმოვლილი რვა მოთამაშე მიიწვია. მათთან ერთად გუნდში იქნებიან სხვა ახალგაზრდა მოთამაშეებიც, ვინც წლეულს თავი გამოიჩინა.

"ბარბაროსებთან" მატჩში სერიოზული პრობლემები შეგვქმნება, რომელთა შემადგენლობაშიც ბევრი გამოცდილი, მაღალი დონის მორაგბე ითამაშებს, თუმცა წლეულს ინგლისურ რაგბიში ბევრი კარგი, ახალი მოთამაშე გამოჩნდა, რომლებსაც თავისი პოტენცილაის წარმოჩინების შანსი უნდა მივცეთ.

სწორედ ასე აღმოვაჩინეთ ისეთი მოთამაშეები, ბენ იანგზი, კორტნი ლოუ და ალექს კორბშირი რომ არიან. ბევრი ახალბედა, რომელიც ეროვნული გნდის კვართს პირველად მოირგებს, სულ ახალხან ინგლისის ჩემპიონატისა და ევროთასების ბატალიებში იღებდა მონაწილეობას. ამიტომ, ვფიქრობ, მათ სათანადო გამოცდილებაც დაუფგროვდათ და კარგად აცნობიერებენ, რომ შანსი ეძლევათ ინგლისის ნაკრების მთავარ მწვრთნელს მარტრინ ჯონსონს თავი მოაწონონ". - სტიუარტ ლანკასტერმა.

ბარბაროსები
15. ნიკოლა ჟანჟანი, 14. პოლ სასკი, 13. ბენუა ბაბი, 12. მატიო ბასტარო, 11. ტიმ ვიზერი, 10. ფრედერიკ მიშალაკი, 9. რუან პინარი. 1. სალვატორე პერუჯინი, 2. ლეონარდო ჯილარდინი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. ერიკ ლანდი, 5. პოლ ტიტო, 6. ჯო ფან ნიკერკი, 7. ჯორჯ სმითი, 8. სერჯო პარისე.
16. სებასტიან ბრუნო, 17. კარლ ჰეიმანი, 18. ქვენტინ გელდენჰაუზი, 19. მარტინ ვილიამსი, 20. სებასტიან ტილუს-ბორდე, 21. ვილი მესონი, 22. სერუ რაბენი.

ინგლისის ნაკრები
შერკნება: დეივ ეთვუდი, კირან ბრუკსი, კალუმ კლერკი, პოლ დორან-ჯოუნზი, კარლ ფირნსი, ჯეიმზ გასკელი, ჯო გრეი, ტომ ჯონსონი, გრემ კიტჩნერი, ჯო მარლერი, მეტიუ მილერი, მეთიუ მალენი, ლუკ ნარავაი, დევიდ პეისი.
უკანა ხაზი: მეთ ბანაჰანი, მაიკ ბრაუნი, რორი კლეგი, ლეე დიკსონი, პოლ ჰოჯსონი, ჩარლი ჰოჯსონი, უგო მუნი, სტივენ მილერი, ჯეიმზ სიმსპონ-დენიელი, ჰენრი ტრინდრი, ჯორდან ტერნერ-ჰალი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული