ოთხი ქართველი ელიტა ორში

AutoSharing Option
საფრანგეთში სატარანსფერო ფანჯარა უკვე გახსნილია და მოთამაშეთა გუნდიდან გუნდში გადასვლების შესახებ ინფორმაცია ყოველდღე ქვეყნდება. ცხადია, ჩვენ ქართველი მორაგბეების ბედი გვაწუხებს.

საფარნგეთის ელიტურ, მეორე დივიზიონში მოასპარეზე "ორიაკმა", რომელმაც წლევანდელ გათამაშებაში მე-7 ადგილი დაიკავა, ერთბაშად სამი ქართველი დაიმატა. საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი ლევან დათუნაშვილი ამ გუნდს, ერთწლიანი შესვენების შემდეგ დაუბრუნდა. ახლახან მისი თანაგუნდელი გახდა საქართველოს A ნაკრების შერკინების ბურჯი კარლენ ასეიშვილი, რომელიც აქამდე ფედრეალ 1-ის "ორტეზში" ასპარეზობდა. ყოფილი ლოკომოტიველი, ასევე შერკინების ბურჯი გიორგი ნაცარაშვილი, "ორიაკთან" კონტრაქტს თვის ბოლოს გააფორმებს.

ელიტური, მეორე დივიზიონის "პოში"
ჩაირიცხა თბილისის "ლოკომოტივის" პირველხაზელი ზერო პეტრიაშვილი. "პომ" ახლახან დასრულებულ რეგულარულ გათამაშებაში მე-9 ადგილი დაიკავა.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული