"მონპელიე" ფინალში, ქუბრიაშვილი "ბარბაროსებში"

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატი დასასრულს უახლოვდება. ელიტური, პირველი დივიზიონის გათამაშებაში, ნახევარფინალრი მატჩები გაიმართა. ქართველ მორაგებთა ორი გუნდიდან ფინალში მხოლოდ ერთმა, მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, გოდერძი შველიძის, გიორგი ჩხაიძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიემ" გააღწია.

მონპელიელები ნახევარფინალში, ნეიტრალურ მოედანზე, მარსელის "ველოდრომზე"  საფრანგეთის უძველეს და დიდი ტრადიციების მქონე პარიზულ "მეტრო რასინგს" დაუპირისპირდნენ. ჩვნებურთა გუნდმა დაცვაში დიდი ყურადღებით ითამაშა, მეტოქეს რამდენჯერმე თერნოვერიდან შეუტია და 51-ე წუთისთვი საკმაოდ სოლიდური სხვაობით - 23:6-ს იგებდა.

სავარაუდოდ, "მონპელიემ" გამარჯვება ნაადრევად ირწმუნა. სხვანაირად ძნელი ასახსნელია, როგორ მოახერხა "მეტრო რასინგმა" ანგარიშში
დაწინაურება. თამაშის დასრულებას წუთნახევარი აკლდა, პარიზელები უკვე 25:23-ს იგებდნენ. მონპელიელთა მორიგი შეტევა მეტოქემ წესის დრღვევით შეაჩერა და გარემარბმა მარტინ ბუსტოს მოიანომ საჯარიმოთი "ქართულ გუნდს" მინიმალური სხვაობით გაამარჯვებინა - 26:25.

მამუკა გორგოძემ, რომელიც ერთ-ერთი საუკეთესო იყო სრულად ითამაშა, გიორგი ჟღენტი 71- ე წუთზე შეცვალეს, შველიძე, ჩხაიძე და ნარიაშვილი განაცხადში არ იყვნენ.

"მონპელიე" ფინალში "სტედ დე ფრანსზე" შაბათს საფრანგეთის მრავალგზის ჩემპიონ "ტულუზს" დაუპირისპირდება. ტულუზელებმა გათამაშებას შარშანდელი ჩემპიონი დავით ზირაქაშვილი გამოთიშეს - 29:6. "ვულკანებმა" მეტოქეს სათანადო წინააღმდეგობა ვერ გაუწიეს. რაც ანგარიშშიც ლოგიკურად აისახა.

ზირაქაშვილი სათადარიგოთა შორის იყო და თამაშში 43-ე წუთიდან ჩერთო.
I დივიზიონი
ნახევარფინალი
ტულუზი-კლერმონი 29:6, მეტრო რასინგი-მონპელიე 25:26
ფინალი
ტულუზი-მონპელიე
ფედერალ 1 დივიზიონში ელიტური, მეორე დივიზიონის ორი საგზურისთვის სამი ქართული გუნდი იბრძვის. მეოთხედფინალური ეტაპი გადალახეს და ელიტამდე ნაბიჯიღა დარჩათ "მასის", "პერიგოს" და "ბეზიეს".

შალვა სუთიაშვილის, დავით აშვეთიას, სანდრო ესაკიას და არჩილ კობაურის "მაისიმ" მეოთხედფინალის განმეორებით შეხვედრაში შინ დაამარცხა "ლიმოჟი" - 31:20. პირველი შეხვედრა პარიზელებს მინიმალური სხვაობით ჰქონდათ წაგებული და პირველ ტაიმშიც ძალიან გაუჭირდათ. შესვენებაზე გუნდები ისე წავიდნენ, რომ უპირატესობა ვერავინ მოიპოვა - 14:14. მეორე ნახევარში მასელები ბევრად უკეთ გაისარჯნენ და უკვე ზედიზედ მესამედ გააღწიეს პლეი ოფის ნახევარფინალში.

სუთიაშვილმა, რომელმაც სრულად ითამაშა ლელო მატჩის პირველივე წუთზე გაიტანა, აშვეთია 73-ე წუთზე შეცვალეს, ესაკია და კობაური განაცხადში არ იყვნენ.

"მასი" ნახევარფინალში თედო ზიბზიბაძის, ალექსანდრე მარგველაშვილის, ირაკლი ნინიძისა და დავით დადუნაშვილის "პერიგოს" დაუპირისპირდება, რომელმაც მეოთხედფინალის განმეორებით მატჩში შინ დაამარცხა "ბობინი" - 34:13. ამ გუნდების პირველი შეხვედრა პარიზის გარეუბანში ფერედ 22:22 დამთავრდა.

პერიგოელებმა გადამწყვეტი უპირატესობა პირველი ტაიმის ბოლოს მოიპოვეს, რომელიც 14:6 მოიგეს. ჩვენებურთა გუნდმა შესვენების შემდეგ მეტოქის წინააღმდეგობა საბოლოოდ გატეხეს.

მარგველაშვილი, რომელიც არბიტრმა 26-ე წუთზე გაასინბინა, 51-ზე შეცვალეს, ექვსი წუთის შემდეგ დადუნაშვილი ნინიძემ შეცვალა, ზიბზიბაძემ კი 64 წუთი ითამაშა.

"პერიგო" და "ბეზიე" ორ შეხვედრას გამართავენ, შინ და გარეთ. გამარჯვებული ფინალში გააღწევს და ელიტური, მეორე დივიზიონის საგზურს მიიღებს.

ლაშა მალაღურაძისა და გიორგი მჭედლიშვილის " ბეზიემ" შინ მოუგო "ბურგ ან ბრესს" - 35:19. ლანგედოკელებს პირველი შეხვედრა სტუმრად 14 ქულის სხვაობით ჰქონდათ წაგებული - 9:23 და ამ შეხვედრაშიც, მართალია, ანგარიში მუდამ მიჰყავდათ, ძალიან გაუჭირდათ. ბეზიელებმა თამაშის დასკვნით ათ წუთში წარმატების მისაღწევად ყველაფერი იღონეს. გუნდში ყველაზე შედეგიანი ახალზელანდიელი მგეზავი ენდრიუ მერთენსი იყო, რომელმაც შვიდი საჯარიმო და ორი გარდასახვა გაიტანა (25 ქულა).

მალაღურაძემ შუამარბის პოზიციაზე სრულად ითამაშა, მჭედლიშვილი განაცხადში არ იყო. "ბეზიეს" მეტოქე ნეხევარფინალში "ტიროსი" იქნება, რომელმაც "ვანს" ორივე შეხვედრაში აჯობა.

ფედერალ 1
მეოთხდფინალი
მასი-ლიმოჟი 31:20 (18:19), პერიგო-ბობინი 34:13 (22:22), ბეზიე-ბურგ ან ბრესი 35:19 (9:23), ვანი-ტიროსი 31:16, (12:9)

ნახევარფინალი
მასი-პერიგო, ბეზიე-ტიროსი
ლონდონში, "თვიქნემზე", ახალ ზელანდიაში გასამართ მსოფლიო თასზე საქართველოს ნაკრების მეტოქე, ინგლისის ეროვნული გუნდი "ბარბაროსებს" დაუპირისპირდა და 32:38 წააგო.

აღსანიშნავია, რომ "ბარბაროსების" შემადგენლობაში, რომელიც ფაქტობრივად მსოფლიოს ნაკრებია, საფრანგეთის ელიტურ, პირველ დივიზიონში მოასპარეზე "ტულონის" შერკინების ბურჯმა დავით ქუბრიაშვილმა ერთი ტაიმი ითამაშა. ქუბრიაშვილი პირველი ქართველი მორაგბეა, ვინაც "ბარბაროსების" კვართი მოირგო.

დუდუმ, ისეთი დიდი მორაგბეების მხარდამხარ ითამაშა, მატიო ბასტარო, ფრედერიკ მიშალაკი, რუან პინარი, სერჯო პარისე, გორგ სმითი, ჯი ფან ნიკერკიმ, სალვატორე პერუჯინი მარტინ ვილიამსი რომ არიან.

ინგლისი-ბარბაროსები 32:38
ბარბაროსები: 15. ნიკოლას ჟანჟანი, 14. პოლ სასკი, 13. ბენუა ბაბი, 12. მატიო ბასტარო, 11. ტიმ ვიზერი, 10. ფრედერიკ მიშალაკი, 9. რუან პინარი. 1. სალვატორე პერუჯინი, 2. ლეონარდო ჯილარდინი, 3. დავით ქუბრიაშვილი, 4. ერიკ ლანდი, 5. პოლ ტიტო, 6. ჯო ფან ნიკერკი, 7. ჯორჯ სმითი, 8. სერჯო პარისე.
16. სებასტიან ბრუნო, 17. კარლ ჰეიმანი, 18. ქუენტინ გელდენჰაუზი, 19. მარტინ ვილიამსი, 20. სებასტიან ტილუს-ბორდე, 21. ვილი მესონი, 22. სერუ რაბენი
6ლ: ბაბი, მიშალაკი, სმითი, ფან ნიკერკი, ვიზერი (2). 4გ: მიშალაკი (3), პინარი.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული