"მონპელიეს" ქართული კვარტეტი მეორეა

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატი დასრულდა. ქართველ მორაგებთა გუნდმა, მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, გოდერძი შველიძისა და გიორგი ჩხაიძის "მონპელიემ" თავის ისტორიაში პირველად ითამაშა ფინალში. მონპელიელებმა თავდადებით ითამაშეს, ყველაფერი გაიღეს, ტიტულოვანი და მაღალი დონის ვარსკვლავებით დხუნძლულ "ტულუზს" 71-ე წუთამდე უგებდნენ კიდეც. თუმცა, კიდევ ერთხელ დადასტურდა, რომ მატჩი 80 წუთს გრძელდება.

საფრანგეთის ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა ფინალი დამსახურებულად მოიგო. ტულუზელები, მიუხედავად იმისა, რომ აგებდნენ, მთელი მატჩის განმავლობაში ფლობდნენ სათამაშო უპირატესობას. ბურთს ძირითადად სწორედ ისინი აკონტროლებდნენ და რომ არა მათი მგეზავის, დავიდ სკრელას უზუსტო საჯარიმოები მეტოქეს,
ალბათ, ბევრად ადრე გატეხდნენ.

პირველი ტაიმი "მონპელიემ" 7:3 მოიგო. შესვენების შემდეგ პირველივე წუთზე ანგარიშში კიდევ სამი ქულით დაწინაურდნენ 10:3 და თამაშის ბოლომდე მონაგარის გაზრდა ვეღარ შეძლეს. ტულუზელებმა კი ოთხი საჯარიმოს გატანა მაინც მოიახერხეს და ჩემპიონობაც იზეიმეს.

გორგოძემ თავიდან ბოლომდე ითამაშა, ჟღენტი 72-ე წუთზე შეცვალეს, შველიძე და ჩხაიძე განაცხადში არ იყვნენ.
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული