"მონპელიე", "კასტრი" და "კლერმონი" ევროთასებზე

AutoSharing Option
ევროპის სარაგბო ევროთასების წილისყრა გუშინ "თვიქნემზე" გაიმართა. მომავალი სეზონიდან ყველაზე პრესტიჟულ "ჰაინეკენის თასის" გათამაშებაში ქართველ მორაგბეთა სამი გუნდი იასპარეზებს.

მამუკა გორგოძის, გიორგი ჟღენტის, გიორგი ჩხაიძის, გოდერძი შველიძისა და მიხეილ ნარიაშვილის "მონპელიე", რომელიც საფრანგეთის ჩემპიონატში მეორე ადგილზე გავიდა C ჯგუფში მოხვდა. მისი მეტოქეები იქნებიან, "ჰაინეკენის თასის" წლევანდელი გათამაშების გამარჯვებული ირლანდიური "ლენსტერი", ინგლისის ერთ-ერთი საუკეთესო გუნდი "ბასი" და შოტლანდიის ჩემპიონი "გლაზგო".

ანტონ ფეიქრიშვილისა და აქვსენტი გიორგაძის "კასტრი" A ჯგუფში ითამაშებს. კასტრელებს ურთიერთობის გარკვევა ირლანდიურ "მანსტერთან", ინგლისურ "ნორსჰემპთონთან" და უელსურ "ჰლანეჰლისთან" მოუწევთ.

საფრანგეთის
ექსჩემპიონი , დავით ზირაქაშვილის "კლერმონი" კი D ჯგუფში მოხვდა. "ვულკანებს" მეოთხედფინალში გასასავლელად ინგლისური "ლესტერის", ირლანდიური "ალსტერის" და იტალირი "აირონის" წინააღმდეგობის დაძლევა მოუწევთ.

A ჯგუფი: მანსტერი (ირლ), ნორსჰემპთონი (ინგ), ჰლანეჰლი (უელ), კასტრი (საფ)
B ჯგუფი: კარდიფი (უელ), ლონდონ აირიში (ინგ), ედინბურგი (შოტ), მეტრო რასინგი (საფ).

C ჯგუფი: ლენსტერი (ირლ), ბასი (ინგ), გლაზგო (შოტ), მონპელიე (საფ).
D ჯგუფი: ლესტერი (ინგ), კლერმონი (საფ), ალსტერი (ირლ), აირონი (იტ)
E ჯგუფი: ბიარიცი (საფ), ოოსფრიზი (ირლ), სარასენზი (ინგ), ბენეტონი (იტ)
F ჯგუფი: ტულუზი (საფ), ჰარლიქუინზი (ინგ), გლოსტერი (ინგ), ქონოთი (ირლ)

მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული