საქართველოს ნაკრებისა და "მონპელიეს" მესამეხაზელი მამუკა გორგოძე ყოველდღიურმა ფრანგულმა სპორტულმა გაზეთმა "ეკიპმა" საფრანგეთის ჩემპიონატის საუკეთესო უცხოელ მორაგბედ აღიარა.
საფრანგეთში, სადაც მილეთის უამრავი ძალიან ძლიერი მორაგბე ასპარეზობს, ეს მართლაც უდიდესი აღიარებაა. ქართველი მორაგბეებიდან აქამდე, ევროპის ერთ-ერთი საუკეთესო ჩემპიონატის ლაურეატი არავინ გამხდარა.