ზურაბ ჟვანია ”სტად ფრანსემ” მიიწვია

AutoSharing Option
საფრანგეთის ელიტურ, პირველ დივიზიონში მომავალი სეზონიდან კიდევ ერთი ქართველი, ქუთაისის "აიას" პირველხაზელი ზურაბ ჟვანია ითამაშებს. საქართველოს 20-წლამდელთა ნაკრების შერკინების ბურჯი საფრანგეთის ერთ-ერთმა ყველაზე ტიტულოვანმა გუნდმა, პარიზულმა "სარად ფრანსემ" მიიწვია.

პარიზელებს გასულ სეზონში ფინანსური პრობლემები შეექმნა, რაც გუნდის თამაშსაც მკვეთრად დაეტყო. "სტად ფრანსემ" ჩემპიონატში ასპარეზობა მისთვის უჩვეულო მე-11 ადგილზე დაასრულა. ამჟამად, როგორც კლუბის პრეზიდენტი მაქს გუზანი ამტკიცებს, ყველა პრობლემა გადაჭრილია და გუნდი მხოლოდ მაღალი მიზნებისთვის იბრძოლებს.

გუზანმა საამისოდ კლუბში სამუშაოდ მიიწვია საფრანგეთის ნაკრების ყოფილი მწვრთნელი ბერნარ ლაპორტი. ამასთან, სატრანსფერო ციებ-ცხელებისას "სატად
ფრანსემ" გუნდში 21 ახალი მოთამაშე აიყვანა. უნდა ვივარაუდოთ, რომ გუზანი და კომპანია ახალი გუნდის შექმნას აპირებენ და მომავალს იმდეიანად უყურებენ.

ახლახან ყოველდღიურმა სარაგბო გაზეთმა "მიდი ოლიმპიკმა" რუბრიკაში, რომელშიც თითოეული გუნდის მიერ სეზონში ნაჩვენებ შედეგებს მიმოიხილავს, ქართველ მორაგებთა გუნდის, "მონპელიეს" ასაპარეზობა შეაფასა. მონპელიელთა გუნდის სეზონის აღმოჩენად გაზეთმა ქართველი შერკინების ბურჯი გიორგი ჯღენტი დაასახელა.

აი, რას წერს "მიდი ოლიმპიკი":

"მან პირველი სეზონი ჩაატარა ელიტურ, პირველ დივიზიონში და შესანიშნავად წარმოაჩინა თავისი უზარმაზარი პოტენციალი. ჟღენტმა მთელი ჩემპიონატის განმავლობაში სტაბილურად იასპარეზა. თანაბრად კარგად ირჯებოდა როგორც შერკინებაში, ისე ღია თამაშისას. აღსანიშნავია, რომ პროფესიულმა გარემომ მასზე დადებითად იმოქმედა და, ფაქტობივად, მთლიანად აღმოფხვრა ხარვეზები დისციპლინაში".

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 1 /
საფრანგეთში დიდი ხმაურია იმასთან დაკავშირებით რომ შესაძლოა კლუბი"სტად ფრანსე" დაიხუროს რადგან გაკოტრების პირასააა
0013
15:33 23-06-2011
0
გააკეთეთ გამოხმაურება
X
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული