"ბეზიემ" ფედერალ 1 მოიგო

AutoSharing Option
საფრანგეთის სარაგბო ჩემპიონატის ფედერალ 1 დივიზიონის გათამაშება ყველაზე გვიან დასრულდა. აქ ფინალში ერთმანეთის ქართველ მორაგბეთა გუნდები "პერიგო" და "ბეზიე" დაუპირისპირდნენ. ორივე გუნდს ელიტური, მეორე დივიზიონის საგზური მოპოვებული აქვს და, ცხადია, ფინალში მხოლოდ პრესტიჟისთვის იბრძოდნენ.

ლაშა მალაღურაძის და გიორგი მჭედლიშვილის "ბეზიემ" მეტოქის ორ საჯარიმოს ამდენივეთი უპასუხა და ზედ ერთი გარადასახული ლელოც მიაყოლა - 13:6. ამრიგად ლანგედოკელები ფედრალ1 დივიზიონის გამარჯვებულები გახდნენ.

"პერიგოს" შემადგენლობაში ოთხივე ქართველმა, თედო ზიბზიბაძემ, ალექსანდრე მარგველაშვილმა, ირაკლი ნინიძემ და დავით დადუნაშვილმა ითამაშა.

ჯერჯერობით უცნობია, ზემოთ ჩამოთვლილი მოთამაშეებიდნ, რომელი გააგრძელებს
კონტრაქტს კლუბებთან და რომელი სხვა გნდში გადაბარგდება.

სამაგიეროდ უკვე ცნობილი გახდა რამდენიმე ქართველი მორაგბეს მომავალი კლუბის ვინაობა. საქართველოს ნაკრების გარემარბმა ირაკლი მაჩხანელმა, რომელმაც გასული სეზონი "მაკონში" გაატარა, ხელშეკრულება ელიტური, მეორე დივიზიონიდან გავარდნილ "სენტ ეტიენთან" გააფორმა. "მაკონი" დატოვა მესამეხაზელმა ბესო უდესიანმაც. სად განაგრძობს ის კარიერას ჯერჯერობით უცნობია.
გია ლაბაძისა და რეზო ბელქანიას "ლე სეინში" ჩაირიცხა საქართველოს ნაკრების მეორეხაზელი ვახტანგ მაისურაძე, რომელიც აქამდე "სენ ნაზერში" ასპარზობდა.

"ფიჟაკი" დატოვა და "სენ ჟუნიენში" გადაბრგდა საქართველოს ნაკრების მგეზავი მერაბ კვირიკაშვილი. ყველა ზემოთ ჩამოთვლილი გუნდი ფედრალ1 დივიზიონში ასპარეზობს.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.

სიახლეები პოპულარული