დაბრუნება ექვსი წლის შემდეგ

AutoSharing Option
ყოველდღიურმა ფრანგულმა სარაგბო გაზეთმა "მიდი ოლომპიკმა" საკმაოდ უცნაური ინფორმაცია გაავრცელა. საფრანგეთის ელიტური, მეორე დივიზიონის გამარჯვებული გურამ კავთიძის "ლიონში" ახლახან კიდევ ერთი ქართველი, შერკინების ბურჯი ტარიელ რატიანიძე ჩაირიცხა.

როგორც გაზეთის ოფიციალური ვებ გვერდი იუწყება, 31 წლის ქართველი მორაგბე გუნდში, როგორც მსოფლიოს თასის "ჯოკერი" ითამაშებს, ანუ გუნდს ის მხოლოდ ოთხი თვის განმავლობაში დაეხმარება.

ყოველივე ამაში უცნაური ის არის, რომ რატიანიძე, რომელიც საქართველოს ნაკრების ყოფილი მოთამაშეა, ტრავმის გამო რაგბის ჯერ კიდევ 2005 წელს გამოეთხოვა. ის იმხანად ელიტურ, მეორე დივიზიონში მოასპარეზე "ბეზიეში" თამაშობდა. რას
შეიძლება მივაწეროთ, ტარიელის ექვსწლიანი უქმობის შემდეგ რაგბიში დაბუნება, ძნელი სათქმელია.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული