"ბორჯღალოსნების" მომავალმა მეტოქემ ერთი მოიგო

AutoSharing Option
საფრანგეთში საქართველოს ნაკრების გარდა ადგილობრივი კლუბებიც ემზადებიან და საწვრთნელ შეხვედრებს მართავენ. ელიტურ, მეორე დივიზიონში მოსაპარეზე ლევან დათუნაშვილის, გიორგი ნაცარაშვილისა და კარლენ ასეიშვილის "ორიაკი" კიდევ ერთ მეორედივიზიონელ "ალბის" ეთამაშა და 36:15 მოუგო.

აღსანიშნავია, რომ ქართველ მორაგბეთა გუნდის მწვრთნელი პიერ ბრონკანია, "ალბის" კი მამამისი, საქართველოს ნაკრები ყოფილი კონსულტანტი, ანრი ბრონკანი წვრთნის.

ნაცარაშვილმა და ასეიშვილმა თითო ტაიმი ითამაშეს. დათუნაშვილი ეროვნულ ნაკრებშია და მსოფლიოს თასისთვის ემზადება. შეგახსენებთ, რომ 13 აგვისტოს, კლერმონთან ახლოს, პატარა ქალაქ ისუარში, ბორჯღალოსნები სწორედ "ორიაკს" დაუპირისპირდებიან.

ყოველდღიური სპორტული გაზეთი "ლელო"
მკითხველის კომენტარები / 0 /
კომენტარი ჯერ არ გაკეთებულა.
გააკეთეთ კომენტარი
კომენტარი, რომელიც შეიცავს უხამსობას, დისკრედიტაციას, შეურაცხყოფას, ძალადობისკენ მოწოდებას,სიძულვილის ენას, კომერციული ხასიათის რეკლამას, წაიშლება საიტის ადმინისტრაციის მიერ.

სიახლეები პოპულარული